თურქული პრესა 15.05.2017

თურქული პრესის მიმოხილვა

732195
თურქული პრესა 15.05.2017

დღევანდელი თურქული გაზეთების მიმოხილვას გაზეთ „ჰურრიეთ“-ით დავიწყებთრომლის ცნობითაც, პრეზედენტმა ერდოღანმა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ხვალინდელი შეხვედრის წინ, გაავრცელა კრიტიკული მესიჯები. ერდოღანის ცნობით, თუ სტრატეგიულ პარტნიორებად ითვლებიან, გადაწყვეტილებების მიღებაც უნდა მოახდინონ ალიანსში.  

თუ ჩრდილი მიეყენება ალიანსს, ისინიც იზრუნებენ თავიანთ თავზე. არ დაუშვებენ ალიანსის თურქეთის წინააღმდეგ გადაწყვეტილებების მიღებას. ერდოღანმა აღნიშნა, რომ სეპარატისტული ტერ-ორგანიზაცია პკკა, მისი სირიის გაგრძელება YPG და მისი შეიარაღებული ფრთა PYD-ე ტერორისტული ორგანიზაციები არიან. დეაშთან საბრძოლველად YPG-ს-თან  ბრძოლის მცნების გაზიარება, სინამდვილეში, ეს არის კოალიციის და აშშ-ის რეპუტაციის შელახვა.

ტერ-ორგანიზაციებთან ბრძოლის წარმართვა შესაძლებელია ნატოს მოკავშირე ქვეყნების ძალებთან და კოალიციასთან ერთად-თქვა ერდოღანმა.

გაზეთი „სტარ“-ი წერს, რომ თრტ-ს მეცხრე საერთაშორისო კინო-ფესტივალის გახსნითი ფილმის, სახელწოდებით:-„იმდენად შავი, რომ ვერ გახდება ფრანგი“ რეჟისორმა ვალერი ოსუფმა ცერემონიალის წინ, მეტად შთამბეჭდავი სიტყვები წარმოთქვა და აღნიშნა, რომ თურქეთი, კულტურული მრავალფეროვნებით, სამაგალითო სახელმწიფოდ ითვლება. მაშინ, როცა საფრანგეთმა საზღვრის კარი არ გაუღო 70 ათას ადამიანს, თურქეთმა ოთხი მილიონი ლტოლვილი შეიფარა. ევროკავშირის თურქეთზე განხორციელებული ზეწოლა დაუჯერებელია. საფრანგეთის მაგვარი სახელმწიფოები გაკვეთილს უტარებენ ადამიანებს, მაგრამ ამ ადამიანურ ღირებულებებს თვითონ არ ატარებენ ცხოვრებაში.

 საფრანგეთის პრემიერი საუბრობს 24 ათასი დევნილის მიღებაზე, სინამდვილეში ეს არაფერია, მაგრამ  რეალურად ბევრს ნიშნავს“.

გაზეთ „საბაჰ“-ი წერს, რომ ჰოლივუდის კინო-ვარსკვლავი და ოსკარის მფლობელი  ნიკოლ კიდმანი, მუღლას ბოდრუმის რაიონში შეუერთდა ერთ-ერთი სასტუმროს გახსნით ცერემონიალს და თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ძალიან შეუყვარდა თურქეთი. მორიგ ჩამოსვლას მოახდენს ცოლ-შვილთან ერთად.

გახსნით ცერემონიალზე, მსოფლიოს ოთხი კუთხიდან ჩამოსულ 400 წარმომადგენელს შორის, დუბაის და საუდის არაბეთის უფლისწულების გარდა იყვნენ აშშ-ის, რუსეთის, გერმანიის და ინგლისის მსოფლიოში აღიარებული კინო-ვარსკვლავები და რეჟისორები.

გაზეთი „ჰაბერ თურქ“-ი წერს, რომ თურქეთს და არაბულ სახელმწიფოებს შორის, უკანასკნელ პერიოდში გაზრდილმა ტურისტულმა თანამშრომლობამ თავისი ნაყოფი გამოიღო. არაბი ტურისტების რაოდენობამ 3 მილიონს მიაღწია.  

ედირნეში სხვადასხვა შეხვედრებისთვის ჩამოსული არაბეთის ტურიზმის თავჯდომარემ ბანდარ ბინ ფაჰდ ალ ფუჰაიდმა აღნიშნა, რომ გაიზარდა თურქეთში ჩამოსული არაბი  ტურისტების რაოდენობა, რომელიც მოსალოდნელია უფრო გაიზარდოს ზაფხულში.

გაზეთ „ვათან“-ის ცნობით, იაპონიის ქალაქ ქობეში, ქალთა კლუბებს შორის ფრენბურთის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, თურქეთის წარმომადგენელმა ვაკიფბანკის გუნდმა სამით ნოლი მოუგო ბრაზილიის როქსენა სესკის გუნდს.  2013 წლის შემდეგ, მან მოიპოვა 7 საერთაშორისო პრიზი.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები