თურქული პრესა 24.02.1017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

679368
თურქული პრესა 24.02.1017

მიმოხილვას გაზეთ „Habertürk“-ით დავიწყებთ რომელიც, ამერიკის გენშტაბის უფროსის განცხადებაზე ამახვილებს ყურადღებას და მასში ვკითხულობთ:  აშშ-ს გენერალური შტაბის უფროსმა ჯოზეფ დანფორდმა განაცხადა, რომ სირიაში ტერ ორგანიზაცია DEAŞ-ის დასამარცხებლად პოლიტიკური და სამხედრო გეგმის დეტალურ პროექტს  თეთრ სახლს შესთავაზებენ. დანფორდმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთთან კარგი ურთიერთობისთვის იმუშავებენ, რადგან თურქეთი მათი   ერთ-ერთი ძლიერი მოკავშირეა.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ   ყველა პლატფორმაზე თავისუფლებაზე ყურადღების გამმახვილებელი გერმანია, თურქეთის წინააღმდეგ ტერ ორგანიზაციების მხარდაჭერას განაგრძობს. ტერ ორგანიზაცია პკკ-ს და ფეტოს მიტინგების გამართვის უფლების მიმცემი გერმანია, ყველაფერს აკეთებს რათა თურქეთში 16 აპრილს გასამართი რეფერენდუმის წინ ერდოღანმა გერმანიაში მცხოვრებ თურქებთან მიტინგი არ გამართოს და ამისათვის „არ დაიშვას“ კამპანიაც დაიწყეს.  ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიას შინაგან საქმეთა მინისტრმა რალფ ჟაგერმა მთავრობას მსგავსი  მიტინგების აღკვეთისკენ მოუწოდა.

 

 

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ   ადანაში აშშ-ს საკონსულოში თარჯიმნად მომუშავე, ჰამზა ულუჩაი ტერ ორგანიზაცია პკკ-ს მიმართ ჩატარებული ოპერაციების დროს დაკავებული იქნა. მას პკკ-ს სამოქალაქო ფრთა KCK-ს წევრებთან მოლაპარაკებების წარმოება და ქუჩის სამოქალაქო აქციების პროვოცირება ედება  ბრალად.

 

გაზეთი „Star“-ი იტყობინება, რომ   აზერბაიჯანული გაზის ევროპაში მიწოდებასთან დაკავშრებით „სამხრეთ კავკასიური დერეფნის“ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა ბაქოში გაიმართა. შეხვედრაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ 2011 წელს თაიფ ერდოღანთან ერთად ტრანს ანატოლიის ბუნებრივი გაზის (TANAP) შეთანხმებაზე ხელის მოწერამ ამ პროექტის განხორციელებასაც საფუძველი ჩაუყარა.  შეხვედრას თურქეთის ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ბერათ ალბაირაქიც ესწრებოდა  რომელმაც განაცხადა, რომ  TANAP-ის პროექტის მშენებლობის 65% დასრულდა და მასში პირველ გაზს 2018 წელს გაუშვებენ.

 

გაზეთ „Hürriyet“-ის მიხედვით  თურქეთის განათლების სამინისტრომ ზოგად საგანმანათლებლო სკოლებში მომავალი წლიდან ალბანური და ბოსნიური ენები არჩევით საგნად ისწავლება.  ეს ორი ენა გადარჩენილი ენების და დიალექტების სახით შეისწავლება.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები