თურქული პრესა 19.01.2016

თურქული პრესის მიმოხილვა

654808
თურქული პრესა 19.01.2016

თურქული პრესის მიმოხილვა

მიმოხილვას გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ით დავიწყებთ, რომელიც ყურადღებას ამახვილებს შეირაღებული ძალების გენერალური სარდლობის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ტერ-ორგანიზაცია დეაშის წინააღმდეგ საბრძოლველად თურქეთ-რუსეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმების  შესაბამისად, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა დაარტყეს ელ ბაბის სამხრეთით დაფიქსირებული ტერორისტების პოზიციები. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის არმიის კორპუსის გენერალმა სერგეი რუდაკოვმაც და აღნიშნა, რომ ოპერაციის შედეგად სათანადო წარმატება იქნა მოპოვებული.  კოალიციის ძალების ფარგლებში კი, ინგლისმა განახორციელა ელ ბაბში სამხედრო ოპერაცია.

გაზეთ „საბაჰ“-ის ცნობით, თურქულმა ფირმებმა ინვესტიციისთვის მიწვევა მიიღეს კატარისგან, რომელიც 2022 წლის მსოფლიო პრიზისთვის დააბანდებს 140 მილიარდი დოლარის ინვესტიციას. კატარმა თურქებს ყველანაირი ინვესტიციისთვის თანამშრომლობის სიმარტივე შესთავაზა.

 კატარის სავაჭრო-სამრეწველო გაერთიანების პრეზიდენტმა შეიხ კალიფა ბინ ჟასიმმა, თურქეთის სამრეწველო და საბირჟო კავშირის პრეზიდენტთან რიფათ ჰისარჯიკოღლითან ბრიფინგის დროს განაცხადა, რომ მიზნად ისახავენ  მცირე და საშუალო მრეწველობის განვითარებას. თურქულმა ფირმებმა დაიწყეს 140 მილიარდი დოლარის ინვესტიციიდან თავიანთი წილის აღება.

გაზეთ „მილლიეთ“-ის ცნობით, პირველი თურქული ეროვნული ფრეგატის მშენებლობა დაიწყება დღეს ჩატარებული ღონისძიებით.

ფრეგატის პირველი შედუღება მოხდება ეროვნული თავდაცვის მინისტრის იშიკის და  სამხედრო საზღვაო ძალების სარდლის ადმირალის ბოსტანოღლის მხრიდან.

113 მეტრიანი ფრეგატის მშენებლობის დასრულება მოხდება, სამ წელიწადსა და 10 თვეში. მომსახურებაში გადავა 2021 წელში. გემს, დაერქმევა „სტამბოლის“ სახელი.

„სტარ“-ი წერს ტრანსპორტის საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციის მინისტრის აჰმედ არსლანის სიტყვების შესახებ, რომლის ცნობითაც ბოსფორის სრუტეზე გასაშენებელი „1915 ჩანაკკალის ხიდის“ მშენებლობისთვის 24-მა კომპანიამ შეისყიდა სატენდერო დოსია. მათ შორის 4 არის იაპონიის, 3 ჩინეთის, 2 კორეის და ერთია იტალიის ფირმა. მისივე განცხადებით, ხიდის რეალიზაციაში გადაცემა გათვალისწინებულია რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით. იგი ატარებს მსოფლიოს უდიდესი პროექტის დანიშნულებას.

აი რას წერს გაზეთი „ჰურრიეთ“-ი:- ინგლისურმა

„Thelma Bishop“-ის კომპანიამ, 1960 წელში, იზმირის ანტიკური ეფესიდან შეისყიდა ჭურჭელი და როცა ცნობილი გახდა რომ იგი ჩწაღ-დე 3000-იანი წლების ექსპონატს წარმოადგენს, უკან დაუბრუნა თურქეთს. ისტორიული ექსპონატი გამოფენილ იქნება ანკარის ანადოლუს კულტურათა მუზეუმში.

 

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები