თურქული პრესა 24.01.2017

თურქული პრესის მიმოხილვა

658317
თურქული პრესა 24.01.2017

თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ „ჰურრიეთ“-ით დავიწყებთ, რომლის ცნობითაც, "პრეზიდენტმა ერდოღანმა, ტანზანიის შეხვედრების დროს გავრცელებულ განცხადებაში, გამოკვეთა, რომ დღეს მსოფლიოს ყველაზე დიდ საფრთხედ ითვლება ტერორი და მის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლაა საჭირო. არავინ არ უნდა გაებას მის ბადეში, იმიტომ რომ თურქეთმა 15 ივლისს განიცადა ტერ-ორგანიზაცია ფეტოს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა.  ეს ორგანიზაცია, მხოლოდ თურქეთისთვის კი არა, დიდი საფრთხის შემქმნელია ყველა იმ ქვეყნებისთვის, რომელსაც თავის სამოქმედო ასპარეზად იყენებს.

იმისათვის, რომ ისეთივე საფრთხის წინაშე არ აღმოჩნდნენ მათი მეგობარი სახელმწიფოები, საჭირო ინფორმაციებს იძლევიან იმ ტერორისტული ორგანიზაციების შესახებ-განაცხადა ერდოღანმა.

აი რას წერს გაზეთი „საბაჰ“-ი,  თურქეთის და რუსეთის, 6 წლის მანძილზე წარმართული ინტენსიური მცდელობით, პირველად მოხდა ესადის რეჟიმის და შეიარაღებული ოპოზიციის, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ერთმანეთთან შეხვედრა. 

მთავარი მიზანია, 30 დეკემბერს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელება. სხდომაზე ასევე მონაწილეობენ, თურქეთის, რუსეთის, ირანის, აშშ-ის უფლებამოსილები და გაეროს სირიის მუდმივი წარმომადგენელი სტეფან დე მისტურა.  სხდომას, სადაც თურქეთს წარადგენს საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველის მოადგილე სედათ ონალი, ირანს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და აშშ-ის წარმომადგენლები, თავმჯდომარეობას უწევს აშშ-ის ასტანის ელჩი.

  რუსეთის მხრიდან სხდომას უერთდება სახელმწიფო მეთაურის ვლ. პუტინის სირიის სპეციალური წარმომადგენელი ალექსანდრე ლავრენტიევი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ბოგდანოვი. რეჟიმს წარადგენს გაეროს წარმომადგენელი ბეშარ ელ-ჯაფერი.

გაზეთი „ვათან“-იც ამავე თემას ეხმაურება და წერს რომ სირიაში მებრძოლი შეიარღებული დაჯგუფებების სარდლები და მთავრობის ფრთის წარმომადგენლები, პირველად მიუსხდნენ ერთობლივად  მრგვალ მაგიდას და რუსეთ-თურქეთის გარანტიორობით, მინუს ექვსი გრადუსის სიცივეში ცდილობენ მსოფლიოს ყველაზე მტკივნეული პრობლემის გადაწყვეტას.

 გაზეთი „იენი შაფაკ“-ი ყურადღებას ამახვილებს იტალიის საექსპორტო საკრედიტო სააგენტოს   (SACE) საერთაშორისო საქმეთა მინიტრის მიშელ რონის სიტყვების შესახებ, რომლის ცნობითაც თურქეთში, მიმდინარე წლის პორტფოლიოს ღირებულება, 2.8 მილიარდ ევროს შეადგენს. განსაკუთრებით დაჩქარდება ინვესტიციები მცირე და საშუალო ზომის საწარმოებების ინფრასტრუქტურის, ინდუსტრიული მანქანების და ტექნოლოგიების სექტორში. ასევე განაცხადა, რომ ისინი მზად არიან კრედიტით უზრუნველყონ საზღვარგარეთ დასაქმებული თურქი მშენებლები.

გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ის ცნობით, თურქეთის ბუნებრივი სილამაზეების გასაცნობად საჯაროობის კამპანია წამოიწყო კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ და თანამშრომლობა დაიწყო ტურიზმის დოკუმენტურ არხთან „Travel Channel“-თან.

 მისი მიხედვით, რეკლამის გარდა, ერთობლივად მოხდება  შინაარსის მომზადება, სერიალის გადაღება და წელიწადის თითოეული დროის შესაბამისი სპეციალური პროგრამის მომზადება.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #გაზეთები , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები