თურქული პრესა 31.01.1017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

662292
თურქული პრესა 31.01.1017

მიმოხილვას გაზეთ „Sabah“-ით ვიწყებთ, რომელშიც ვკითხულობთ: საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის სააგენტოების, S&P და  Fitch-ის მხრიდან გასული კვირის ბოლოს თურქეთის ეკონომიკის წინააღმდეგ განხორციელებულმა ოპერაციამ არ გაამართლა. ამ ორგანიზაციების მხრიდან თურქეთის ეკონომიკის მიმართ უარყოფითი შეფასებების მიუხედავად, თურქულმა  კაპიტალმა მსოფლიოს მასშტაბით პირველ ადგილზე გადაინაცვლა რა, სტამბოლის ბირჟა კი 9 თვის მწვერვალზე ავიდა, თანაც იგი ასევე მსოფლიოში ყველაზე მომგებიან ბირჟად დასახელდა.

გაზეთ „Star“-ის მიხედვით, იაპონიის საკრედიტო რეიტინგის ევრაზიის პრეზიდენტმა ორჰან ოქმანმა განაცხადა, რომ თურქეთი ამჟამად განსაკუთრებული კონიუნქტურის  წინაშე დგას, ამიტომ საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის ორგანიზაციის მხრიდან თურქეთის საკრედიტოს შეფასებაში შეტანილი უარყოფითი ცვლილებები უსამართლოა. მისივე თქმით საკრედიტო რეიტინგის ორგანიზაციის მხრიდან   თურქეთის ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლის შემდეგ    გადაწყვეტილების მიღება უფრო რეალური იქნებოდა.

გაზეთი „Vatan“-ი წერს, რომ თურქული ბანკებისადმი ნდობა მსოფლიოს მრავალი ქვეყნების ბანკებს უსწრებს. საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია EY-მ 32 ქვეყანაში 55 ათასზე მეტ ბანკის მომხმარებლებში გამოკითხვა ჩაატარა. შედეგად კი გაირკვა, რომ ნდობის ინდექსის მიხედვით, მომსახურების პროვაიდერები თურქეთში უფრო კმაყოფილები არიან, ვიდრე სხვა ქვეყნებში და მისმა გლობალურმა მონაცემმა 10%-ს გადააჭარბა.  

გაზეთ „Yeni Şafak“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „სამიზნედ მეჩეთებია არჩეული“ რომელშიც ვკითხულობთ: აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან  მუსლიმანების ამერიკაში შესვლის აკრძალვის ბრძანებულებაზე ხელის მოწერის შემდეგ და მის კვალდაკვალ  კანადის მხრიდან „ჩვენი კარები მუსლიმებისთვის ღიაა“ განცხადების გაკეთების შემდეგ, ამ ქვეყანაში ტერაქტმა იჩინა თავი. კვებეკის  ისლამის კულტურის ცენტრის მეჩეთზე ბოლოს თავდასხმა გასული წლის მარხვის თვეში განხორციელდა. აღნიშნული კულტურის ცენტრის დირექტორმა მუჰამმედ იანგიუმ განაცხადა, რომ მსგავსი თავდასხმები თითქმის წელიწადში ერთხელ ყოველთვის ხორციელდება. ამ თავდასხმის შემდეგ აშშ-ში მეჩეთების უსაფრთხოება გაამკაცრეს. ორი დღის წინ ასევე ტეხასის შტატში ერთ-ერთი მეჩეთი დაწვეს, რამაც დასავლეთის ქვეყნებში მცხოვრებ მუსლიმურ მრევლში   აღშფოთება გამოიწვია. ამ ფაქტების შემდეგ ჰოლანდიაში ოთხი დიდი მეჩეთის წინამძღოლები შეიკრიბნენ და მეჩეთებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით ლოცვის დროს კარების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს.

გაზეთი „Habertürk“-ი იუწყება, რომ სტამბოლში, შავი ზღვის მარმარილოს ზღვასთან დამაკავშირებელი არხის გაჭრის დროს ამოღებული მიწით, ამ არხში ხელოვნურ კუნძულებს  გააკეთებენ. ეს ხელოვნური კუნძულები მარმარილოს და შავი ზღვის სანაპიროებზე იქნება განთავსებული. პროექტის მიხედვით ამ კუნძულებზე საცხოვრებელი სახლების და რესტორნების მშენებლობებიც იგეგმება.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები