თურქული პრესა 29.05.2017

თურქული პრესის მიმოხილვა

741340
თურქული პრესა 29.05.2017

29 მაისის თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ „საბაჰ“-ით დავიწყებთ, რომელიც წერს პრეზიდენტ ერდოღანის „სტამბოლის პროტოკოლის იფტარის და სტამბოლის აღების 564-ე წლისთავის ზეიმზე“ მოხსენების შესახებ. ერდოღანის განცხადებით, ამჟამად, მსოფლიო რესტრუქტურიზაციის ტკივილებს განიცდის. თურქეთმა იგრძნო ეს და ემზადება დემოკრატიასა და ეკონომიკაში ახალ პროგრესულ ეტაპზე გადასასვლელად.

ამისათვის საჭიროა უპ. ყოვლისა, 2019 წლამდე არსებული პერიოდის ყველაზე ნაყოფიერი სახით გამოყენება.  2023 წელი კი არის თურქეთის თანამედროვე ცივილიზაციის დონეზე აყვანისთვის მნიშვნელოვანი ბარიერი. ამ მიზნისთვის მიღწევის შემდეგ, სტამბოლი ახალი ლოკომოტივის როლს შეასრულებს-თქვა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

გაზეთი „იენი შაფაკ“-ი ყურადღებას ამახვილებს შინაგან საქმეთა მინისტრის სულეიმან სოულუს სიტყვებზე, რომლის ცნობითაც შირნაკის ბეითუშებაბის რაიონის კატოს მთაზე, ტერ-ორგანიზაცია პკკას წინააღმდეგ 40 დღე მიმდინარე სამხედრო ოპერაციის რეგიონში გამოკვლევა ჩატარდა. 53 გამოქვაბულში ხელში ჩაიგდეს მრავალი იარაღი და საბრძოლო მასალა, რის გამოც, მან მადლობა გადაუხადა სამხედროებს.  

ოპერაციებთან დაკავშირებით ინფორმაციები მიიღო სარდლებისგან და იგი ტელეფონით გაუზიარა პრეზიდენტ რ.თ ერდოღანს.

გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ი წერს, რომ თურქი მეცნიერის წიგნი ავსტრალიაში სასწავლო სახელმძღვანელო გახდა.

სტამბოლის იედითეფეს უნივერსიტეტის გასტრონომის და სამზარეულოს ხელოვნების განყოფილების თავჯდომარის ასოცირებული დოცენტის სიბელ ოზილგენის „ქიმიური რეაქციის საპასუხოდ სადილის მომზადები“-ს სახელწოდების წიგნი,  კუანსლანდის უნივერსიტეტთან დაკავშირებული საგანმანათლებლო სწავლების განვითარების საწყისი ეკონომიკის პროგრამების პარალელურად, სასწავლო წიგნად გადაიქცა. აშშ-ის ზოგიერთ სასწავლებლებში კი წყარო წიგნად იქნა მიღებული.

 გაზეთი „ჰურიეთ“-ი  წერს, რომ კანის კინოფესტივალზე,   თურქი წარმომავლობის გერმანელი რეჟისორის ფათიჰ აქინის კინო-ფილმმა “Solgun”, ვერ მიიღო ოქროს პალმის ჯილდო, მაგრამ მისი მთავარი გმირი დიანე კრუგერი არჩეულ იქნა „საუკეთესო მსახიობად.

ოქროს პალმიეს ჯილდო 19 კანდიდატს შორის, გადაეცა, შვედი რეჟისორის რუბენ ოსტლუნდის ფილმს სახელწოდებით:-“The Square” მეიდანი.

გაზეთი „სტარ“-ი წერს სპორტის შესახებ და აღნიშნავს, რომ  ბეშიკთაშის გუნდმა ოთხით ნოლი მოუგო გაზიენთეპის გუნდს და მაშინ როცა სუპერ ლიგის 2016-2017 წლის სეზონის დასრულებას ერთი კვირა აკლდა, გამოაცხადა ჩემპიონობა.  

მოპოვებული ორი სხვაობით სუპერ ლიგაში მეორე ადგილზე გასულ „ბაშაკსპორ“-თან ქულათა სხვაობა ოთხამდე აიყვანა და მეთხუთმეტედ გახდა ჩემპიონი. ბეშიკთაში, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციისგან მიიღებს 91 მილიონ ლირას.


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები