თურქული პრესა 19.12.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

871397
თურქული პრესა 19.12.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა დედაქალაქ ანკარაში ლტოლვილთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამართულ პროგრამაზე სიტყვით გამოსვლისას მწვავე რეაქცია გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებაზე და აღნიშნა: „დღეს ყველა ბავშვი, რომელსაც იერუსალიმში ატირებენ, ყველა დედა, რომელსაც ტანჯავენ, დაჭრილი, ნაცემი, შეურაცხყოფილი ყოველი ადამიანი მოახლოებული ქარიშხალის მაცნეა. იერუსალიმის საკითხი მთლიანად კაცობრიობისა და განსაკუთრებით მუსლიმების გაღვიძების მიზეზი გახდება.“

გაზეთი „ჰურიეთი“-ს თანახმად, იერუსალიმში ებრაელი სამხედროების მიერ ნაცემი და დაკავებული დაუნის სინდრომის მქონე მოჰამედ კადერ კალელ ალ ტაველი და მისი ოჯახი თურქეთში ჩამოიყვანეს. ებრაელი სამხედროების მიერ ამერიკის შეერთებული შტატების იერუსალიმის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე ქალაქ ალ ჰალილში 10 დეკემბერს დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდის დაკავების ამსახველმა კადრებმა მსოფლიო საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ტაველმა ჟესტების ენით თქვა, რომ 6 საათი დაკავებული იყო, სამხედროებმა კონდახით სცემეს, ხელები უკნიდან შეუკრეს და ბანაკში დააკავეს. ტაველეს ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევენ.  

გაზეთი „ვათანი“ აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „აფრინის ოპერაციისთვის ბოლო მოსამზადებელი სამუშაოებიც დასრულებულია“, რომლის თანახმადაც, გასულ წელში ოპერაცია ევფრატის ფარის დროს სირიაში ტერორგანიზაცია დეაშის-ს წევრი ტერორისტებისგან გაწმენდის შემდეგ აფრინის ოპერაციის ჯერი დადგა. პრეზიდენტ რეჯებ თაიპ ერდოღანის სიტყვების შემდეგ „აფრინსაც და მუნბიჩსაც ტერორისგან გავწმენდთ“ თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა და თავისუფალი სირიის არმიის ძალებმა, სეპარატისტული ტერორგანიზაცია პკკ-ს სირიის განშტოება PYD/YPG-ს წინააღმდეგ ჩასატარებელი ოპერაციისთვის მზადყოფნა გამოაცხადეს. აფრინ-იდლიბის სასაზღვრო ხაზზე 3 პუნქტზე შექმნილ უსაფრთხოების წერტილში ჯავშანტექნიკის გადაზიდვა დააჩქარეს.

საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ორგანიზაციის DEİK-ის ტექნოლოგიის საკითებში მრჩეველმა ალი რიზა ბაბაოღლუმ განაცხადა, რომ 2018 წელში ამ სფეროში 50 მილიონი დოლარის ფონდის შესვლას ელოდებიან - წერს გაზეთი „საბაჰი“. აქვე ნათქვამია, რომ თურქეთმა ბოლო 5 წელიწადში ტექნოლოგიის სფეროში  1.5 მილიარდი დოლარის ფონდი გამოყო და მომდევნო 5 წელიწადში ფონდის გამოყოფა 10-ჯერ გაიზრდება. ბაბაოღლუს განცხადებით, თურქეთში ინვესტიციის დაბანდება ახლო აღმოსავლეთელებისათვის პრესტიჟულია და ისინი თურქეთს ენდობიან.

და ბოლოს, გაზეთი „ჰაბერ თურქი“ იუწყება, რომ ჯენქ თოსუნის ტრანსფერს 13 კლუბი ცდილობს და ინგლისური კლუბების წარმომადგენლები ჯენქ თოსუნის გერმანიაში მცხოვრებ მამას შენოლ თოსუნს დაუკავშირდნენ. მამა თოსუნმა კი აღნიშნა, რომ ჯენქის კლუბთან ხელშეკრულება გრძელდება, ბეშიქთაში თუ წასვლას ეტყვის წავა თუ დარჩენას  დარჩება. ჯენქის მამის განცხადებით, ტრანსფერისათვის საჭიროა კლუბ ბეშიქთაშთან მოლაპარაკება და ჯენქის არჩევანს ინგლისი წარმოადგენს.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები