18.08.2017თურქული პრესა

თურქული პრესის მიმოხილვა

792388
18.08.2017თურქული პრესა

თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ით დავიწყებთ. გაზეთი წერს, პრეზიდენტის გენერალური მდივნის მოადგილის და პრესსპიკერის იბრაიმ ქალინის სიტყვებზე, რომელიც საყურადღებოდ არ თვლის გერმანელი კანცლერის ანგელა მერკელის საბაჟო კავშირის განახლების შესახებ გამოთქმულ სიტყვებს.

ქალინი, გამოთქვამს იდეას, რომ ეს არის მერკელის, გერმანიაში მიმდინარე საარჩევნო ატმოსფეროში გამოთქმული სიტყვები. შემდეგ კი, ამატებს, რომ ევროპის წევრი ერთ-ერთი სახელმწიფოს, ყველა ევროპული  ინსტიტუტებისთვის ინსტრუქციის მიცემის მაგვარი საუბრის უფლება არ არის სწორი. „საბაჟო კავშირი“-ს ხელშეკრულება მიღებულია გამარჯვებულთა პრინციპის საფუძველზე და მისი უგულებელყოფის, გაუქმების ანდა მისთვის შეფერხების შექმნის შემთხვევაში არ იზარალებს მხოლოდ თურქეთი. იზარალებენ მთელი ევროპელი ქვეყნები- თქვა იბრაჰიმ კალინმა.

გაზეთი „ვათან“-ი წერს, ირანის გენ-შტაბის უფროსის მუჰამედ ბაქირის, ირანის მედიისთვის გავრცელებული განცხადებების შესახებ. მისი თქმით, ირანი და თურქეთი ითანამშრომლებენ ტერორის წინააღმდეგ ბრძოლასა და სადაზვერვო საქმიანობაში. მეტად სასიკეთო შეთანხმებები მიიღეს სამხედრო თანამშრომლობის, ერთობლივი სწავლების, სტუდენტთა გაცვლის და სასაზღვრო დაცვის საკითხებში. ორი ქვეყნის საზღვაო ფლოტებს შესაძლებლობა ექნებათ მოინახულონ ერთმანეთის ქვეყნები. სამხედრო წვრთნებში გაამწესებენ თავიანთ დამკვირვებლებს.

გაზეთი „ჰურრიეთ“-ი წერს, რომ იუსტიციის მინისტრმა აბდულჰამიდ გულმა სატელეფონო საუბარი ჩაატარა თავის გერმანელ კოლეგასთან ჰეიკო ნაასთან. სამინისტროს ინტერნეტ საიტის განცხადებით, დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა გულის გერმანელ მინისტრთან საუბარი. განიხილეს ორი სახელმწიფოს ორმხრივი სამართლებრივი ურთიერთობები. განცხადებით მოლაპარაკებები წარიმართა კონსტრუქციულად, პოზიტიურ ატმოსფეროში. მინისტრები შეთანხმდნენ მოლაპარაკებების შემდგომშიც გაგრძელებაზე და უმოკლეს დროში შეხვედრაზე.

გაზეთი „საბაჰ“-ის ცნობით, კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მცდელობამ გამოიღო სასიკეთო ნაყოფი და შვეიცარიიდან, 6 სექტემბერს იქნება ჩამოტანილი, ჩვ.წ.აღ-დე მეორე საუკუნისთვის განკუთვნილი ჰერაკლეს სასაფლაო. იგი, 50 წლის შემდეგ დაუბრუნდება კუთვნილ ადგილს და მნახველს წარედგინება ანტალიის მუზეუმში.

გაზეთი „იენი შაფაკ-ი წერს, რომ თურქეთის განათლების ფონდი 2017-2018 სასწავლო წლებში, ტრენინგებს ჩაატარებს ყაზახეთშიც. ფონდის განცხადებით, სწავლება წარიმართება მსოფლიო აჰსკელი თურქების ასოციაციასთან (DATÜB) ხელმოწერილი ოქმის საფუძველზე. მისი მიხედვით, ყაზახეთის ქალაქ ალმა-ატაში მდებარე თალგარის ლიცეუმის ადმინისტრაცია გადაეცა თურქეთის განათლების ფონდს. ფონდის პრეზიდენტის პროფ. ბიროლ აქგუნის და მსოფლიო აჰსკელი თურქების ასოციაციის დირექტორის ზიადინ კასანოვის ხელმოწერილი ოქმის ფარგლებში, თოლგარის ლიცეუმი, სადაც 500 სტუდენტი სწავლობს, ახალ სასწავლო წელს დაიწყებს თურქეთის განათლების ფონდის საგანმანათლებლო პერსონალებთან ერთად.

 

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები