თურქული პრესა 23.01.1017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

657085
თურქული პრესა 23.01.1017

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღმოსავლეთ აფრიკაში გამგზავრებამდე, აშშ-ს ახალი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთის საკითხთან დაკავშრებით ასე გააფრთხილა. „ჩვენ ტერიტორიული მთლიანობით აღიარებული ახლო აღმოსავლეთი გვსურს, ხანდახან არასწორი განცხადებები გვესმის, ჩვენ არ გვსურს დანაწევრებული ახლო აღმოსავლეთი, ეს თვით იმ ხალხის შეურაცყოფაა. თურქეთი დანაწევრებულ ახლო აღმოსავლეთს არასდროს აღიარებს,“ განაცხადა ერდოღანმა, წერს იენი შაფაქი. 

გაზეთი „Star“-ი იტყობინება, რომ სირიის სამოქალაქო ომის დასასრულებლად თურქეთის, რუსეთის, ირანის და აშშ-ს წარმომადგენლებს, ასევე სირიის ოპოზიციონერებს და ასადის მომხრეებს შორის ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მოლაპარაკებები დღეს იწყება. პრესისათვის დახურული ეს შეხვედრა 24 საათი  გაგრძელდება. ეს მოლაპარაკებები გაეროში სირიის მთავრობის წარმომადგენელ ბაშარ ელ-ჯაფერის თავჯდომარეობით წარიმართება. ანკარაში კონსენსუს მიღწეული ოპოზიციონერები  ამ შეხვედრას   ისლამური არმიის წარმომადგენელ, მუჰამმედ ალლუშ-ის თავჯდომარეობით 50-მდე დელეგატით ესწრებიან.

გაზეთი „Hürriyet“-ი იუწყება, რომ სირიაში ტერ ორგანიზაციაDEAŞ-ისგან განთავისუფლებული 2000 კვ. კილომეტრიან ტერიტორიაზე, კერძოდ კი ჯერაბლუსში, რაიში და ჩობანბეიში ახალი ცხოვრება იწყება. ამ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის, პურის საცხობების, სასმელი წყლის მიწოდების აღდგენის და სხვა მსგავსი სამუშაოები თურქეთიდან მივლინებული სამოქალაქო  პირების მიერ უნდა იქნეს ჩატარებული. ამ ყველაფერს კი კოორდინაციას თურქეთის საგანგებო სიტუაციების სააგენტო უხელმძღვანელებს.

გაზეთ „Habertürk“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „საგარეო ვაჭრობაში ბარტერის მეთოდი იწყება“ და მასში ვკითხულობთ:  თურქეთის მხრიდან ირანთან დაწყებულბარტერული მეთოდით ვაჭრობაში რუსეთიც ჩაერთო.  საბაჟო და ვაჭრობის მინისტრის, ბულენთ თუფექჩის განცხადებით, განსაზღვრული რაოდენობის საქონლის გაცვლა შესაბამისი ღირებულების საქონელზე ანუ ბარტერული მეთოდით ვაჭრობას მრავალ ქვეყანასთან აპირებენ. მისივე თქმით ამჟამად თურქეთი მსგავსი მეთოდით მხოლოდ ირანთან და რუსეთთან ახორციელებს ვაჭრობას, მაგრამ სამომავლოდ სხვა ქვეყნებთანაც აპირებს მსგავსი ნაბიჯის გადადგმას.

გაზეთი „Sabah“- წერს, რომ საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნად მიჩნეულ თურქეთში რეგიონალური და საკონტინენტთაშორისო პროექტების განხორციელება მიმდინარე წელშიც  გაგრძელდება. მათ შორისაა ჩანაქქალეს 1915 წლის სახელობის ხიდი, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, რიზე-ართვინის აეროპორტი, რომელიც  ზღვაზე უნდა გაშენდეს და იგი წელიწადში ორ მილიონ მგზავრს მოემსახურება.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები