თურქული პრესა 05.04.2017

თურქული პრესის მიმოხილვა

726485
თურქული პრესა 05.04.2017

დღევანდელი თურქული გაზეთების მიმოხილვას „ჰაბერ თურქ“-ით დავიწყებთ რომლის ცნობითაც თურქეთში ინვესტიციის დამბანდებელ ინდივიდებს მოქალაქეობა მიეცემათ.  

გაზეთის ცნობით, უცხოელებისთვის მოქალაქეობის მიცემა კიდევ უფრო გამარტივდა. თურქეთში, სულ ცოტა სამი წლით, 1,5 მილიონი დოლარი  უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდის, ანდა საწარმოო კაპიტალის საინვესტიციო ფონდის მქონე უცხოელებს, მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით, თურქეთის მოქალაქეობის უფლება მიეცემათ.

გაზეთ „ჰურრიეთ“-ის ცნობით, რუსეთის ენერგო კომპანია „გაზპრომმა“ დაასრულა თურქული ნაკადის და გაზსადენის პროექტზე მუშაობა, რომლითაც მოხდება რუსული გაზის თურქეთზე გატარებით ევროპაში გატანა.  პროექტის მშენებლობითი სამუშაო კი, დაიწყება რამდენიმე დღეში.

თურქული ნაკადით მოხდება 31.5 მილიარდი კუბუ მეტრი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება.  900 კმ-იანი და ზღვის ქვეშ გამავალი ორი სადენის მშენებლობას დასჭირდება 7 მილიარდი ევრო. მისი მშენებლობა ხდება გაზპრომის  მოთავეობით „სამხრეთ ნაკადის ტრანსპორტის“ კომპანიის მხრიდან. პროექტის, თურქეთის ტერიტორიაზე გამავალი ნაწილის მშენებლობა კი, მოხდება ერთობლივად. პროექტი, მომსახურებაში გადავა, 2020 წელში.

გაზეთ „იენი შაფაკ“-ის ცნობით, სამხრეთ აღმოსავლეთ ანადოლიაში, ანტიტერორისტული ოპერაციით, დიდი დარტყმა მიეყენა პკკას ტერ-ორგანიზაციას. თუნჯელიში განეიტრალდა 130 ტერორისტი. თითქმის დასრულდა პკკაში გაწევრიანება და დაიწყო ორგანიზაციიდან გაქცევები. ადგილობრივი მოსახლეობა აღარ უჭერს მხარს ტერ-ორგანიზაციას და    ხელისუფლებას ეხმარება ტერ-ორგანიზაციის ლიდერების დაკავებაში. ტერორისტებს შეუწყდათ ნარკობიზნესით მოპოვებული ფინანსური დახმარებაც.

ვერ აუსრულდებათ, სირიასა და ერაყში არაბი და თურქმენული მოსახლეობის ლიკვიდირებისთვის ტერორისტული დერეფნის შექმნის მსგავსი ოცნებაც.  ამერიკელი და ევროპელი სამხედროები კი, რომლებიც სირიაში წვრთნებს უტარებენ ტერორისტებს, ცდილობენ მათთვის მორალის მიცემას.

გაზეთი „საბაჰ“-ი წერს, რომ არ გაამართლა ევრო პარლამენტის თურქეთის მომხსენებლის ქეთი ფირის სეპარატისტი ტერორისტების სამოქალაქოებად წარმოდგენის მცდელობამ.

თურქეთის დაზვერვის სამსახურმა ტერორისტების გამართლების გეგმა გააქარწყლა დოკუმენტური მტკიცებულებებით.

ქეთი ფირის, სამოქალაქოებად წარმოდგენილი ტერორისტები, რომლითაც სურდა საზოგადოებრიობის შეცდომაში შეყვანა, გაირკვა, რომ თურქეთში იყენებენ PKK-ას, სირიასა და ერაყში კი   PYD, YPG-ს კოდებს. ასევე გაირკვა, რომ ამ სამსახურისთვის ქეთი ფირი, სისხლიანი ტერ-აქტების წარმმართავი ტერორისტებისგან, ქებასაც კი იღებდა.

გაზეთი „სტარ“-ი იტყობინება, რომ მსოფლიოში მოდელად გადაიქცა თურქეთის, ოპოზიციონერების მხარდაჭერით, სირიის ჩრდილოეთში, ტერორისტების განწმენდის მიზნით წარმართული ევფრატის ფარის ოპერაცია.

თურქეთის სამხედრო ძალების ტერორისტებისგან განთავისუფლებული რეგიონებიდან გამომდინარე, მაშინ, როცა ისევ გრძელდება ასტანის მოლაპარაკებები, რუსეთმა, თურქეთს მიმართა სირიაში, ოთხი რეგიონის მომცველი წინადადება.  რუსეთის ლიდერს და პრეზიდენტ ერდოღანს შორის, რუკაზე მიღებულ შეთანხმებას, გუშინ, გარანტიორ ქვეყნებს შორის, ხელი მოეწერა  ასტანაში. ამით, თურქეთის, სისხლის შეჩერებისადმი მიმართული და 6 წლის განმავლობაში დაჟინებული უსაფრთხო რეგიონების გეგმა, გადამოწმების შემდეგ, შევიდა პრაქტიკაში. 

 

4====ერაყის ქალაქ მუსულის დასავლეთით, ერთ-ერთ სკოლაზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაში დაიღუპა 81 ადამიანი.

უსაფრთხოების წყაროების ცნობით, სარაკეტო თავდასხმით, მიზანში იქნა ამოღებული ტერ-ორგანიზაცია დეაშის კონტროლის ქვეშ მყოფი ჩვიდმეტი ივლისის რეგიონის ელ-ველას  სკოლა. იქ თავშეფარებული 34-ი მამაკაცის, 29 ქალის, 18 ბავშვის ჩათვლით   დაიღუპა 81 ადამიანი.

დეაშს და შეიარღებულ ძალებს შორის წარმოქმნილი შეტაკების გამო, სამოქალაქოების თავშეფარებულ სკოლაზე რომელმა ძალებმა განახორციელეს დაბომბვა არ არის ცნობილი.

ამავე დროს, ანტიტერორისტული განყოფილების კაპიტანის ალი ელ ბეჰადილის, ანადოლუს საინფორმაციო სააგენტოსთვის გავრცელებული განცხადებით, მათი ერთეულის, ენ ნეჯჯარის მახლობლად განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაში დაიღუპა  დეაშის საომარი განყოფილების პასუხისმგებელი ჰაბიბ აბდულჯებბარი.

 

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები