თურქული პრესა 17.07.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

771949
თურქული პრესა 17.07.2017

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ HaberTürk-ში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ერდოღანი სიტყვით გამოვიდა 15 ივლისის პუტჩის დროს დაღუპულთა სახელზე გაშენებული მემორიალის გახსნის ცერემონიაზე და თქვა, რომ თურქი ხალხი მედგრად აღუდგა სამხედრო გადატრიალების მცდელობას და დაიცვა ქვეყნის სუვერენიტეტიც, დემოკრატიაც და არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსული მთავრობაც, ამიტომაც მან 15 ივლისი “დემოკრატიისა და ეროვნული ერთიანობის დღედ“ გამოაცხადა. “ჩვენ როგორც არ დავივიწყეთ ჩანაქკალეს და ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლები და მათ ყოველი შესაძლებლობის დროს ვიხსენებთ,  ასევე აღარ დავივიწყებთ და ყოველთვის მოვიგონებთ 15 ივლისსაც“, აღნიშნა ერდოღანმა, წერს ჰაბერთურქი  

Yeni Şafak-იც ეხება 15 ივლისის ცერემონიებს და წერს, რომ ამ თემამ ფართო გაშუქება ჰპოვა უცხოეთის მასმედიაშიც, რომლებიც აღნიშნავენ, რომ მილიონობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებსა და მოედნებზე რა, ლოცვითა და ყურანის კითხვით მოიგონეს იმ ღამეს დაღუპულთა სულები, ხოლო ამის პარალელურად სტამბოლსა და ანკარაში 15 ივლისის შეჰიდთა მემორიალებიც გაიხსნა. გერმანული გაზეთი ბილდი ამ თემას ეხმაურება სტატიით, რომლის სახელწოდებაა- “მეგა გამოსვლა სტამბოლში“, ნორვეგიული გაზეთი Aftenposten-ი-“უთვალავი ხალხი სტამბოლის მიტინგზე“, ფრანგული გაზეთი   Le Monde-ს ვებ გვერდი-“თურქი ხალხი გასული წლის გმირულ გამოსვლას აღნიშნავს და ა.შ.

“მსოფლიოს განთქმული მსახიობი ლევ ტილერი თურქეთშია“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Hürriyet-ი კულტურის გვერდზე და მასში ვკითხულობთ: ცნობილი ამერიკელი მსახიობი ლევ ტილერი თვის ოჯახთან ერთად თურქეთის ანტიკურ ქალაქ ეფესს ეწვია და მათ გიდობას 2 ისტორიკოსი უწევდა. ტილერი და მისი ოჯახი მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შესულ ამ ქალაქს მთელი 5 საათის განმავლობაში ათვალიერებდა და ამ დროს ბლომად გადაიღეს ფოტოსურათებიც, რომლებიც შემდეგ სოციალურ ქსელ instagram-ით გაავრცელეს, აღნიშნავს ჰურრიეთი

Sabah-ი სპორტულ გვერდზე აქვეყნებს სტატის სახელწოდებით: “არსლანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა“ და მასში წერია: გერმანიის ქალაქ ტიტისე-ნოუსტადში Red Bull 400-ის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც მსოფლიოს 40 ქვეყნიდან ათასზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა და მამაკაცებს შორის პირველი ადგილი დაიკავა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა თურქი სპორტსმენი აჰმეტ არსლანი, რომელმაც  400 მეტრი 03.31.01 დროში დაფარა და 1 წამით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ გერმანელ ანტონ პალზერის. ქალებს შორის ჩემპიონატზე კი თურქეთის წარმომადგენელმა ეჯე ბაქიჯიმ მე-6 ადგილი დაიკავა რა, აქ პირველობა იაპონელმა იუკარი ტანაკამ მოიპოვა

Vatan-ის მიხედვით მარდინელი შეფ მზარეული ებრუ ბაიბარა დემირი, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული კულინარიული კონკურსის 10  ფინალისტს შორის მოხვდა და იგი გახდა პირველი თურქი კულინარი, რომელიც მსოფლიოს ამ დონის კონკურსის ფინალში გავიდა. სხვათა შორის ამ კონკურსის ჯილდო 100 ათასი ევროა და გამარჯვებულმა მზარეულმა ეს თანხა სოციალურ პროგრამის შემცველ პროექტს უნდა დაახარჯოს



მსგავსი ინფორმაციები