თურქული პრესა 02.03.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

683137
თურქული პრესა 02.03.2017

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Sabah-ში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში მიმდინარე ევრაზიის მე-13 ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე სიტყვით გამოვიდა თურქეთის პრეზიდენტი რ.თ. ერდოღანი და თქვა, რომ თურქეთში განხორციელებული უდიდესი საერთაშორისო სატრანზიტო პროექტები ისტორიული აბრეშუმის გზის თანამედროვე ვერსიების შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენენ. მისივე თქმით ეს სატრანზიტო პროექტები მარტო თურქეთს კი არა, არამედ მთელი ევრაზიის რეგიონსაც დიდ სარგებელს მოუტანს

Yeni Şafak-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით: “ოპოზიციური თავისუფალი არმია მუნბიჩისაკენ მიიწევს“ და მასში ვკითხულობთ: სირიის თავისუფალმა არმიამ, რომელიც ოპოზიციური შეიარაღებული დაჯგუფებებისგან შესდგება, თურქეთის დახმარებით გასულ კვირას სტრატეგიულად მეტად მნიშვნელოვანი ქალაქი ელ ბაბი გაანთავისუფლა  DEAŞ-გან და ახლა ისინი ჩრდილო დასავლეთში მდებარე ქალაქ მუნბიჩისაკენ მიიწევენ, რომელიც ქურთული ტერ ორგანიზაცია PKK-ს სირიული ფრთის PYD-ს კონტროლქვეშაა. ეს არაბული დასახლება ქურთებმა მეტად რთულ დროს, სახელისუფლებო ვაკუუმისა და დეაშის ძლიერების დროს შექმნილი არეული მდგომარეობიდან ისარგებლეს რა, მაშინ აიღეს და ახლა არ აპირებენ მის დატოვებას, ამიტომაც მიიწევს მის გასათავისუფლებლად სირიის თავისუფალი არმია, რომლებსაც საჰაერო და საარტილერიო დარტყმებით ეხმარება თურქეთის არმია, რადგან, ანკარა წინააღმდეგია სირიის ჩრდილოეთში ერაყის ჩრდილოეთის მსგავსად ქურთული კანტონის წარმოქმნისა. სირიის ოპოზიციის განცხადებით DEAŞ-ი, PYD-ე და ესადის რეჟიმი ამჟამად ერთობლივად ებრძვიან სირიის თავისუფალ არმიას და ასე ცდილობენ მისი წინსვლის შეჩერებას

Vatan-ის კორესპონდენტი ავსტრალიის ქალაქ გეელონგიდან იუწყება, რომ ამ ქალაქში საერთაშორისო ავია გამოფენა Avalon Airshow 2017 გაიხსნა, რომელზედაც თურქეთს სამხედრო ფირმა  Roketsan-ი წარადგენს. სწორედ ეს თურქული ფირმა აწარმოებს SOM-J სახელწოდების რაკეტებს, რომლებსაც იყენებენ ამერიკული F-35-ები. ახლა ავსტრალიელები აპირებენ   Roketsan-თან კონტრაქტის დადებას და მის მიერ წარმოებული რაკეტების ამერიკისგან ნაყიდ F-35-ებზე დაყენებას. გეელონგის ეს ავია გამოფენა 5 მარტამდე გაგრძელდება და თურქული ფირმა კონტრაქტების დადებას აპირებს სხვა უცხო კომპანიებთანაც, წერს ვათანის კორესპონდენტი

Habertürk-ის ეკონომიკური მიმომხილველი იანვრის თვის ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლებს აშუქებს და წერს, რომ წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით ექსპორტმა საგრძნობლად მოიმატა და მთლიანობაში 11,3 მილიარდ დოლარს მიაღწია რა, აქედან 964 მილიონი დოლარის ნაწილი თურქულ ლირით განხორციელდა, ხოლო 15,5 მილიარდიანი იმპორტიდან 1 მილიარდზე მეტი ისევ ლირით განხორციელდა, ე.ი. წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით ვაჭრობამ 36%-ით მოიმატა, აღნიშნავს ჰაბერთურქის ეკონომიკური მიმომხილველი

Star-ი კულტურის გვერდზე იუწყება რომ, თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა TRT 1-ის არხზე 24 თებერვალს სტარტი აიღო ისტორიულმა ფილმმა სახელწოდებით: “სატახტო ქალაქი აბდულჰამიდი“ (Payitaht Abdülhamid), რომელმაც ეკრანებზე მიაჯაჭვა ისტორიული სერიალების მოყვარულები. ფილმი ეხება ოსმანეთის იმპერიის 34-ე ფადიშაჰის, აბდულჰამიდ მეორის 33 წლიანი მეფობის ბოლო 13 წლის პერიოდს. ამ ფილმმა დიდი ინტერესი გამოიწვია მთელს მსოფლიოში და ამიტომ მისი ოფიციალური პრემიერა 3-6 აპრილს პარიზში დაგეგმილ მსოფლიო ტელევიზიათა გამოფენა MIPTV 2017-ზე შესდგება და მისი ინგლისური სახელწოდება  “The Last Emperor“ (უკანასკნელი იმპერატორი) იქნება



მსგავსი ინფორმაციები