თურქული პრესა 17.01.2017

თურქული პრესის მიმოხილვა

653162
თურქული პრესა 17.01.2017

თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ით დავიწყებთ, რომლის ცნობითაც დაკავებულ იქნა, ახალი წლის ღამეს, 39 ადამიანის მკვლელი, 1983 წელში დაბადებული, უზბეკი წარმომავლობის დამნაშავე აბდულკადირ მასჰარიპოვი. დაკავება მოხდა სტამბოლში ჩატარებული ერთ-ერთი ოპერაციის შედეგად.  მეთვალყურეობაში იქნა აყვანილი ერთი ერაყელი და სამი უცხოელი წარმომავლობის ქალი. გაირკვა რომ, მასჰარიპოვის დაკავებით დაშლის პირამდე მისული ტერ-ორგანიზაცია DEAŞ-ი, იმისათვის რომ საყურადღებო არ გამხდარიყო მათი ადგილმდებარეობის გამოცვლა, სავაჭრო მიზნით იყენებდა შავკანიან ქალებს. დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ იმ მისამართზე, სადაც დაკავებულ იქნენ.   მათი დაკავებისთვის, პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან შეიქმნა 1000 კაციანი სპეციალური რაზმი.

 გაზეთ „სტარ“-ის ცნობით, უცხოელი მოდელიერები, რომელთა კარიერაც თურქეთში გრძელდება, გაერთიანდნენ იმიჯის წინააღმდეგ, რომლის შექმნის მცდელობას იჩენენ თურქეთისთვის ტერ-აქტის შემდეგ.

სოციალური მასმედიის საშუალებით გაზიარებულ ვიდეოში, ინგლისურ ენაზე გამოითქვა:- „გვიყვარს თურქეთი“, „ნუ შეგეშინდებათ თურქეთში ჩამოსვლის“. მათმა ვიდეომ, უმოკლეს დროში მიაღწია მრავალ მომხმარებელს. თურქეთში მომსახურე, მსოფლიოს ცნობილი მოდელიერების და მანეკენების ამ სამაგალითო ქცევამ, დიდი მოწონება დაიმსახურა.

აი რას წერს გაზეთი „საბაჰ“-ი,  ტერ-ორგანიზაცია პკკას მიერ მთებში გატაცებულმა და წინა ფრონტზე ბრძოლის დროს სასიკვდილოდ განწირულმა  ბავშვების ფოტოსურათებმა, სახელებმა და მკვლელობის თარიღებმა ასახვა ჰპოვა დაზვერვის სამსახურის მომზადებულ საანგარიშო მოხსენებაში. აღინიშნა, რომ ბავშვები პკკას მხრიდან განიცდიდნენ სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობას.

 მოხსენების მიხედვით, ტერორისტები, ბავშვებს ჰპირდებოდნენ დოლარის მიცემას. გვირაბებში დარჩენილ ბავშვებს ავალებდნენ შეშის მოგროვებას, ჭურჭლის, ტანსაცმლის გარეცხვას, საჭმლის მომზადებას, სანგრების და ტუალეტისთვის თხრილების გათხრას. ორგანიზაციის უფროსები კი მოწონებულ გოგონებს თავიანთ ხარჭად იყენებდნენ და სექსუალურ ძალადობას ხმარობდნენ.

მოხსენების უკანასკნელ ნაწილში აღნიშნულია, რომ ორგანიზაციის, სირიის გაგრძელებას YPG-ს, ძალის გამოყენებით წაუყვანიათ ბავშვები, გაუგზავნიათ წინა ფრონტზე საბრძოლველად და ასე მოუკვლიათ ათობით ბავშვი.

გაზეთი „ვათან“-ი წერს ფინანსთა მინისტრის ნაჯი აღბალის სიტყვების შესახებ, რომლის ცნობითაც თურქეთს აქვს ჯანსაღი ეკონომიკის პარამეტრები. გააჩნია რიგი უპირატესობები და ყველანაირი გლობალური დისბალანსის მიუხედავად მისი ეკონომიკა განაგრძობს ზრდას. მთავრობის მოვალეობად ითვლება, ყველანაირი რისკის წინააღმდეგ ზრდის ტემპის უფრო მაღალ დონეზე აყვანა, დასაქმების გაზრდა, უმუშევრობის შემცირება და  ინფლაციის დაწევა.

მისივე ცნობით, უკანასკნელი მონაცემებით ეკონომიკაში სათანადო წინსვლა შეიმჩნევა.

გაზეთი „იენი შაფაკ“-ი ყურადღებას ამახვილებს

თურქეთის ენერგეტიკული სტრაგედიის და პოლიტიკის კვლევითი ცენტრის (TESPAM) უფროსის ოღუზჰან აქიენერის ჩრკთს შესახებ გამოთქმული სიტყვებზე. ოღუზჰან აქიენერმა წამოაყენა წინადადება, რომ თუ ენერგეტიკის თვალსაზრისით შეხედავენ კვიპროსის საკითხს და არ ექნება მას არავითარი გადაწყვეტა,  თურქეთმა უნდა წამოიწყოს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ŞİÖ) არსებული მდგომარეობის და რუსეთთან სიახლოვის გამოყენებით, ჩკთს შანხაის სახელმწიფოების მხრიდან ცნობის ინიციატივა. ჩკთს შეუძლია საშუალოვადიან პერსპექტივში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ენერგო ჯგუფის წევრებში შესვლა ანდა, უნდა მოხდეს გრძელვადიან პერსპექტივაში მასში გაწევრიანების უზრუნველყოფა. სადავო საზღვაო ტერიტორიებში, სადაც უფლება გააჩნია, შეუძლია რუსულ და ჩინურ დიდ კომპანიებთან ერთობლივი საძიებო საქმიანობის წარმართვა.

 

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები