თურქული პრესა 06.01.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

645739
თურქული პრესა 06.01.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, იზმირში საგზაო პოლიციელმა ფეთჰი სექიმ, რომელმაც სასამართლოსკენ მიმავალი დანაღმული ავტომობილით, ხელყუმბარებით, იარაღით თავდასხმის მოსაწყობად მიმავალი ტერორისტები შეამჩნია, ძალიან დიდი კატასტროფა აღკვეთა. გმირმა პოლიციელმა სექიმ მანამდე იბრძოლა სანამ ტყვიები არ გამოეცლა და 1 ტერორისტი მოკლა. შეტაკების დროს პოლიციელი სექი და სასამართლოს ერთი თანამშრომელი დაიღუპა.  

გაზეთი „ჰურიეთი“-ს თანახმად, პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა ანკარაში ქეჩიორენის მეტროს გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ისინი, ვინც კაცურად წინ ვერ გვიდგება, ტერორგანიზაციების ხელით ცდილობს დანა ზურგში ჩაგვარტყას.“ პრეზიდენტი ასევე შეეხო თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიაში წარმოებულ ევფრატის ფარის ოპერაციას და განაცხადა: „ვინც ჩვენ ერთი პერიოდი ამორალურად გვადანაშაულებდა DEAŞ-თან ბრძოლის არ წარმოებაში, ტყუილად არ გვეუბნებიან ახლა რომ „უფრო წინ არ წავიდეთ. DEAŞ-ის წინააღმდეგ სხვა ტერორგანიზაციების მხარდამჭერთა თამაში და მიზეზები თურქეთის არენაზე გასვლით ჩაიშალა.“  

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, თულინ შაჰინმა, იეშიმ სალქიმმა და ემინა სანდალმა მწუხარება გამოთქვეს მომხდარი ტერაქტის გამო და დასძინეს, რომ ბოროტების დამარცხება ჩვენს ხელთაა. ემინა სანდალმა აღნიშნა: „ეს ჩვენი ქვეყანაა. არსად წავალთ და ყოველთვის აქ ვიცხოვრებთ.“იეშიმ სალქიმმა კი დასძინა: „მათ ჯინაზე გავალთ ქუჩაში. ეს ჩვენი ქვეყანაა, სხვა თურქეთი არ არსებობს. არავის მივცემთ უფლებას შიშის იმპერია შექმნას.“ თულინ შაჰინის თქმით კი „ვალდებულები ვართ ამაყად ფეხზე ვიდგეთ. ამ ქვეყნის შუქები არ ჩაქრება, ძმობა გაიმარჯვებს და სიცოცხლე არ შეჩერდება.“

კატარმა ბოლო 10 წელიწადში თურქეთში 19 მილიარდი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია განახორციელა - წეს გაზეთი „ვათანი“. თურქეთი იმ ქვეყნებს შორის, სადაც კატარმა ინვესტიციები დააბანდა, მეოთხე ადგილზეა. მიზანი 35 მილიარდი დოლარით საფრანგეთის მაგიერ პირველი ადგილის დაკავებაა. 2017 წლის 18-20 აპრილს კატარის დედაქალაქ დოჰაში გასამართი სავაჭრო გამოფენა EXPO Turkey by Qatar-ით ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის და სავაჭრო ბრუნვის გაზრდა იგეგმება.

და ბოლოს, გაზეთი „სტარი“ იუწყება, რომ თურქეთის ავიახაზები 30 მარტს დაიწყებს ფრენების შესრულებას ხარკოვში. თურქეთის ავიახაზებმა, რომელიც 119 ქვეყანაში 295 მიმართულებით ასრულებს რეისებს, მათ შორის უკრაინის განათლების, კულტურისა და მრეწველობის სფეროებით ცნობილი ხარკოვიც ჩართო. თურქეთის ავიახაზები 30 მარტიდან ხარკოვის მიმართულებით კვირაში 4 დღე შეასრულებს ფრენებს და 30 მაისიდან კი ამ ციფრს შვიდამდე გაზრდის.  


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #პრესა

მსგავსი ინფორმაციები