თურქული პრესა 20.03.2017

თურქული პრესის მიმოხილვა

694871
თურქული პრესა 20.03.2017

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ „საბაჰ“-ით დავიწყებთ, რომელიც წერს პრეზიდენტ რ.თ. ერდოღანის სიტყვების შესახებ. მისი თქმით, უკანასკნელ დღეებში ევროპაში მიმდინარე მოვლენები, ეს არის თურქეთის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის ახალი ეტაპი.  

აქამდე თუ, აგენტებით, ტერ-ორგანიზაციებით, რომელთაც იარაღებს აწვდიდნენ თავიანთი მაშების მეშვეობით და მხარს უჭერდნენ მათ, ცდილობდნენ თურქეთის  შევიწროებას, ახლა კი, მოედნებს მიმართეს. მაგრამ მათი ნიღბიანი ბალო დასრულდა.   აღარ საჭიროებენ ზრახვების დამალვას.

თურქეთის დაშინების მსურველებს აფრთხილებენ, რომ:-უკან დარჩა ის დღეები, ვერავინ დააჩოქებს თურქ ერს.

გაზეთი „სტარ“ ყურადღებას ამახვილებს იუსტიციის მინისტრის ბექირ ბოზდაღის სიტყვებზე, რომელიც გმობს გერმანიის მხრიდან სეპარატისტული ტერ-ორგანიზაციის პკკას აქციების მხარდაჭერას და ამატებს“-ამას ვერავინ დაუკავშირებს დემოკრატიას, სიტყვის თავისუფლებას და შეკრების უფლებას.

მსოფლიოს არც ერთ ადგილას, არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, არ შეიძლება ამგვარი შესაძლებლობა მიეცეს ტერორისტებს და ტერ-ორგანიზაციებს.  ბოზდაღმა აღნიშნა, რომ გერმანია, ფეტოს, პკკას, დჰკაპეს წევრების და სხვა ტერორისტების მხრიდან, „უსაფრთხო პორტად “ არის ცნობილი.

გაზეთი „ჰაბერ თურქ“-ი წერს ჩანაკკალეს საზღვაო ბრძოლებში გამარჯვების 102-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების შესახებ. აღნიშნავს, რომ წამებულებისთვის განათდა მიდამო.  დილა უთენია, ათი ათასობით ადამიანი ეწვია გელობოლის ნახევარკუნძულის ისტორიულ მემორიალს. საუცხოო სანახავი წარმოადგინა თურქეთის საჰაერო ძალების აკრობატიკის ჯგუფმა. საღამოს, ფეიერვერკებით განათდა ჩანაკკალეს სრუტე.

გაზეთ „იენი შაფაკ“-ის ცნობით,შეძლებულ არაბებს, რომლებიც სამოგზაუროდ თურქეთის კერძო ავიო რეისებს არჩევდნენ, ამ ზაფხულს დაემატება კომფორტს მიჩვეული შეძლებული რუსებიც. ამის შესახებ განაცხადა ავიო რეისების აღმასრულებელი საბჭოს თავჯდომარემ ჯენქ გოქანმა.

გაზეთი „ვათან“-ი წერს, რომ სომალისთვის, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ღატაკ სახელმწიფოდ ითვლება და უკანასკნელი წლების ყველაზე დიდი გვალვიანობის და  შიმშილობის პირისპირ აღმოჩნდა, სოციალური მასმედიის საშუალებით ჰუმანიტარული დახმარების კამპანია წამოიწყეს ჰოლივუდის ვარსკვლავის ბენ სტილერის ლიდერობით ცნობილმა პირებმა შემდეგი ლოზუნგით:-„შეუერთდით ჩვენს სიყვარულს“.

თურქეთის ავიო კომპანიის მხარდაჭერით ინიციატივა, მილიონობით ადამიანამდე ჩააღწია.

THY-ის თვითმფრინავი, 60 ტონა ჰუმანიტარული დახმარებით, 27 მარტს დაეშვება მოგადიშუში. Twitter-ის საშუალებით, მრავალი ადამიანი უგზავნის თურქეთის ავიო კომპანიას სამადლობელო მესიჯს, რომელსაც აწერს შემდეგ სიტყვებს-„ამის შემდეგ თქვენი თვითმფრინავით ვიმგზავრებ“. თურქეთის საავიაციო კომპანიამ კი ასეთი პასუხი გასცა მათ-„ჩვენ გვიყვარს სომალი“.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები