თურქული პრესა 27.10.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

835435
თურქული პრესა 27.10.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა ჩანკაიას რეზიდენციაში სომალის პრემიერს ალი ჰაირისთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ერაყის რეგიონალურ ქურთული მმართველობის არაკანონიერი რეფერენდუმის შედეგების გაყინვის წინადადებასთან დაკავშირებით განაცხადა: „ჩრდილოეთ ერაყის მმართველობამ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, ნათელია, რომ მათ მიერ მისაღები გადაწვეტილება მათ მიერ გამოწვეული ზიანის გამოსწორების შედეგს ვერ მოიტანს. მცდარი გათვლა გააკეთეს. მცდარი გათვლა ანკარიდან, ბაღდადიდან, თეირანიდან უკან დაბრუნდა. ამის შემდეგ ირანი, თურქეთი, ერაყი რეგიონის მშვიდობის, უსაფრთხოების, ტერორიზმთან ბრძოლისათვის უფრო ეფექტურ მუშაობას აწარმოებს.“

„ვათანი“-ს ცნობით, ეკონომიკის მინისტრმა ნიჰათ ზეიბექჩიმ განაცხადა, რომ უსაფუძვლოა გერმანული ბანკების მიერ თურქეთისათვის დაფინანსების შემცირების თაობაზე გავრცელებული ცნობები. ზეიბექჩიმ, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს მიერ გამართული თურქეთ-უზბეკეთის საქმიანი ფორუმის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და გერმანული ბანკების მიერ თურქეთის დაფინანსების შემცირების თაობაზე გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით აღნიშნა: „ეს სრულიად უსაფუძვლო ინფორმაციია, როგორც EBRD ასევე სათანადო ორგანოები თავად აცხადებენ, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ აქვს.“

გაზეთი „ჰურიეთი“-ს თანახმად, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს კოძიასმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში ათენში ვიზიტით ჩასვლას გეგმავს. კოძიასმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ სამშაბათს ანკარაში პრეზიდენტ ერდოღანს ათენში ოფიციალური ვიზიტით მიწვევა გაუგზავნა, რაზეც ერდოღნმა თანხმობა განცხადა და ვიზიტის დაუყოვნებლივ განხორციელების სურვილი გამოთქვა. კოძიასის თქმით, პრეზიდენტის სასახლეში გამრთულ შეხვედრაზე ერდოღანმა მასთან, საბერძნეთში გაქცეულ 8 მეამბოხე სამხედროს თემაზე ისაუბრა, რომელთა თაობაზეც მიღებულია გადაწყვეტილება არ იქნან ექსტრადირებული თურქეთში.

სადაზღვევო კომპანია Anadolu, ახალი აპლიკაციით ‘Sigortam Cepte’ სახლში მინის, ელექტრონული მოწყობილობებისა და ხელსაწყოების გატეხვის დაზიანებების შეტყობინების გაგზავნის საშუალებას იძლევა-წერს გაზეთი „ჰაბერ თურქი“. აქვე აღნიშნულია, რომ ამ აპლიკაციით დაზღვეულებს შესაძლებლობა ეძლევათ შეტყობინების განხორციელებიდან 5 წამში თანხა მიიღონ.  

და ბოლოს, გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, სპეციალისტების აზრით, „მოცარტის მსგავსი სმენის“ მქონე 14 წლის ბარტუ ოზსოი დაწყებული სიმფონიის წერას ასრულებს. ოზსოიმ, თურქეთის მასშტაბით გამართულ სოლისტთა კონკურსში გაიმარჯვა და პირველი კონცერტი 10 წლისამ გამართა. მისი თქმით, ამ კონცერტის ვიდეო ჩანაწერი პარიზის საოპერო ორკესტრის ხელოვანმა პროფესორმა ტიერი ჰაჩინმა ნახა, რითაც მისი ცხოვრება შეიცვალა. ახალგაზრდა მუსიკოსმა განაცხადა: „ჰაჩინს ძალიან მოვეწონე. მითხრა, რომ პარიზში სურს განათლება მომცეს. ჩემს ოჯახთან ერთად თანხმობა განვაცხადეთ და ახლა პარიზში ვართ. ფორტეპიანოსა და ვიოლინოს გაკვეთილებს სხვადასხვა მასწავლებლები მიტარებენ.“


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები