თურქული პრესა 27.12.2016

თურქული პრესის მიმოხილვა

638678
თურქული პრესა 27.12.2016

გაზეთი „საბაჰ“-ი პრეზიდენტ ერდოღანის სიტყვებს უთმობს ადგილს და აღნიშნავს, რომ თურქეთი უსაფრთხოების პრობლემებიან ქვეყანასთან ერთად, არის ზრდადი ეკონომიკის მქონე სახელმწიფო. უკანასკნელ პერიოდში გაზრდილი ტერ-აქტებით და მისი ეკონომიკის შესუსტების მიზნით განხორციელებული თავდასხმების მიუხედავად, თურქეთი ყველა სფეროში მოპოვებული წარმატებით შესძლებს 2023 წლისთვის დასახულ მიზნამდე მისვლას. ვერავინ ვერ შესძლებს მისთვის შეფერხების შექმნას.   ერდოღანმა აღნიშნა, რომ OECD-მ თურქეთის ჩათვლით 8 საშუალო ვადიანი სახელმწიფო გადაიყვანა მაღალ შემოსავლიანი სახელმწოფოების რიგებში.

გაზეთი „სტარ“-ი წერს, თურქულ-ამერიკული ეროვნული საკოორდინაციო კომიტეტის (TASC), ჩიკაგოში, ამერიკელი მუსლიმანური სათვისტომოების გამაერთიანებელ MAS-ICNA კონგრესზე ჩატარებული სხდომის შესახებ სახელწოდებით:-“15 ივლისი და პუტჩის მოწინააღმდეგე გმირები“.

სხდომაზე, მოხსენებით გამოსულმა ქალთა დემოკრატიული ასოციაციის გენერალური თავჯდომარის მოადგილემ სუმეია ერდიოღანმა ისაუბრა პუტჩის მცდელობის აღკვეთის მნიშვნელობაზე როგორც თურქეთის ისე, რეგიონისთვის და დაამატა:-ფეტოს, დეაშის და ბოკო ჰარემის მსგავსი დაჯგუფებები რადიკალური ორგანიზაციები არიან და თუ არ მოხდება მათი შეჩერება საფრთხეს შეუქმნიან მთელ მსოფლიოს.  

გაზეთი „ჰაბერ თურქ“-ი წერს პრეზიდენტის პრეს-სპიკერის იბრაჰიმ კალინის კრიტიკის შესახებ, რომელშიც აღნიშნულია:-„საერთაშორისო კოალიციამ, სირიის ჩრდილოეთის ელ-ბაბის რეგიონის დეაშთან ბრძოლაში, მარტო მიატოვა თურქეთი. ევფრატის ფარის ოპერაციით, 1.900კმ-იანი ტერიტორია გაიწმინდა ტერორისტული ელემენტებისგან. მან, ყოვლად მიუღებელი უწოდა, მათ ქმედებას, რომლებიც ყოველ ნაბიჯზე აკრიტიკებენ თურქეთს და საჰაერო მხარდაჭერა არ აღმოუჩინეს თურქეთს დეაშთან ბრძოლაში. აღნიშნა, რომ თურქეთი მტკიცე გადაწყვეტილებით გააგრძელებს ევფრატის ფარის ოპერაციას.  

გაზეთი „იენი შაფაკ“-ი წერს, რომ ევფრატის ფარით ბლოკადაში მოქცეულ ბაბის ცენტრალურ დაბა-დასახლებებში დაიწყო პირველი სადესანტო არმიის შესვლა. იმ ადგილებში, სადაც მოხერხდა კონტროლის დამყარება, საყურადღებო გახდა დეაშის გამოყენებული ნაღმები. გაირკვა, რომ ტერორისტები სახლების დანაღმვას ახდენდნენ პროფესიონალი არმიის გამოყენებული ნაღმებით.  ისიც დაფიქსირდა, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების და სირიის თავისუფალი არმიის გეგმაში იყო ელ-ბაბის შემდეგ, სულ ცოტა 10 დღეში, PYD-ს ოკუპაციის ქვეშ მყოფი  მინბიჩის განთავისუფლება. მზად ჰქონდა კიდეც ეს გეგმა.  ამავე დროს, აშშ-ი, ემზადება ტერ-ორგანიზაცია PYD-თვის საზენიტო თვითმფრინავის მისაცემად, ძირითადი მიზანია PYD-სთვის მხარდაჭერა.  იმიტომ, რომ დეაშს არ გააჩნია თვითმფრინავი.

გაზეთი „ჰურრიეთ“-ი წერს ვიცე პრემიერის ვეისი კაინაკის სიტყვების შესახებ, რომელიც აღნიშნავს, რომ ლტოლვილთა ბანაკების გარდა, არის სირიის დაკარგული თაობა. ევროკავშირთან ერთად მუშაობენ „დაკარგული თაობის პროექტზე“. ევროკავშირს არ სურს  ამ პროექტისთვის მიცემული დახმარების სკოლის, საავადმყოფოს მშენებლობაში გამოყენება, მაგრამ გამონახავენ საერთო ენას და მოახდენენ პროექტის ცხოვრებაში გატარებას.   ფაქტია რომ არსებობს დაკარგული თაობა, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, თურქეთში თუ სირიაში, ევროპისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენენ. ამისათვის საჭიროა პროექტი. კაინაკმა აღნიშნა, რომ დეაშთან ბრძოლაში დასავლეთის ქვეყნები არ იქცევიან პატიოსნად, ტერორისტებს ხელთ აქვთ გერმანული წარმოების ანტი სატანკო იარაღები. საინტერესოა, როგორ ჩაიგდეს ხელში მათ ეს იარაღები?- თქვა ვიცე პრემიერმა.



მსგავსი ინფორმაციები