თურქული პრესა 22.05.2017

თურქული პრესის მიმოხილვა

736687
თურქული პრესა 22.05.2017

თურქული პრესის მიმოხილვა

დღევანდელი თურქული გაზეთების მიმოხილვას „იენი შაფაკ“-ით დავიწყებთ, რომლის ცნობითაც პრეზიდენტი რ.თ. ერდოღანი, არენას სპორტის სასახლეში, გუშინ გამართულ საგანგებო კონგრესზე, 1414 ხმით, ხელახლა იქნა არჩეული სამართლიანობა განვითარების პარტიის თავჯდომარედ.  

სალონში მყოფებს ასე მიმართა ერდოღანმა:-„აბა სად გავჩედით და საიდან უნდა გავაგრძელოთ. დღეს, კიდევ ერთხელ ვიწყებთ ლოცვით, უფრო მეტი წარმატებების მისაღწევად მუშაობას“.

გაზეთ „ჰურრიეთ“-ის ცნობით, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის დაფუძნების 25-ე წლისთავზე მონაწილეობისთვის, დღეს პირველად ჩავა სტამბოლში საბერძნეთის პრეზიდენტი პროკოფის პავლოპულოსი.

სამიტის პროცესში, იგი შეხვდება პრეზიდენტ ერდოღანს. 67 წლის პავლოპულოსი იქნება ის პირველი ბერძენი პრეზიდენტი, რომელიც ეწვევა თურქეთს. უფრო ადრე კი, 1952 წელს,  იმ პერიოდის პრეზიდენტის ჯელალ ბაიარის მიწვევით, ამავე დონის ვიზიტი განახორციელა საბერძნეთის მეფე პავლოსმა და ჩავიდა ანკარასა და სტამბოლში.

გაზეთი „საბაჰ“-ი წერს, რომ თურქული კომპანიების გლობალურ არენაზე წარმატებები, ყოველდღიურად იზრდება.

ერთ-ერთ ასეთ კომპანიად ითვლება „გლობალური პორტების ჰოლდინგი“ (GPH), რომელმაც შესძლო მსოფლიოს წამყვან საკრუიზო ოპერატორად გახდომა.

უკანასკნელად ლონდონის საფონდო ბირჟაზე მომუშავე კომპანიამ, ითავა ქუშადიდან დაწყებული, ბარსელონას, სინგაპურისა და ვენეციის ჩათვლით 14  პორტის ოპერატორობა. კომპანია მიზნად ისახავს ამ რიცხვის 30-დე გაზრდას და პარალელურად, იენი კაფიში, პორტის მშენებლობას.

გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ი წერს, რომ გერმანული კვლევითი კომპანიის მხრიდან სახელწოდებით, „ცოდნით განვითარება“, 20 სახელმწიფოში ჩატარებული კვლევით, გაირკვა, რომ მომხმარებლების 30 %-ი შეძლებისდაგვარად, ყველა ადგილზე, გადასახადის გადახდას მობილურით ამჯობინებს. თურქეთში ეს რაოდენობა უტოლდება 45 %-ს.

გაზეთ „ვათან“-ის ცნობით, ფენერბაჰჩეს ვაჟების კალათბურთის გუნდმა, თურქული ავიო კომპანიის ევროპის ლიგის 2017 წლის ფინალურ მატჩში, 80-ით 64 მოუგო საბერძნეთის ოლიმპიაკოსის გუნდს და გახდა 2017 წლის ევროპის ლიგის ფინალური მატჩის ჩემპიონი.

ფენერბაჰჩეს კაპიტანს მელიჰს გადაეცა პრიზი. ცერემონიალი, 160 გიგანტური ტელე-ეკრანებით ტრანსლირებულ იქნა თურქეთის 81 ოლქიდან.  ხალხმა ქუჩებში, აღნიშნა დიდი ენთუზიაზმით ეს გამარჯვება.


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები