თურქული პრესა 12.01.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

649718
თურქული პრესა 12.01.2017

 

 

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Yeni Şafak-ში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის პრეზიდენტის პრეს სპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა სოციალურ ქსელ ტვიტტერით გავრცელებულ  მესიჯში უარყოფითი რეაქცია გამოხატა აშშ-ს არმიის ცენტრალური სარდლობის, CENTCOM-ის მხრიდან გავრცელებული განცხადებისადმი, რომელშიც უარყოფენ რაიმე კავშირს ქურთულ ტერ ორგანიზაცია PKK-სა და სირიაში მოქმედ ქურთულ შეიარაღებულ დაჯგუფება  PYD/YPG-ს შორის, რომელსაც ანკარა პკკ-ას მსგავსად ტერორისტულად აღიარებს, ხოლო ამერიკა კი არა და ამ საკითხში სერიოზული უთანხმოება არსებობს ორ მოკავშირე სახელმწიფოს შორის. “ასეთი შინაარსის განცხადებით, ამერიკის გენშტაბი ქურთი ტერორისტების ლეგიტიმაციას ფიქრობს, რაც ანკარის აღშფოთებას იწვევს. ამიტომ, დროა ვაშინგტონმა ასეთ “ხუმრობებს“ თავი დაანებოს“, აღნიშნავს ქალინი, წერს იენი შაფაკი

Habertürk-ში ყურადღებას იპყრობს სტატია, რომლის სახელწოდებაა: “FETÖ, PKK-ს და DEAŞ-ს სადაზვერვო დახმარებას უწევს“ და მასში ვკითხულობთ: ანკარაში მიმდინარე ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ და თქვა, რომ ფეტოს ტერ ორგანიზაციის წევრი მაღალჩინოსანი სამხედროები თურმე ყოველთვის უჩენდნენ სადაზვერვო დახმარებას როგორც PKK-ს და DEAŞ-ს, ასევე სხვა ტერ ორგანიზაციებსაც. “15 ივლისის სამხედრო ამბოხის წინ ფეტოელებს ქურთი ტერორისტები გაუფრთხილებიათ, რომ რაიმე ტერაქტი ან თავდასხმა არ განახორციელონ იმ სამხედროებზე, რომლებიც  სამხედრო პუტჩისათვის ემზადებიან. მოკლედ, ფეტო არის ძალზედ მზაკვრული და კამუფლაჟირებული ტერ ორგანიზაცია, რის გამოც მას კარგად არ იცნობენ არც ევროპელები და არც ამერიკელები“, განაცხადა სოილუმ და დაამატა, რომ ამ სამივე ტერ ორგანიზაციას  საერთაშორისო კავშირებიც გააჩნიათ

Star-ი იტყობინება, რომ თურქეთის პირველი ლედი, ემინე ერდოღანი გუშინ შუადღისას სადილზე შეხვდა ელჩების მეუღლეებს და მათთან საუბარში განაცხადა, რომ თურქეთში ტერაქტებისა და თავდასხმების გახშირებით სურთ საზოგადოების გახლეჩა და ერთმანეთისადმი წაკიდება, ამიტომაც მათ საწინააღმდეგოდ საზოგადოება უფრო მტკიცედ უნდა გაერთიანდეს თავისი ხელისუფლების გარშემო. “ჩვენმა ხალხმა უკვე დიდი ხანია რაც დაძლია ეთნიკური თუ რელიგიური განსხვავებულობანი და ამ ნიადაგზეც ვერ წაგვკიდებენ ერთმანეთს, ხოლო თურქეთის არა კეთილმოსურნეების საპასუხოდ კიდევ უფრო მეტი მჭიდრო ერთიანობა გვმართებს“, განაცხადა პირველმა ლედიმ და ხაზი გაუსვა, რომ განვითარების საკუთარი გზის ამრჩევი თურქეთის დაბრკოლების მიზნით დასავლეთი, 15 ივლისის სამხედრო პუტჩის ორგანიზატორების და მომწყობების გვერდით დადგა და არა დემოკრატიის დამცველების  

Sabah-ი ინგლისური ტელემაუწყებლობა BBC-ის გამოცდილი კორესპონდენტისა და ტელე წამყვანის მაიკლ ბუერკის განცხადებას ანთავსებს, რომელშიც იგი ამბობს, რომ იგი თურქეთში უფრო უსაფრთხოდ გრძნობს თავს, ვიდრე ლონდონში. “დღეს ტერაქტები მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში და ქალაქში ხდება და იგი ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური ნაწილი გახდა. მე, 25 წელია რაც ზაფხულის არდადეგებებს თურქეთის ხმელთაშუაზღვისპირეთში ვატარებ და უცხოელებს ვისაც ვეცნობი, ყველას ვურჩევ, რომ მათაც თურქეთში გაატარონ შვებულება“, ხაზგასმით ამბობს ინგლისელი ჟურნალისტი

Vatan-ის ეკონომიკური მიმომხილველი თურქეთის საჰაერო ფლოტის,  THY-ს გასული წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებს აანალიზებს და წერს, რომ გასულ წელს შიდა რეისებში მგზავრთა გადაყვანა 3,8%-ით, ხოლო უცხოეთის რეისებში კი 1,5-ით, ე.ი. მთლიანობაში 2.5%-ით გაიზარდა. 2015 წელს მთლიანი რეისების საერთო რაოდენობა 284 იყო, 2016 წელს ეს ციფრი 295 გახდა. ფირმას შარშან წინ 299 თვითმფრინავი გააჩნდა, გასულ წელს ამ ციფრმა 334-ს მიაღწია, წერს ვათანის  ეკონომიკური მიმომხილველი  



მსგავსი ინფორმაციები