06.10.2017თურქული პრესა

თურქული პრესის მიმოხილვა

821622
06.10.2017თურქული პრესა

თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ „საბაჰ”-ით დავიწყებთ, რომლის ცნობით, პრეზიდენტმა რ.თ. ერდოღანმა, ირანიდან დაბრუნებისას შეფასება მისცა ერაყის ქურთული რეგიონული ხელისუფლების, 25 სექტემბერს ჩატარებულ უკანონო რეფერენდუმს და აღნიშნა, რომ რაღა თქმა უნდა, ვინც მხარი დაუჭირა იმ უკანონო რეფერენდუმს, მიიღებს სამაგიეროს. ისინი აზრზე არ არიან რა მოიმოქმედეს. ბარზანი გადადგამს უკან ნაბიჯს.

გაზეთი „ვათან“-ი წერს, რომ მუღლაში, სადაც ცოცხლად იქნა დაკავებული ტერ-ორგანიზაცია პკკას 7 წევრი, მოკლულ იქნა კიდევ 5 ტერორისტი. შინაგან საქმეთა მინისტრის სულეიმან სოულუს განცხადებით, პკკას ტერ-ორგანიზაციას სურდა ლაზკიაზე გავლით, ეგეოსსა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში შეჟონვა. ირანის, ჩრდილოეთ ერაყის და აფრინის შემდეგ ტერორისტები ახლა შეჟონვის სხვა მეთოდებს ეძებენ-თქვა სულეიმან სოულუმ.

გაზეთ „სტარ“-ის ცნობით, საოჯახო და სოციალური პოლიტიკის მინისტრი ფატმა ბეთულ საიან კაია, არაქანთან დაკავშირებით შეხვდა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებს და მოწოდებით მიმართა მსოფლიოს:-ტანჯვის, ზეწოლების, უდანაშაულო ადამიანების, ქალების და ბავშვების განცდილი ტრაგედიის შორიდან ყურებით, ვერავინ ვერ გამოთქვამს იდეას ცივილიზაციაზე.

რამდენადაც არ უნდა მოიყრუოს და დაიბრმავოს თვალები მსოფლიომ, თურქეთი გააგრძელებს ჩაგრულებისთვის მხარდაჭერას.

გაზეთი „ჰურრიეთ“-ი აღნიშნავს, რომ პრიუტში გაზრდილმა მერვე ბაშოღლიმ თვითონაც შეიყვარა თავისი პედაგოგის დაკრული გვერდითი ფლეიტა. ისწავლა და ამით შეიცვალა მისი ცხოვრება.  ბილკენტის უნივერსიტეტის სტუდენტი მერვე, ახლა კი, მსოფლიოს ყველაზე საუკეთესო, საფრანგეთის ნიცეს კონსერვატორიაში ჩაირიცხა. უნივერსიტეტის დანახარჯებისთვის მოქმედებაში მოვიდნენ ემინე ერდოღანი და საოჯახო, სოციალური პოლიტიკის მინისტრი ფატმა ბეთულ საინ კაია.

 გაზეთი „ჰაბერ თურქ“-ი წერს, რომ ამ საღამოს 21.45-ზე, ა ჯგუფის ეროვნული გუნდი, შეხვდება ისლანდიის გუნდს. ეროვნული გუნდის ერთად-ერთი მიზანია გამარჯვება, მატჩს, მსაჯობას გაუწევს პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციიდან  სზმონი მარჩინიკი.


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები