16.10.2017თურქული პრესა

თურქული პრესის მიმოხილვა

827789
16.10.2017თურქული პრესა

თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ „სტარ”-ით დავიწყებთ, რომელიც წერს ვიცე პრემიერის ბექირ ბოზდაღის სიტყვების შესახებ. მისი თქმით, თურქეთი არის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მებრძოლი სახელმწიფო. არ არსებობს ისეთი მეორე ქვეყანა, რომელიც 1960 წლიდან, დღემდე იცდიდეს ევროკავშირის კართან და ამ გზაზე სხვადასხვა კანონ-ცვლილებების და საწინააღმდეგო  მოსაზრებების მიუხედავად, ხელი არ აიღოს ევროკავშირის პროცესისგან. თურქეთი არის ის ქვეყანა, რომელიც ძალას შეჰმატებს ევროკავშირს და ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში, უფრო მეტ ძალას მოიპოვებს. ეს არის ის პროცესი, რომელიც მოგებას მოუტანს ორივე მხარეს. ყველანაირი ნეგატიური მოვლენის მიუხედავად, თურქეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გააგრძელოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და არ გადაუხვევს ამ გზიდან“ თქვა,  ბექირ ბოზდაღმა.

გაზეთ „ჰურრიეთ“-ის ცნობით, თურქეთი, სომალის დედაქალაქ მოგადუშიში აგზავნის სამხედრო სასწრაფო დახმარების შვეულმფრენს.

მოგადუშიში, სასტუმრო „საფარის“ წინ, ასევე მედინეი მუნევვერეს რეგიონში წარმოქმნილ ბომბით დატვირთული სატვირთი მანქანით, თავდასხმებში დაიღუპა სულ 231 ადამიანი. მრავალი ადამიანი მოჰყვა ნანგრევებში. პრეზიდენტის პრეს-სპიკერის იბრაჰიმ კალინის, Twitter-ის მეშვეობით განცხადებაში, მწვავედ იქნა დაგმობილი მოგადუშის ტერ-აქტი. სამძიმარი გამოთქვა დაღუპულებთან დაკავშირებით და მალე გამოჯანმრთელება უსურვა დაჭრილებს. აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ერდოღანის მითითებით, სამედიცინო დახმარების მიწოდების და დაჭრილების თურქეთში ჩამოყვანისთვის, სამხედრო სასწრაფო დახმარების შვეულმფრენი გააგზავნეს   მოგადუშიში.

გაზეთ-ი „ვათან“-ი წერს, ერდემითის სასოფლო სამეურნეო პალატის პრეზიდენტის ჯაჰიდ ჩეთინის სიტყვების შესახებ, სადაც ნათქვამია:-“ რეკორდული მაჩვენებელი გამოავლინეს ზეთისხილის წარმოებაში“. მსოფლიოში, მეორე ადგილზეა თურქეთი ზეთისხილის ზეთის წარმოებაში. მიმდინარე წელს დაგეგმილი აქვთ აწარმოონ 300 ათასი ტონა  ზეთისხილის ზეთი. უფრო გაზრდიან მის წარმოებას მომდევნო წლებში.

გაზეთ „საბაჰ“-ი წერს, რომ დღეს, საფრანგეთში, კანის ფესტივალზე, კულტურის და ტურიზმის სამინისტროს მხარდაჭერით,  ყველაზე მნიშვნელოვან გამოფენა MIPCOM 2017-ზე,  სექტორის საერთაშორისო წარმომადგენლებს  წარედგინება თურქული სერიალები. 

საფრანგეთის ქალაქ კანში, წელს 33-ედ ტარდება "MIPCOM 2017-ი სერიალების, კინოფილმების, სატელევიზიო და საწარმოო შინაარსის გამოფენა“, სადაც წარმოდგენილია 4.700-ზე მეტი ფირმის 15.00-ი სექტორის წარმომადგენელი. სექტორის პროფესიონალებს წარედგინება მსახიობის ქენან იმირზალოღლის მთავარი როლის შესრულებით ფილმი, როგორიცაა „ფათიჰი“, თრტ-ს სერიალი და სხვ. თურქეთი, სერიალის სექტორში, აშშ-ის მეორე ადგილზეა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები