თურქული პრესა 02.11.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

839290
თურქული პრესა 02.11.2017

 

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Sabah-ში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი ერდოღანი გუშინ, საპრეზიდენტო კომპლექსის კულტურისა და კონგრესების ცენტრში გამართულ ტურიზმის საბჭოს მე-3 შეკრებაზე  გამოვიდა სიტყვით და თქვა, რომ ამიერიდან ქვეყნის ტურიზმი აღმავლობის პროცესს დაიწყებს, რადგან, ყველა ის ნეგატიური პროცესები, რომლებიც აფერხებდნენ ამ სექტორის განვითარებას, გადალახულია და ხელისუფლებაც გვერდით უდგას რა მათ, გამოიყენებენ იმ ყველა პოტენციალს და შესაძლებლობებს, რაც ტურიზმის სექტორს ახლიდან ააყვავებს. “თურქეთის ტურიზმის პოტენციალი იმდენად დიდია, რომ ჩვენ ორიოდე წლის წინ დაკარგულების გარდა, სხვა უდიდეს ბაზრებსაც ჩავიგდებთ ხელში“, განაცხადა ერდოღანმა, წერს საბაჰი

Vatan-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით: "ექსპორტში ბოლო 10 წლის რეკორდი დამყარდა” და მასში ვკითხულობთ: თურქეთის ექსპორტიორთა ასამბლეის მიერ ორგანიზებულ “ექსპორტის კვირეული-2017“ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსულმა პრემიერ მინისტრმა ბინალი იილდირიმმა ისაუბრა ეკონომიკის ლოკომოტივზე, ექსპორტის ზრდაზე და თქვა, რომ ოქტომბრის თვეში ამ მხრივ ბოლო 10 წლის რეკორდი დამყარდა, რადგან წინა თვესთან შედარებით 15,6%-იანი ზრდით ექსპორტმა 13,6 მილიარდ დოლარს მიაღწია.

Yeni Şafak-ი თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო და კომუნიკაციების მინისტრის, აჰმეტ არსლანის მხრიდან გუშინ გაკეთებულ განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ხაზგასმით ამბობს, რომ თურქეთის სამინისტროები ახალ-ახალი პროექტების განხორციელებაში ერთმანეთთან შეთანხმებით და კოორდინირებით მუშაობენ. “ჩვენ სტამბოლში ამჟამად ერთ დიდ პროექტზე ვმუშაობთ, ვაშენებთ ახალ პორტს, რომლის დასრულების შედეგ მასში ერთდროულად ღუზას ჩამოუშვებს 6 საკრუიზო გემი და ამით სტამბოლის ერთდროული მონახულება შეეძლება დამატებით კიდევ 10 ათასობით უცხოელ ტურისტს. “მეორე ტურისტული პროექტით კი, სტამბოლის ისტორიული იენიკაფის უბნიდან გასული “ნოსტალგიური“ მატარებელი მგზავრებს სირქეჩის ავტოსადგურში ჩაიყვანს და ამით ტურისტებს ქალაქის ისტორიული უბნების უფრო უკეთ ნახვის შესაძლებლობას მისცემთ“, აღნიშნა მინისტრმა, ვკითხულობთ იენი შაფაკში

Haber Türk-ი იტყობინება, რომ თურქეთში ერთ ერთი ყველაზე საუკეთესო და ხარსიხიანი ჯიშის კომში საქარიის მახლობელ გეივეში მოჰყავთ და მისი იაპონიაში ექსპორტის მიზნით შესაბამისი ნიადაგის მომზადება დაიწყეს. დღემდე თურქული კომში უკრაინაში, ჰოლანდიაში, გერმანიაში, საფრანგეთში და რუსეთში გაჰქონდათ, ახლა ამ ქვეყნებს იაპონიაც მიემატება. ამ კონტექსტში, გეივეს კომშს უკვე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია აქვს, ხოლო გეოგრაფიული ნიშნის სერტიფიკატის აღების მიზნით კი უკვე განცხადება შეტანილია. გარდა ამისა, გეივეში კომშის წარმოების და ჩაბარების ცენტრებიც შეიქმნა და ამასთან, ადგილობრივი კომშის პოპულარიზაციის მიზნით, ამიერიდან ყოველწლიურად გეივეში სპეციალური ფესტივალი მოეწყობა, წერს ჰაბერთურქი.

Hürriyet-ი სპორტულ გვერდზე იტყობინება, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის გ ჯგუფში მოთამაშე სტამბოლის ბეშიქთაშს მე-4 ტურის ეგიდით გუშინ საღამოს თამაში ჰქონდა საფრანგეთის მონაკოსთან. Vodafone-ს სტადიონზე შემდგარი მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა და ბეშიქთაშმა 10 ქულით ლიდერობა შეინარჩუნა. ამავე ჯგუფში მოთამაშე პორტოსა და ლეიფციგს შორის მატჩიც ფრედ, 3:3 დასრულდა რა, მეხუთე ტურის მატჩები კი 21 ნოემბერს შესდგება



მსგავსი ინფორმაციები