თურქული პრესა 31.10.2017

თურქული პრესის მიმოხილვა

837720
თურქული პრესა 31.10.2017

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ „საბაჰ“-ით დავიწყებთ, რომელიც წერს,  რომ გუშინ, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, საზეიმოდ გაიხსნა ბაქო-თბილის-ყარსის რკინიგზის მაგისტრალი, რომელიც ხელახლა გამოაცოცხლებს ჩინეთიდან ევროპაში უწყვეტად გამავალ ისტორიულ აბრეშუმის გზას.

ცერემონიალი გახსნა პრეზიდენტმა რ.თ ერდოღანმა და აღნიშნა, რომ ამით მოხდა, ლონდონიდან ჩინეთში უწყვეტი რკინიგზის მაგისტრალის შექმნაც. ეს პროექტი არის ყველას ერთობლივი წარმატება. ამით მომავლისკენ გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ეს არის ახალი აბრეშუმის გზის ერთი  რგოლი. იგი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ ეკონომიკურად, არამედ პოლიტიკურადაც. დასაბამს მისცემს მშვიდობას, უსაფრთხოებას, კეთილდღეობას და სტაბილურობას. ერდოღანმა თავის სიტყვებს ერთი აზერბაიჯანული გამოთქმაც მიამატა:-„Zahmetle yenilen acı soğan, minnetle yenilen baldan şirindir” და აღნიშნა:-ეს პროექტი ძვირფასია, იმიტომ რომ არის დიდი შრომის და თავგანწირვის ნაყოფი. მან, შესთხოვა ალაჰს, კეთილდღეობის მომტანი ყოფილიყოს მაგისტრალი რეგიონის და მათი ხალხებისთვის.

გაზეთ „ჰურრიეთ“-ის ცნობით, დასრულდა ტრანს ანადოლუს ბუნებრივი გაზსადენის (TANAP) პროექტის პირველი ეტაპი. კომპანიის გენერალური დირექტორის სალთუკ დუზიოლის განცხადებით, დასრულდა თურქეთ-საქართველოს საზღვრიდან დაწყებული, ესკიშეჰირამდე გაგრძელებული 1.350 კმ-ი სიგრძის მაგისტრალის პირველი ეტაპის მშენებლობის დაახლოებით 93 %-ი. წინამდებარე წელში მოხდება მილსადენის სისტემების გაზით გავსება და სისტემის შემქმნელი მიწისქვეშა და მიწისზედა ობიექტების ტესტირება.

ამ პროცესისთვის გამოყოფილია დაახლოებით 6 თვე. იმედოვნებენ, რომ მაგისტრალი მზად იქნება 2018 წლის ივნისის დასასრულამდე, სანამ დაიწყება თურქეთისთვის კომერციული გაზის მიწოდება.

გაზეთი „ჰაბერ თურქ“-ი იუწყება, რომ ახალი ზიგანას გვირაბი, დასრულების შემდეგ, იქნება ევროპის ყველაზე გრძელი, მსოფლიოს კი რიგით მეორე გრძელი გვირაბი.

აღმოსავლეთ შავი ზღვის და კავკასიის, ახლო აღმოსავლეთთან და ირანთან დამაკავშირებელი, ტრაპზონ-გუმუშჰანეს სატრანსპორტო გზასა და ისტორიული აბრეშუმის გზის მარშრუტზე მდებარე ახალ ზიგანას გვირაბზე, გათხრითი სამუშაოები ისევ გრძელდება. წელიწად ნეხევრის წინ დაიწყო ახალ ზიგანას გვირაბზე მუშაობა. აქამდე ჩატარდა 8,807 მეტრის გათხრითი სამუშაო.

გაზეთი „ვათან“-ი წერს, რომ უწინ აჩრდილის თვითმფრინავად წოდებული "F-35’-ები 2018 წელში თურქეთში იქნებიან.

გაზეთის ცნობით, იმის გამო, რომ ვერ ხერხდება ხსენებული გამანადგურებლების რადარით დაჭერა, აჩრდილის თვითმფრინავად იქნენ მოხსენიებულნი. პირველი ორის თურქეთში შემოტანა მოხდება 2018 წელში. შეკვეთების სერიული მიწოდება დაიწყება 2019 წელში. F-35-ების სამყოფი ადგილი იქნება მალათიის ერჰაჯის სამხედრო ბაზა.  

გაზეთი „იენი შაფაკ“-ი წერს სპორტის შესახებ და აღნიშნავს, რომ ბურსას იზნიკის რაიონში, დასრულდა მესამე საერთაშორისო ბალკანეთის მამაკაცთა ახალგაზრდული ჭიდაობის ჩემპიონატი, სადაც თურქი ახალგაზრდები, თავისუფალ და ბერძნულ სტილში გახდნენ მსოფლიოს ჩემპიონები. ორგანიზაციაში მონაწილეობდა ბულგარეთის, რუმინეთის, მაკედონიის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, უკრაინის, სერბეთის, ალბანეთისა და საბერძნეთის 160-ი სპორტსმენი. თურქეთმა მოიპოვა პირველი, რუმინეთმა მეორე, ბულგარეთმა მესამე ადგილი.

ქალებს შორის კი, პირველობა დაისაკუთრა რუმინეთმა. თურქეთი გავიდა მეორე ადგილზე.


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები