თურქული პრესა 14.11.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

847133
თურქული პრესა 14.11.2017

მიმოხილვას გაზეთ „HABERTÜRK“-ით ვიწყებთ, რომელში ყურადღება პრეზიდენტ ერდოღანის სოჭში პუტინთან გამართულ შეხვედრაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტებმა  ქალაქ სოჭში  შეხვედრა გამართეს და სირიის საკითხი განიხილეს. შეხვედრის შემდეგ ორივე ქვეყნის ლიდერმა პრობლემის პოლიტიკური გზით მოგვარების შემცველი მესიჯები გაავრცელეს. ერდოღანმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე სირიის საკითხთან დაკავშირებით ბოლო დროის მოვლენები განიხილეს და ორივე მხარე შეთანხმდნენ, რომ საკითხის მოგვარება მხოლოდ პოლიტიკური გზითაა შესაძლებელი. ანალოგიური განაცხადა პუტინმაც და აღინიშნა, რომ სირიის საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური გზით მოგვარების საკითხზე მათი პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა.

გაზეთი „STAR“-ი წერს, რომ თურქეთის პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა, ირანის პირველ ვიცეპრეზიდენტ, ისჰაკ ჯიჰანგირის ტელეფონით ესაუბრა და ერაყ-ირანის საზღვართან მომხდარი მიწისძვრის შემდეგ დაღუპული ირანის მოქალაქეებისათის სამძიმარი გამოუცხადა. პრემიერმინისტრის პრესცენტრიდან გავრცელებული ინფორმაციით, ილდირიმმა ჯიჰანგირს მომხდარის გამო სამძიმარი გამოუცხადა და ქვეყნის სახელით ყოველგვარი დახმარებისათვის მზადყოფნა აღუთქვა. სატელეფონო საუბრის დროს ჯიჰანგირიმ, ილდირიმს მადლობა გადაუხადა და განუცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში თურქეთს დახმარებისათვის აუცილებლად მიმართავენ.

„2050 წლისათვის მსოფლიოს მბრძანებელი ქვეყნები ცნობილი გახდა! თურქეთმა ბუმბერაზი ქვეყნები უკან ჩამოიტია“,  ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „HÜRRİYET“-ში და მასში ვკითხულობთ: საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია PWC-მ  (PricewaterhouseCoopers), იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლებიც 2050 წლისათვის ეკონომიკის თვალსაზრისით ყველაზე ძლიერი იქნებიან. ამ სიის მიხედვით თურქეთი პირველ ათეულში შედის რა, მრავალ ევროპულ ქვეყნებს უკან იტოვებს. აღნიშნული კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ სიაში, ის ქვეყნები, რომლებიც 2017 წლისთვის მსოფლიოს განაგებენ, 2050 წლისათვის საგრძნობლად დასუსტებული იქნებიან.

გაზეთი „SABAH“-ი იუწყება, რომ   ევროპის, აზიის, აფრიკის, აშშ-ს და სხვა მრავალი ქვეყნის და ასევე ინგლისის პრემიერლიგის სპონსორი,  ბრიტანეთის საბანკო და საფინანსო სერვისების კომპანია Barclays-მა 2017-2018 წლების თურქეთის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი გაზარდა. მან თურქეთის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 2017 წლისთვის 5,2-დან, 5,9-მდე,  ხოლო 2018 წლისთვის 3,8-დან 4,1-მდე გაზარდა.

გაზეთი „VATAN“-ი  იტყობინება, რომ 1918 წლის 13 ნოემბერს, როდესაც ბოსფორის სრუტეში დამპყრობლების გემების შემოვიდნენ, გაზი მუსტაფა ქემალ ათათურქი Kartal II-ი სახელწოდების გემზე იმყოფებოდა და აქედან აკონტროლებდა სიტუაციას. ათათურქმა დამპყრობლების გემები, რომ დაინახა ასეთი სიტყვა წარმოთქვა: „როგორც მოვიდნენ ისე წავლენ.“ მას შემდეგ გაუჩინარებული გემი, თადარიგში მყოფ ადმირალ ჯემ გურდენიზის მხრიდან იქნა აღმოჩენილი რა, იგი მუზეუმად უნდა გადაკეთდეს. მისი რესტავრაცია ერთ წელს გაგრძელდება და ათათურქის მხრიდან „როგორც მოვიდნენ ისე წავლენ.“ წარმოთქმული სიტყვებიდან 100 წლისთავზე მუზეუმად გაიხსნება.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები