თურქული პრესა 24.08.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

795886
თურქული პრესა 24.08.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული სტატიით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა პრეზიდენტის რეზიდენციაში აშშ-ს თავადაცვის მინისტრ ჯეიმს მატისთან შეხვედრაზე განაცხადა: “ სირიაში სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს განშტოება PYD-სთან თანმშრომლობით გამოწვეულ უკმაყოფილებასთან ერთად 15 ივლისის ვერაგულ გადატრიალების მცდელობაზე მთავარი პასუხიმგებელი ფეტულაჰის ტერორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის (FETÖ/PDY)-ს ლიდერის არ გადმოცემა თურქეთში ანტიამერიკულ განწყობას ზრდის. ერაყის ქურთულ რეგიონალურ მმართველობაში დაგეგმილი რეფერენდუმი და სირიაში PYD-ს კონტროლის ქვეშ ადგილობრივი არჩევნები მიუღებელია.“ ერდოღანმა ასევე დასძინა, რომ საჭიროა სირიაში DEAŞ-ისგან გათავისუფლებული ადგილები ადგილობრივებს გადაეცეს.  

გაზეთი „ვათანი“ იტყობინება, რომ ვიეტნამში ვიზიტით ჩასულმა პირველმა თურქეთის პრემიერმინისტრმა, ბინალი ილდირმმა, ვიეტნამელ კოლეგა ნინ სან პუკთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა. ილდირიმმა განაცხადა, რომ ეს ვიზიტი ვიეტნამს და თურქეთს შორის არსებულ ურთიერთობებში ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება. „ვიეტნამმა შორეული აღმოსავლეთის ამ რეგიონში ბოლო წლებში ძალიან მნიშვნელოვან განვითარების პროგრესს მიაღწია. თურქეთიც ვიეტნამის მსგავსად განვითარებადი დინამიური ქვეყანაა. ამის გამო ორ ქვეყანას შორის მსგავსებები არსებობს. მოსახლეობის რაოდენობა ერთმანეთთან ახლოსა, განვითარების დონე მაღალია.“- აღნიშნა ბინალი ილდირიმმა.

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ბერათ ალბაირაქმა განაცხადა, რომ თურქეთში ბირთვულ ენერგიას არა მხოლოდ ენერგეტიკის, არამედ სამედიცინო, ტელეკომუნიკაციების, თანამგზავრების და კომუნიკაციების მსგავს განსხვავებულ სფეროებში გამოიყენებენ - წერს გაზეთი „სტარი“. აქვე აღნიშნულია, რომ დედაქალაქ ანკარაში ერთ-ერთი ობიექტის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსული ალბაირაქის განცხადებით, ენერგეტიკისა და მედიცინის სფეროში თანამშრომლობა დამყარდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა.

გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოს პირველი ხუთი კოსმოსური და საავიაციო ცენტრებიდან ერთს გოქმენის კოსმოსურ საავიაციო და განათლების ცენტრს (GUHEM) საძირკველი ბურსაში ჩაეყარა. ცერემონიას ესწრებოდა ვიცეპრემიერი ფიქრი იშიქი. 13 ათას კვადრატულ მეტრზე ასაგებ ცენტრში განთავსდება არაგრავიტაციული ტერიტორია, ვერტიკალური ქარის გვირაბი, 154 ცალი ინტერაქტიური სასწავლო მოწყობილა და სხვა. პროექტი თურქეთის პირველი კოსმოსური განათლების ცენტრი იქნება.  

და ბოლოს, „ჰურიეთი“ იტყობინება, რომ ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ქალებს შორის 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში თურქი მოჭიდავე იასემინ ადარი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ადარმა პარიზში მიმდინარე ჩემპიონატზე ფინალში ბელარუსი ვასილისა მარზალიუკი 5-4 დაამარცხა და ქალებს შორის თურქეთიდან პირველი ჩემპიონი გახდა. ადარისთვის ოქროს მედლის გადაცემის შემდეგ ტატამზე ყოფილი მოჭიდავე ერდემ იღითი ყვავილებითა და ბეჭდით გავიდა, რომელმაც იასემი ადარს ცოლობა სთხოვა, რაზეც მან თანხმობა უთხრა. მსოფლიო ჩემპიონ იასემინ ადარს გამარჯვება პრეზიდენტმა რ .თ ერდოღანმა ტელეგრაფით მიულოცა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები