თურქული პრესა 02.02.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

664084
თურქული პრესა 02.02.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული სტატიით, რომლის თანახმადაც, გაერთიანებული არაბული საემიროების დედაქალაქ აბუ დაბიში გამართულ რუსეთ-არაბეთის თანამშრომლობის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და განაცხადა, რომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის პროცესის გასაკონტროლებლად შექმნილმა სამთა მექანიზმმა მუშაობა დაიწყო და სირიის რეჟიმი ზოგადად ცეცხლის შეწყვეტას ემორჩილება. ლავროვმა ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გასულ კვირაში ჩატარებულ სირიის მოლაპარაკებებზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად თურქეთის, რუსეთისა და ირანის მიერ შექმნილი სამთა მექანიზმის მუშაობის დაწყების თარიღზე დაზუსტებული ინფორმაცია არ გაავრცელა. ამავდროულად, სირიაში ცეცხლის შეწყვეტის მოქმედების და დაკვირვების საკითხზე ასტანაში რუსეთის, ირანისა და თურქეთის მხარდაჭერილ მოლაპარკებებთან დაკავშირებით 6 თებერვალს ჩასატარებელ ტექნიკურ შეხვედრაში მონაწილეობას გაეროც მიიღებს. ტექნიკურ შეხვედრაზე გარანტორი ქვეყნები რუსეთი და თურქეთი 30 დეკემბრის შემდეგ დღემდე მომხდარი  ფაქტების შესახებ ანგარიშს წარმოადგენენ.

გაზეთი „საბაჰი“ აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „დასავლეთმა 15 ივლისი სწორად ვერ გაიგო“, რომლის თანახმადაც, ინგლისის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპასა და აშშ-ზე პასუხისმგებელმა სახელმწიფო მინისტრმა ალან დუნკანმა განაცხადა, რომ მას სჯერა 15 ივლისის გადატრიალების მცდელობაზე ფეტულას ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ-ს პასუხიმგებლობისა და ევროკავშირის ქვეყნებმა ის, რაც თურქეთმა გადაიტანა და რასაც ისევ განიცდის სწორად ვერ გაიგეს. დუნკანის ვიზიტი 15 ივლისის შემდეგ დასავლეთიდან პირველია მინისტრის დონეზე და მან ინგლისის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომისიის წევრების შეკითხვებს უპასუხა. დუნკანის თქმით, თურქეთმა 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ მიღებული ტრამვა ჯერ კიდევ ვერ გადალახა, გადატრიალების მცდელობის მასშტაბები დამანგრეველია და ვალდებულები არიან გაიგონ ის, რაც თურქეთმა განიცადა. 

გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს ცნობით, თურქეთის ექსპორტიორთა ასამბლეამ შემცირებით დასრულებული 2016 წლის შემდეგ 2017 წლის პირველი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, იანვრის თვის ექსპორტი 15%-ით გაიზარდა და 10 მილიარდ 528 მილიონი დოლარი შეადგინა და ბოლო 49 თვის ზრდის რეკორდი დაამყარა. ბოლო 12 თვის ექსპორტი წინა წელთან შედარებით 1,8 %-ით გაიზრდა და 143 მილიარდ 588 მილიონი შეადგინა. სექტორის ბაზაზე დეკემბერში ყველაზე მეტი ექსპორტი 2 მილიარდ 69 მილიონი დოლარი საავტომობილო სექტორში განხორციელდა. მას 1 მილიარდ 253 მილიონი დოლარით მზა ტანსაცმლის სექტორი და 1 მილიარდ 234 მილიონი დოლარით ქიმიური ნივთიერებების სექტორი მისდევენ. ექსპორტში ევროკავშირის ქვეყნების წილი 50%-ია, ახლო აღმოსავლეთის წილი კი 18,1%-ს მიუახლოვდა.

რეგიონებში ეფექტური სავაჭრო ქსელის შექმნისათვის თურქი და კატარელი ინვესტორები თანამშრომლობას ახორციელებენ - წერს გაზეთი „ჰურიეთი“. კატარში ამირას ალ სანის ოჯახის მიერ შექმნილი კატარის ფონდის კუთვნილი კატარის ეროვნული კონგრესის ცენტრი (QNCC) და თურქული კომპანია Medyacity, Expo Turkey by Qatar გამოფენების სერიას იწყებს და პირველი კატარის დედაქალაქ დოჰას კატარის ეროვნულ კონგრეს ცენტრში 18-20 აპრილს ჩატარდება. მასში ტურიზმის, სამედიცინო ტურიზმის, ენერგეტიკის, გარემოს მართვის, სურსათის, ტრანსპორტირების და ავეჯის სექტორებიდან 300 ფირმა მიიღებს მონაწილეობას.

და ბოლოს, გაზეთი „ვათანი“-ს ცნობით ტრანსპორტის, ზღვაოსნობისა და კომუნიკაციების მინისტრმა აჰმედ არსლანმა განაცხადა, რომ „რკინის აბრეშუმის გზად“ წოდებული ბაქო-თბილის-ყარსის რკინიგზის ხაზის პროექტი მარტისა და აპრილში ჩასატარებელი 2 თვიანი აქტიური სამუშაოებით წლის პირველ ნახევარში ამოქმედდება. არსლანის თქმით, პროექტი ყარსის თაოსნობით აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის 23 ქალაქის მომცველი მიმზიდველი ცენტრების კუთხით მნიშვნელოვანია და რეგიონი ლონდონიდან პეკინამდე გადაჭიმული აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი გახდება. მინისტრის თქმით, ხაზის მასშტაბები გახსნისათვის 1 მილიონი მგზავრი და 6,5 მილიონ ტონა ტვირთი იქნება.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #პრესა

მსგავსი ინფორმაციები