3.02.2017 თურქული პრესა

თურქული პრესის მიმოხილვა

664638
3.02.2017 თურქული პრესა

მიმოხილვას გაზეთ „ჰურრიეთ“-ით დავიწყებთ, რომლის ცნობითაც გუშინ,

პრეზიდენტმა რ.თ. ერდოღანმა ანკარაში, გერმანიის ფედერალურ კანცლერთან ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე მერკელის გამოთქმული „ისლამური ტერორიზმის“ მიმართ რეაგირება გამოთქვა. აღნიშნა, რომ არ შეიძლება ისლამის  და ტერორიზმის ერთად მოხსენება. ეს დამამწუხრებელია მუსლიმანებისთვის. ისლამი მშვიდობას ნიშნავს.

გაზეთი „ჰაბერ თურქ“-ი წერს სტატიას სათაურით:-„პრემიერ ბინალი ილდირიმის სათითაო წერილი და გზავნილი ტრამპს, მერკელს და ციპრასს“. აღნიშნავს, რომ ილდირიმმა მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, მნიშვნელოვანი განცხადებები გაავრცელა დღის წესრიგში მდგარ საკითხებთან დაკავშირებით.

აღნიშნა, რომ საბერძნეთში თავშეფარებული 8 პუტჩისტის თურქეთისთვის ექსტრადაციის შესახებ  წერილი გაუგზავნა საბერძნეთის პრემიერს ალექსის ციპრასს და მოითხოვა კანონის ფარგლებში ხელმეორედ გადაისინჯოს გადაწყვეტილება და სწამთ, რომ მოახდენენ დამნაშავეების თურქეთისთვის გადაცემას.  გერმანელი კანცლერისთვის გაგზავნილ წერილში კი, გამოკვეთა, რომ სეპარატისტების კმაყოფილების მიზნით მუშაოებისას, მხედველობიდან ნუ გამორჩებათ  3.5 მილიონი თურქი ამომრჩეველი. აშშ-ის პრეზიდენტის ტრამპისთვის გაგზავნილ წერილში კი, ასე ჩამოთვალა თავისი მოთხოვნები: თურქეთს უნდა გადაეცეს 15 ივლისის მუხანათური სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მეთაური, დასრულდეს ტერ-ორგანიზაცია PYD-სთან თანამშრომლობა, თურქეთში აშშ-ის აღქმის გამოსწორებისთვის, ახალი ნაბიჯები გადაიდგას  ახალი ხელისუფლების მხრიდან.

გაზეთი „საბაჰ“-ი წერს, რომ მთავრობის 23 ოლქის მომცველმა მიმზიდველმა პროგრამამ, ბიზნეს- სამყაროში აჟიოტაჟი გამოიწვია.

ინვესტიციისთვის, 7 დღეში, მიმართვა გააკეთა 195-ი უცხოელის ჩათვლით, 1.200-მა კომპანიამ. უცხოელ ინვესტორებში უმეტესად არიან ირანს დაფუძნებული კომპანიები. მათ მისდევს გერმანული და ფრანგული ფირმები.

გაზეთ „ვათან“-ის ცნობით კი, პრეზიდენტის სასახლეში, პრეზიდენტმა ერდოღანმა, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების მიღებისას, სულ ცოტა ერთი კვირით არდადეგებისთვის თურქეთში მიიწვია საზღვარგარეთ მცხოვრები 5 მილიონი თურქი მოქალაქე და მათი მეზობლები. მოუწოდა მათ, სამშობლოში ჩაატარონ ქორწილი რომლის რაოდენობაც დაახლოებით წელიწადში 50 ათასამდეა.

არდადეგებისთვის თურქეთში მიიწვია 50 ათასი საერთაშორისო კომპანია და საზღვარგარეთ მომუშავე უცხოელი, აღნიშნა, რომ პირველ ეტაპში მიზნად ისახავენ ტურისტთა რაოდენობის 8 მილიონით გაზრდას.   

გაზეთი „იენი შაფაკ“-ი წერს,  მსოფლიო ტურიზმის ფორუმის პრეზიდენტის ბულენთ ბაღჯის სიტყვების შესახებ, რომლის ცნობითაც, 2018 წელში თურქეთში ტურიზმი უფრო მაღალ დონეს მიაღწევს.

როგორც სპარსეთის ყურეში ნავთობი, რუსეთში კი ბუნებრივი გაზია მნიშვნელოვანი, თურქეთის მნიშვნელოვან ნავთობად ითვლება ტურიზმი თქვა მან და შეფასება მისცა 16-18 თებერვალს, სტამბოლში გათვალისწინებულ მსოფლიო ტურიზმის ფორუმს. აღნიშნა რომ იგი შეფასებულ იქნება მსოფლიო ტურიზმის დავოსად.

 

 

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები