თურქული პრესა 03.11.2017

თურქული პრესის მიმოხილვა

840003
თურქული პრესა 03.11.2017

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ით დავიწყებთ, რომლის ცნობითაც სამამულო ავტომობილის წარმოებისთვის გადაიდგა პირველი ნაბიჯი. პრეზიდენტმა ერდოღანმა გამოაცხადა იმ კომპანიების სახელები, რომლებმაც უნდა აწარმოონ ადგილობრივი ავტომობილები.

პრეზიდენტის კომპლექსში ჩატარებულ „თურქეთის ავტომობილების ერთობლივი საწარმოო ჯგუფის ხელშეწყობის" შეკრებაზე მოხსენებით გამოსულმა ერდოღანმა დაასახელა შემდეგი კომპანიები:-BMC, ქირაჯა ჰოლდინგი, თურქსელი და ზორლის ჰოლდინგი.

გაზეთი „იენი შაფაკ“-ი წერს, რომ ანკარაში ჩატარდა პრემიერ მინისტრის ბინალი ილდირიმის თავჯდომარეობით თავდაცვის მრეწველობის აღმასრულებელი კომიტეტის (SSİK) სხდომა.

თავდაცვის მრეწველობის განცხადებით, სხდომაზე განიხილა 5 მილიარდი დოლარი ღირებულების 22 პროექტი. კომიტეტის მიერ მიღებულ იქნა შემდეგ პროექტების შესახებ გადაწყვეტილებები; ეროვნული გრძელვადიანი ჰაერისა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის, სხვადასხვა თავისებურებების სარაკეტო და ჭკვიანი საბრძოლო სისტემის, ელექტრონული შერევის და ელექტრონული სისტემის, სხვადასხვა კალიბრისა და ზომის ბომბდამშენების, იარაღის და პისტოლეტების განვითარების სერიული წარმოების პროექტები.

გაზეთი „სტარ“-ი ყურადღებას ამახვილებს თურქეთის პირველი ადგილობრივი და ეროვნული სატელიტური თანამგზავრის თურქსათ  6A-ს წარმოების 2020 წლის დეკემბერში დასრულებაზე.  თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევითი საბჭოს (TÜBİTAK) საზოგადოებრივი კვლევის მხარდაჭერის ჯგუფის (KAMAG) კოორდინატორის მუსტაფა აის ცნობით, საკომუნიკაციო სატელიტური თანამგზავრის წარმოების ეტაპის 2020 წელში დასრულების შემდეგ, გათვალისწინებულია მისი სივრცეში გატყორცნა.

გაზეთი „ჰურრიეთ“-ი წერს, რომ მსოფლიოს წამყვანმა ჟურნალმა  „Forbes“-მა გამოაქვეყნა მსოფლიოს ყველაზე ძლიერი 100 ქალის სია. ამ სიაში მოხვდა თურქეთიდან მხოლოდ საბანჯი ჰოლდინგის აღმასრულებელი საბჭოს თავჯდომარე გულერ საბანჯი. მან, 12 საფეხურით აიწია ზემოთ და დაიკავა 58-ე ადგილი. ჟურნალი, გულერ საბანჯის აცნობს, როგორც ასოციაციის მმართველ პირველი ქალს, ამავე დროს საბანჯის უნივერსიტეტის დამფუძნებელ მეურვეს და თურქეთის ყველაზე უმსხვილესი კერძო ფონდის ხელმძღვანელს.  

გაზეთი „საბაჰ“-ი წერს, რომ თურქეთში ჩამოდის თანამედროვე პერიოდის ყველაზე გაბედული ინვესტორებიდან, კოსმოსური ტექნოლოგიების ჩათვლით საავტომობილოს და მომავლის საამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელი ელონ მუსკი. იგი ჩამოდის საპრეზიდენტოს და თურქსათის თანამშრომლობის ეგიდით ჰალიჯის კონგრესის ცენტრში გამართულ გლობალურ  SatShow-ზე მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 9-10 ნოემბერს. SatShow-ი  გახლავთ სატელიტების და სატელიტური თანამგზავრით საკომუნიკაციო სისტემებისთვის გამართული გლობალური ღონისძიება. არ არის ცნობილი, ღონისძიებაზე, მოხსენებით გამოვა თუ არა  მუსკი, რომელმაც ხელი მოაწერა კოსმოსური კვლევის ტექნოლოგიის კომპანიის SpaceX-ით, გლობალურ ინტერნეტთან დაკავშირების გაიოლების პროექტებს.


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები