თურქული პრესა 17.03.1017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

693460
თურქული პრესა 17.03.1017

მიმოხილვას გაზეთ „VATAN“-ით დავიწყებთ, რომელშიც ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით  „თურქეთი დაკარგე“ და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ედრღანმა გუშინ საქარიის პროვინციაში საჯარო გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას, ჰოლანდიაში გამართულ არჩევნებზე გაამახვილა ყურადღება.  ერდოღანმა თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის ხალხის პარტიის ლიდერს მარკ რუტტეს ასე მიმართა: „რუტტე, შენ მოიგე არჩევნები,  მაგრამ უნდა იცოდე, რომ თურქეთის მეგობრობა დაკარგე.  ამბობენ, რომ არჩევნების შემდეგ თურქეთის პრემიერმინისტრთან ერთად ივახშმებენ, ჩვენ არ გვყავს ისეთი პრემიერმინისტრი თქვენთან ერთად რომ ივახშმებს. ეგ ამბავი დასრულებულია. შენ წააგე.“

გაზეთ „HABER TÜRK“-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „აშშ-ს სახელმწიფო მდივანი 30 მარტს ჩამოვა“ და მასში ვკითხულობთ: თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუდ ჩავუშოღლუს განცხადებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი 30 მარტს თურქეთში ჩამოვა.  ჩავუშოღლუმ ამის შესახებ ერთ-ერთი კერძო სატელევიზიო არხით აქტუალურ საკითხებზე საუბრის დროს განაცხადა. მისივე თქმით ერდოღანსა და ტრამპს შორის, აშშ-ში გასამართი პირისპირ შეხვედრა 16 აპრილის რეფერენდუმის შემდეგ გაიმართება. მინისტრმა  ერდოღან-ტრამპს შორი თებერვლის თვეში გამართული სატელეფონო საუბრისას  დეტალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საუბარი ფეტულას ტერ ორგანიზაციას შეეხო რა, პირისპირ შეხვედრის დროსაც ამ საკითხის გაანალიზება მოხდება.  ჩავუშოღლუმ ასევე აღნიშნა, რომ ნამდვილ მოკავშირეს, ფეტოს და პკკ-ს სირიის ფრთა PYD-ს მიმართ დამოკიდებულების შეცვლა უნდა შეეძლოს.

გაზეთ „HÜRRİYET“-ის მიხედვით,  თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ ევროპის ქვეყნებში გამართულ სატელევიზიო პროგრამებში ყველაზე ხშირად ყოფილ ევროკომისარს გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, გიუნტერ ფერჰოიგენს იწვევენ, რომელიც აცხადებს, რომ თურქეთ-ევროკავშირს შორის ურთიერთობის დაძაბვამ და თურქი მინისტრების ევროკავშირის ქვეყნებში დაწესებულმა აკრძალვებმა,  შეიძლება თურქეთი კავშირისგან საბოლოოდ დააშოროს. იგი ასევე აცხადებს, რომ ევროკავშირმა თურქეთს უნდა მისცეს იმის გარანტია, რომ კავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად თანაბარი უფლებები მიეცემა.

გაზეთი „STAR“-ი იუწყება, რომ  აეროპორტების მშენებლობა-ექსპლოატაციის ცნობილმა თურქულმა ფირმა "TAV“-მა, საუდის არაბეთის ქალაქ იანბუში „პრენს აბდულ მუჰსინ ბინ აბდულაზიზის საერთაშორისო აეროპორტის 30 წლიანი ოპერირების და მართვის უფლება მოიპოვა. ტავი აღნიშნულ აეროპორტში ახალ ტერმინალს ააშენებს რა, მისი 30 წლით ოპერირების და მართვის ლიცენზია მიეცემა.

გაზეთი „SABAH“-ი წერს, რომ  ლიბანის  ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ბატრუნშში ოსმალეთის დროინდელი ათასამდე ისტორიული დოკუმენტების გამოფენა გაიმართა. ანკარასა და ბატრუნს შორის ხუთ წლიანი მოლაპარაკებების შედეგად, ამ ქალაქში, თურქეთის სახვადასხვა დაწესებულებებიდან ჩატანილი ოსმალური დოკუმენტების გამოფენა გაიმართა. ამ ქალაქს ოსმალეთი 400 წელზე მეტ ხანს მართავდა.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები