თურქული პრესა 05.01.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

644733
თურქული პრესა 05.01.2017

 

 

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ HÜRRİYET-ში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა ერდოღანმა გუშინდელ გამოსვლაში თქვა, რომ თუ, მოსახლეობა ხელთ არსებულ ფულს მიმოქცევაში გაუშვებს, ქვეყნის ეკონომიკა ახლიდან გამოცოცხლდება, ხოლო თუ ბანკები საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებენ, მაშინ, გაიზრდება ინვესტიციები და წარმოება. მისივე აზრით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე კარგი გადასადგმელი ნაბიჯი სწორედ ეკონომიკის გამოცოცხლება და მის კვალდაკვალ მოსახლეობის მატერილური დონის ამაღლება იქნება

“3 წლის შემდგომი ვიზიტი ბაღდადში, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას STAR-ში და მასში ვკითხულობთ: ბოლო ურთიერთ ვიზიტები თურქეთისა და ერაყის პრემიერ მინისტრებმა 2014 წლის ბოლოს განახორციელეს და აი, ამ დღეებში ბაღდადს პირველად ეწვევა პრემიერის რანგში ბინალი ილდირიმი და შეხვდება რა თავის ერაყელ კოლეგა ჰაიდარ ელ აბადის, შემდეგ აქედან ჩრდილოეთ ერაყის ქურთული ავტონომიის დედაქალაქ ერბილს გადავა და ამ რეგიონის ლიდერებსაც შეხვდება. შეხვედრების დროს განიხილავენ ორმხრივ ურთიერთობებს, ბაშიკას სამხედრო ბაზის, სინჯარის რეგიონიდან პკკ-ს განდევნის და სხვა აქტუალურ საკითხებს, წერს სტარი  

HABER TÜRK-ის მიხედვით თავდაცვის მინისტრმა ფიქრი იშიქმა გუშინ, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე შეფასება მისცა რა სირიის ჩრდილოეთში  თურქეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან DEAŞ-ის მიმართ განხორციელებულ ოპერაციებში კოალიციის თვითმფრინავების პასიურ ქმედებებს, თქვა, რომ ამით ეჭვ ქვეშ დგება და პრობლემური ხდება მოკავშირეების მიერ ინჯირლიკის სამხედრო ბაზის გამოყენების საკითხი და თუ კოალიცია თურქ ძალებს არ დაეხმარება სირიის ქალაქ ელ ბაბის აღებაში, რომელიც დეაშის კონტროლ ქვეშ არის, მაშინ, შეიძლება დღის წესრიგში დააყენონ ამ ბაზის დახურვის საკითხი.

SABAH-ი წერს, რომ ახალი წლის ღამეს სტამბოლში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, რომელსაც 39 ადამიანი ემსხვერპლა, მთავრობა აქტიურ მოქმედებაზე გადავიდა და კერძო უსაფრთხოებისა და დაცვის სამსახურის პერსონალის რეგულირებისათვის ახალი პროგრამის მზადება დაიწყეს. ამ პროგრამის მიხედვით კერძო დაცვის სამსახურის წევრები ჩვეულებრივ პოლიციურ განათლებას მიიღებენ რა, მის ფარგლებში ორთაბრძოლის მეთოდებსაც შეისწავლიან და იარაღის გამოყენებასაც   

ვათანი ეკონომიკურ გვერდზე იუწყება, რომ ამერიკისა და მსოფლიოს გიგანტმა საავტომობილო ფირმა ფორდმა ვერ გაუძლო რა ტრამპის ზეწოლებს, რომელიც 20 იანვრიდან შეუდგება აშშ-ს ახალი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას, უარი თქვა აქამდე მექსიკაში დაგეგმილ 1,6 მილიარდი დოლარის ღირებულების ინვესტიციაზე და ეს პროექტი თურქეთში გადმოიტანა. ასე რომ, ამ ინვესტიციით ფორდი  Transit Custom-ის ჰიბრიდული ვერსიის წარმოებას თურქეთის ქალაქ გოლჯუკში დაიწყებს



მსგავსი ინფორმაციები