თურქული პრესა 06.03.1017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

685376
თურქული პრესა 06.03.1017

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Star“-ით, რომელშიც ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „რომ მინდოდეს ხვალ ჩამოვალ“ და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გერმანია და ჰოლანდია თურქ მინისტრებს მიმდინარე წლის 16 აპრილს თურქეთში გასამართი რეფერენდუმის წინ იქ მცხოვრებ თურქებთან შეხვედრის აკრძალვის გამო გააკრიტიკა. „გერმანიის მთავრობას მოვუწოდებ, მსოფლიოში, ვისაც დემოკრატიის სჯერა იმათაც მოვუწოდებ, თუ,  ჩვენ მართლა დემოკრატიის და  სიტყვის თავისუფლების გვჯერა, მაშინ, ჩვენ ვერავინ შეგვაჩერებს, ეს ყველამ უნდა იცოდეს.  მე მეგონა, რომ გერმანიაში ნაციზმი დასრულდა, მაგრამ ვხედავთ, რომ ჯერ არ დასრულებულა. ეხლა მათ ჰგონიათ, რომ ერდოღანი გერმანიაში ჩამოვაო, მაგრამ რომ მინდოდეს ხვალვე ჩამოვალ. თუ ჩამოვალ და ქვეყანაში არ შემომიშვებ, ან კიდევ სიტყვით გამოსვლის ნებას არ მომცემ, მაშინ მსოფლიოს შევძრავ კიდეც,“ განაცხადა ერდოღანმა.

გაზეთი „Vatan“-ი აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით, „ევროპაში ჩავალთ და ვერავინ დაგვაბრკოლებს“ და მასში ვკითხულობთ: თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გერმანიის შემდეგ სხვა ევროპის ქვეყნებისგანაც რეფერენდუმისთვის „დიახ“ კამპანიის წინააღმდეგ გამოსვლა გააკრიტიკა. „უნდა ჩავიდეთ და ჩვენს თანამემამულეებთან შეხვედრებიც უნდა გავმართოთ. ამას ვერც ტერ ორგანიზაცია პკკ და ვერც ის წრეები ვერ შეაჩერებენ, ვისაც ჩვენი თანამემამულეებთან კარგი ურთიერთობის დამყარება არ სურს. ეს ჩვენი დემოკრატიული უფლებაა. როგორც ისინი თურქეთში ჩამოდიან და შეხვედრებს მართავენ, ჩვენც გვაქვს უფლება, რომ იქ ჩავიდეთ და შეხვედრები გავმართოთ,“ განაცხადა ჩავუშოღლუმ.   

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ  თურქეთის ქალაქ დიარბაქირის დაბა ლიჯეში ტერ ორგანიზაცია PKK-ს წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო.  ოპერაციაში 17 ვერტმფრენი, 7 ათასი ჟანდარმერია, 600  სპეცრაზმელი და 559 სოფლის მცველი იღებენ მონაწილეობას.   მთიან რეგიონში, სადაც თოვლის საფარი 1 მეტრს აჭარბებს, ოპერაცია წარმატებით ხორციელდება და უსაფრთხოების ძალებსა და PKK-ს ტერორისტებს შორის დროდადრო ახლო მანძილიდან შეტაკებებიც ხდება.

 

გაზეთი „Habertürk“-ი წერს, რომ  თურქეთის  ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრმა  აჰმეთ არსლანმა განაცხადა, რომ Türksat 6A მთლიანად ეროვნული წარმოების იქნება. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთის კოსმოსური სააგენტოს კანონპროექტი პარლამენტს უკვე გადაეგზავნა. არსლანმა  იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ თურქეთი მალე სატელიტების როგორს საკუთარი თავისთვის მწარმოებელი,  ასევე  ექსპორტიორი ქვეყანაც გახდება.

გაზეთ „Sabah“-ის მიხედვით, უცხოელი ინვესტორების ინტერესი თურქეთისადმი დღითიდღე იზრდება. 173 ქვეყანაში მოქმედი და თურქეთში გასული წლის ოქტომბრის თვეში შემოსულმა ინტერნეტ ტელევიზიათა ქსელმა Netflix-მა (ნეტფლიქსი) ევროპის ბაზრის მიზნების შესახებ განცხადება გააკეთა.  ინტერნეტ ტელევიზიის ქსელის უფროსმა მენეჯერმა რიდ ჰასტინგსმა განაცხადა, რომ გასული ექვსი თვის განმავლობაში თურქეთის ბაზრისგან კმაყოფილები არიან, ამიტომ მომავალშიც ინვესტიციების გაზრდას აპირებენ.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები