თურქული პრესა 09.01.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

647131
თურქული პრესა 09.01.2017

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც პრემიერმინისტრ ბინალი ილდირიმის ერაყში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ ანკარის ესენბოღას სახელობის აეროპორტში გაკეთებულ განცხადებას ეხება, პრემიერმა აეროპორტში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ერაყთან ტერ ორგანიზაციების წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაზე შეთანხმდნენ.  „ბაშიკას სამხედრო ბაზაზე თურქული ქვედანაყოფების არსებობის მიზეზი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაა. სხვა რაიმე მიზანი არ გვაქვს. სინჯარის რეგიონში ტერ ორგანიზაცია პკკ-ს განლაგების საკითხი თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში შედის. ვიზიტის დროს ეს საკითხიც დეტალურად განვიხილეთ. იმ რეგიონში პკკ-ს ან ერაყის შეიარაღებული ძალები, ან ქურთული ძალები- ფეშმერგები მოუღებენ ბოლოს, ან კიდევ თურქეთი რაც საჭიროა იმას გააკეთებს,“ განაცხადა ილდირიმმა, აღნიშნავს სტარი.

გაზეთი „იენი შაფაქი“ -ს თანახმად, თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორ   აშშ-ს, 2013 წლის ივნისში, ნატოს შესახებ მომზადებულ დოკუმენტში PYD, PKK-ს ქვედანაყოფად, ე.ი. ტერორისტებად არის აღიარებული. ბრიუსელში გამართულ ნატოს სტრატეგიული დაზვერვის დოკუმენტის სამუშაო ჩატარდა, რომელზეც თურქეთის ძალისხმევით PKK და  KCK-სთან ერთად  PYD/YPG-ც ტერ ორგანიზაციებთან იქნენ აღიარებულნი და ამ დოკუმენტზე აშშ-საც აქვს ხელი მოწერილი. მიუხედავად ამისა ვაშინგტონის მთავრობა სამ წელზე მეტია PYD/PKK-ს ყველაზე მეტად იარაღით მომმარაგებელი გახლავთ. ამან კი თურქეთ-ამერიკას შორის ნდობის კრიზისი გამოიწვია.  

გაზეთ „ჰაბერ თურქი“-ს ცნობით, კვიპროსის საკითხის მოგვარებისათვის გაეროს ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარე მოლაპარაკებები დღეს,  შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაგრძელდება, რომელსაც ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრეზიდენტი მუსტაფ აქინჯი და ბერძნული მხარის ლიდერი ნიკოს ანასტასიადისიც დაესწრებიან. მოლაპარაკებების ფარგლებში მხარეებმა 11 იანვარს საკუთარი პოზიციები უნდა  წამოაყენონ, 12 იანვარს კი გარანტორი ქვეყნებიდან თურქეთის, ინგლისის და საბერძნეთის მონაწილეობით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

გაზეთი „ჰურრიეთი“ წერს, რომ თურქეთის სხვადასხვა კუთხიდან ჩასულმა დაახლოებით 25 ათასმა ადამიანმა პირველი მსოფლიო ომის დროს რუსების წინააღმდეგ მებრძოლი და უმრავლესობა აუტანელი ყინვის შედეგად დაღუპული ჯარისკაცების სულის მოსახსენიებლად ქალაქ ყარსის სოფელ სარიყამიშში  შეიკრიბნენ.  ამ ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი  აქიფ ჩაღათაი ქილიჩი,  ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრი  აჰმეთ არსლანი დაესწრნენ. გარდა ამისა თურქეთის სხვადასხვა კუთხეში სარიყამიშის ბრძოლის 102-ე წლისთავთან დაკავშრებით სხვადასხვა ღონისძიებები და მსვლელობები გაიმართა.

და ბოლოს, გაზეთი, „საბაჰი“ იუწყება, რომ ყოველწლიურად იაპონიაში გამართულ მსოფლიო მწვანე ჩაის კონკურსზე თურქულ ჩაისაც გადაეცა ჯილდო. კონკურსზე  ჩინური, კორეული და იაპონური ფირმებიც იღებდნენ მონაწილეობას.  ოქროს მედალი კი თურქული ფირმა „Doğadan”-ს გადაეცა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები