თურქული პრესა 14.03.1017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

691066
თურქული პრესა 14.03.1017

მიმოხილვას გაზეთ „Vatan“-ით დავიწყებთ, რომელშიც ვკითხულობთ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჰოლანდიის პრემიერმინისტრ მარკ რუტეს მხრიდან წარმოთქმული სიტყვები, „ჰოლანდიის პატრონი ჩვენა ვართ“  გააკრიტიკა და განაცხადა: „შენ დემოკრატია არ იცი რაა,  წადი ჯერ დემოკრატია ისწავლე. ჩემი ქვეყნის პატრონი ხალხია. როდესაც აცხადებ, რომ მე ვარ პატრონიო, ეს შენი ქვეყნის ხალხისადმი უპატივცემულობაა. ჩვენ როდესაც პოლიტიკაში მოსვლა გადავწყვიტეთ, პატრონობაზე  არ გვიფიქრია, არამედ ხალხის სამსახურში ყოფნისთვის მოვედით ამ თანამდებობებზე.“ ერდოღანმა ჰოლანდიაში ხვალ გასამართი არჩევნების გამო იქ მცხოვრებ თურქებს, მოუწოდა, რომ თურქეთთან ახლოს მდგომ კანდიდატს მისცენ ხმა.

გაზეთი „Habertürk“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „ჰოლანდიასთან ურთიერთობა შეჩერდა“ და მასში ვკითხულობთ: ჰოლანდიის მხრიდან თურქი მინისტრებისადმი ნაცისტური და უხეში ქცევების შემდეგ წარმოქმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამომდინარე ორი ქვეყნის სამთავრობო ურთიერთობა შეჩერდა. თურქეთი აცხადებს, რომ შვებულებაში მყოფი  ჰოლანდიის ელჩი ანკარაში უკან არ უნდა დაბრუნდეს. გარდა ამისა, ოფიციალური ვიზიტით თურქეთში შესვლის მსურველ ჰოლანდიელ დიპლომატებსაც ამის უფლება არ მიეცემათ, ხოლო ამის პარალელურად თურქეთი ჰოლანდიის დიპლომატიურ ფრენებს უფლებას არ მისცემს და კიდევ  თურქეთის პარლამენტმა ჰოლანდიის პარლამენტთან არსებული მეგობრობის ჯგუფი გააუქმა. ამ ყველაფრის მიუხედავად თურქეთი ჰოლანდიის მოსახლეობის მიმართ არანაირ სანქციებს არ დააწესებს.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი კი მკითხველს ასეთი სახელწოდების სტატიას სთავაზობს: „ლტოლვილთა შეთანხმების გაუქმება დღის წესრიგშია“ და მასში ვკითხულობთ, ევროკავშირის თურქეთისადმი რასისტულმა დამოკიდებულებამ ანკარა აიძულა შესაბამის ნაბიჯები გადადგას რა, ევროკავშირი, რომელიც მიგრანტების საკითხთან დაკავშირებით მიცემულ პირობას არ ასრულებს, თურქეთ-ევროკავშირს შორის გაფორმებული რეადმისიის შეთანხმების გაუქმება დღის წესრიგში დადგა. თურქეთ-ევროკავშირის შორის რეადმისიის შეთანხმება 2016 წლის 18 მარტს გაფორმდა, რომლის შემდეგაც კავშირის ქვეყნებში შემავალი მიგრანტების ნაკადი თურქეთის მხრიდან შეჩერებული იქნა. აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში ევროკავშირს მიგრანტებისათვის გამოსაყენებლად თურქეთისათვის მატერიალური დახმარება უნდა გაეწია და ასევე თურქეთის მოქალაქეებისათის შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის უფლება უნდა მისცემოდა, მაგრამ, არცერთი ეს პირობა არ შესრულებულა, რის გამოც ანკარამ რეადმისიის კანონის გაუქმების საკითხის განხილვა უკვე დაიწყო.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც ნიდერლანდელები ესპანეთს აუჯანყდა, მან ევროპაში შესაბამისი მხარდაჭერა ვეღარ იპოვა რა, ოსმალეთისგან დახმარების თხოვნის გარდა სხვა შანსი არ დარჩათ. ჰოლანდიელებმა მას შემდეგ, როცა ესპანეთის წინაშე გამოსვლა გადაწყვიტეს, მათ სხვა ქვეყნის დახმარების საჭიროება კარგად იცოდნენ რა,  დახმარებისათვის ოსმალეთს მიმართეს. იმ დროს ჰოლანდიელი პროტესტანტები იმასაც აცხადებდნენ, რომ თურქებთან თანამშრომლობა მათთვის დიდი პატივია, ამიტომაც ისინი   იყენებდნენ ქუდებს, რომელზეც ეწერა, „რომის პაპისადმი მხარდაჭერას თურქობა გერჩივნოს.“   ასევე მე-17 საუკუნის დასაწყისში, მაშინ, როდესაც ჰოლანდიამ ოსმალეთის სულთანს ერთგულება დაუმტკიცა, მას ხმელთაშუა ზღავში  ვაჭრობის საშუალება მიეცა, წერს საბაჰი.

გაზეთი „Star“ იუწყება, რომ გერმანიაში 2000-იან წლებში 9 მიგრანტი მოკლეს და მათ შორის რვა თურქი იყო. წლების შემდეგ დამტკიცდა, რომ მათი მკვლელობა გერმანელი ნეონაცისტური დაჯგუფება NSU-ს მხრიდან იყო განხორციელებული, ხოლო ამ დაჯგუფების წევრებს ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურები უწევდნენ დახმარებას. რამდენიმე დღის წინ გერმანიის ქალაქ ესენში წარმოშობით თურქის სახლი დაიწვა, რომელიც ნაციზმის ქმედებას ჰგავს, ეს კი იმაზე მიუთითებს, თუ გერმანიაში ნაციზმი დღესაც კი   რაოდენ აქტიურად ფუნქციონირებს.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები