თურქული პრესა 26.01.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

659713
თურქული პრესა 26.01.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა განაცხადა, რომ პარლამენტში საპრეზიდენტო სისტემის თაობაზე მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს აფრიკიდან დაბრუნებისთანავე განიხილავს. ერდოღანმა გუშინ საკონსტიტუციო ცვლილებებზე განცხადება გააკეთ და აღნიშნა: „დღეს ღამით ჩვენს ქვეყანაში ვბრუნდები. სავარაუდოდ მეჯლისის თავმჯდომარეობამ პრეზიდენტის ადმინისტრაციას პარლამენტში გამართული მოლაპარაკებების შედეგები გადასცა. შეფასებებს მალე  გავაკეთებთ და გადაწყვეტილებას  მივიღებთ. რადგანაც ჩვენი ერის მოლოდინი ამჟამად ეს არის. ერი ამჟამად აქტიურად ამ საკითხზე გადასადგმელი ნაბიჯების მზადებაშია.“

გაზეთი „სტარი“-ს თანახმად, პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ დოლარის კურსის რყევები დროებითია და მომდევნო დღეებში ყველაფერი უკეთესად იქნება. მან ბიზნესმენებს ინვესტირების გაგრძელებისაკენ მოუწოდა და აღნიშნა: „სეპარატისტული ტერორგანიზაცია და FETÖ ევროპაში და ამერიკაში სერიოზულ თანხებს ხარჯავენ და ლობისტურ საქმიანობას ეწევიან. იმას, რაც 15 ივლისს, 17 დეკემბერს, PKK-ს ორმოებით, ქალაქების დაკავებით ვერ მიაღწიეს, ცდილობენ ეკონომიკის გართულებით მიაღწიონ. ჩვენ ამას ვხედავთ, მაგრამ ამასაც ვერ მიაღწევენ. უფო მეტი უნდა ვიმუშაოთ მცდარი აღქმის გამოსასწორებლად.“

„ვათანი“-ს ცნობით, პრემიერმინისტრმა და სამართლიანობისა და განვითარების პარტიის გენერალურმა მდივანმა ბინალი ილდირიმმა აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საარჩევნო დანაპირებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ტრამპის სიტყვებზე, რომელშიც ნათქვამია, რომ იგი სარკინიგზო ხაზებსა და გზებს, აეროპორტებს ააგებს. ილდირმმა აღნიშნა, რომ სამართლიანობისა და განვითარების პარტიის მთავრობით თურქეთმა პროექტები გაიცნო და თუ აშშ-ს გამოცდილება დასჭირდა მათ ეს გამოცდილება აქვთ. „არ ვხუმრობ, აშშ-ში ჩქაროსნული მატარებელი არ არის, ჩვენ კი გაქვს. ანუ თურქეთს ნურავინ შეხედავს სხვა თვალით. ბერლინის აეროპორტის გახსნა მეექვსედ გადაიდო, მაგრამ ჩვენ მსოფლიოს უდიდესი აეროპორტის პირველ ეტაპს 2018 წლის 26 თებერვალს გავხსნით.“-განაცხადა პრემიერმა ილდირიმმა.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს თანახმად, პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანთან ერთად ტანზანიაში, მოზამბიკსა და მადაგასკარში მყოფმა მისმა მეუღლემ ემინე ერდოღანმა ვიზიტის დროს ამ ქვეყნებში შეხვედრები გამართა. ემინე ერდოღანმა ტანზანიაში დარ ეს სალამში თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო TİKA-ს ოფისი გახსნა. ინვალიდებისათვის ბატარეაზე მომუშავე 25 სავარძელი და ორი ინკუბატორი სახელმწიფო სავადმყოფოს გადასცეს. ემინე ერდოღანმა TİKA-ს მიერ რესტავრირებული ტანზანიის ეროვნული მუზეუმი მოინახულა. იგი მოზამბიკში ერთ-ერთ ობოლთა თავშესაფარს ესტუმრა და მის აღსაზრდელებს საჩუქრები უსახსოვრა.

და ბოლოს გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს ინფორმაციით, ცნობილი ამერიკელი მსახიობი, მოდელი, პოპშემსრულებელი ლინდსი ლოჰანი, გუშინ წინ ისევ სტამბოლში ჩამოვიდა და იგი İstinye Park-ში მაშინ დააფიქსირეს, როდესაც მეგობართან ერთად სადილობდა. ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ მას თავსაბური ეკეთა. გასულ წელში გაზიანთეფში სირიელი დევნილების მონახულების დროს ლინდსი ლოჰანმა თავსაბური გაიკეთა, ისლამი მიიღო და Instagram-ში, სადაც 5 მილიონ 800 ათასი მიმდევარი ჰყავდა ყველა ფოტო წაშალა და სახელის გვერდით “Aleykümselam” დაწერა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #პრესა

მსგავსი ინფორმაციები