თურქული პრესა 30.01.1017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

661508
თურქული პრესა 30.01.1017

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Vatan“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: ფეტულას ტერ ორგანიზაციის  წევრი 8 მეამბოხის ექსტრადაციაზე უარის მთქმელ საბერძნეთს პირველი პასუხი ეგეოსის ზღვაში გაეცა. თურქეთის გენერალური შტაბის უფროსმა ჰულუსი აქარმა, 21 წლის წინ თურქეთისა და საბერძნეთის ლამის ომის ზღვრამდე დამყენებელი ეგეოსის ზღვაში მდებარე კუნძული ქარდაქი შეიარაღებული ძალების სარდლობის თანდასწრებით მოინახულა.  მეთაურებმა საბრძოლო კატერებით ქარდაქის ტერიტორია დაათვალიერეს. ჰულუსი აქარმა ქარდაქის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ თურქეთი ჰაერიდან, წყლიდან და ხმელეთიდან საკუთარ ღირებულებებს ყოველთვის დაიცავს, აღნიშნავს ვათანი.

გაზეთ „Yeni Şafak“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „2030 წლამდე 250 საბრძოლო თვითმფრინავი“ და მასში ვკითხულობთ: თურქეთ-ინგლის შორის თურქული სამხედრო რეაქტიული გამანადგურებლების წარმოებასთან დაკავშრებით მიღწეულ შეთანხმებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მსოფლიო მასშტაბით დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თავდაცვის და კოსმოსური მრეწველობის წარმოებაში საზღვარგარეთის ქვეყნებზე დამოკიდებულების შემცირების მსურველ თურქეთს ეროვნული საბრძოლო თვითმფრინავისTF-X-ს წარმოებით თურქეთის შეიარაღებული ძალების უფრო გაძლიერებას ისახავს მიზნად. სწორედ ამის ფარგლებში მიღწეული შეთანხმება  2030 წლამდე  250 ეროვნული საბრძოლო თვითმფრინავის წარმოებას ისახავს მიზნად.

გაზეთი „Habertürk“ წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან შვიდ მუსლიმანური ქვეყნის მოქალაქეების ამერიკაში შესვლის აკრძალვის ბრძანებულებაზე ხელის მოწერას დიდი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. მიუხედავად აკრძალვებისა, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში მრავალათასიანი აქციები გაიმართა. ნიუ იორკისJFK-ს სახელობის აეროპორტში შეკრების მიზნით საზოგადოება სოციალური ქსელის მეშვეობით, ლოზუნგით #NoBanMuslims (მუსლიმებისთვის აკრძალვას არა), ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომელთაც ხელში „ყველანი მუსლიმანები ვართ“ წარწერებიანი პლაკატები ეჭირათ.  

გაზეთი „Hürriyet“-ი იუწყება, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან შვიდი მუსლიმანური ქვეყნის მოქალაქეებისათვის ამერიკაში შესვლის აკრძალვის ბრძანებულებაზე ხელის მოწერის შემდეგ, გუშინ სტამბოლიდან ამერიკაში წასასვლელად აეროპორტში მისულ სირიის და ერაყის მოქალაქეებს თვითმფრინავში ჩაჯდომის უფლება არ მიეცათ, რადგან  მათი ვიზები უკვე გაუქმებული იყო.

გაზეთ „Sabah“-ის მიხედვით, ტურიზმის დავოსად აღიარებული მსოფლიო ტურიზმის ფორუმი 16-18 თებერვალს სტამბოლში გაიმართება და მის წინ  ამ საკითხთან დაკავშრებით    მოსკოვში სამიტი გაიმართა. სამიტს 10 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. სამიტზე დამსწრე ტურისტული სააგენტოების მხრიდან გავრცელებული ინფორმაციით, 2015 წელთან  შედარებით მიმდინარე წელს რუსეთიდან თურქეთში ჩამომსვლელ ტურისტების  რაოდენობა 5%  გაიზრდება.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები