თურქული პრესა 28.07.1017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

779293
თურქული პრესა 28.07.1017

მიმოხილვას გაზეთ „Sabah“-ით ვიწყებთ, რომელშიც ვკითხულობთ:  თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის ეკონომიკა უკეთესობისკენ მიდის და ეს, ინვესტიციების განხორციელებაში, წარმოებაში და დასაქმებაშიც შეიმჩნევა. მან ამის შესახებ გუშინ,  სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) ცენტრალურ ოფისში პარლამენტარებთან შეხვედრის დროს განაცხადა. ერდოღანმა ასევე დასძინა, რომ ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობა, უცხოელ ინვესტორებს არანაირ პრობლემას არ უქმნის და როცა დრო მოვა, საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება.

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ  სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გუშინ ყველა დროის რეკორდი დამყარდა, რადგან  საშუალო ინდექსმა,  108.605,51  ნიშნულს მიაღწია, რაც გუშინ წინდელზე  1.185,55 ქულით მეტია.

გაზეთი „Hürriyet“-ი იუწყება, რომ  ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო განახლებადი წარმოების სფეროს ფარგლებში განსახორციელებელი ქარის ენერგიის პროექტის განხორციელებას აპირებს რა, ამ თვალსაზრისით ჩასატარებელ ტენდერზე,  დასამზადებელი ტურბინებისათვის 8 ფირმამ განაცხადა უკვე შეიტანა. სამინისტრო ქარის ენერგიის შესახებ  ტენდერს მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დაასრულებს. აუქციონში განაცხადის შემტანთაგან  ოთხი გერმანული კომპანიაა, წერს გაზეთი ჰურრიეთი.  

გაზეთ „HaberTürk“-ში ყურადღებას იპყრობს სტატის სახელწოდებით „არაბულ ტურიზმზე სერიალების დოპინგი“ და მასში ვკითხულობთ: ბოლო წლებში, საუდი არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ქუვეითში, ეგვიპტეში, კატარში და სხვა არაბულ ქვეყნებში გაშუქებულმა თურქულმა სერიალებმა ამ ხალხების თურქეთისადმი სიმპათია და ყურადღება გაზარდა. თურქეთში განსაკუთრებით შავიზღვისპირეთის რეგიონები არაბი ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილები გახდა. არაბულ ქვეყნებში თურქული სერიალების გაშუქების შემდეგ თურქეთში შემომავალი არაბი ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. მიმდინარე წელს,  შავიზღვისპირეთის რეგიონში შემოსული არაბი ტურისტების რაოდენობა, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 50%-ით გაიზარდა.

გაზეთ „Yeni Şafak“-ის მიხედვით, თურქეთი, ისლამური სამყაროს საგანმანათლებლო ცენტრად უნდა გადაიქცეს. სტამბოლში ჩამოსაყალიბებელი „საერთაშირისო ისლამის უნივერსიტეტი“, რომელშიც განათლება, თურქულ, ინგლისურ და არაბულ ემებზე იქნება, ისლამურ სამყაროში არსებული პრობლემების გადასაჭრელადაც იზრუნებს. უნივერსიტეტი ასევე ისლამის ბოროტად გამომყენებლებსაც შესაბამის პასუხს გასცემს, სამეცნიერო თვალსაზრისით.  საერთაშორისო ისლამის უნივერსიტეტი 2019-2020 წლამდე უნდა ჩამოყალიბდეს.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები