თურქული პრესა 21.12.2016

თურქული პრესი მოკლე მიმოხილვა

635151
თურქული პრესა 21.12.2016

თურქული პრესი მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, აზიისა და ევროპის პირველად წყლის ქვეშიდან დამაკავშირებელი საავტომობილო ევრაზიის გვირაბი, სპეციალური ცერემონიით გაიხსნა. ცნობილია, რომ ბოლო პერიოდში გახშირებული ტერორისტული აქტების მიზანი თურქეთის დასახული მიზნებისაგან ჩამოშორება გახლავთ. ამის მიუხედავად, პროექტები ერთმანეთის მიყოლებით ხორციელდება. ზღვის ქვეშ 106 მეტრის სიღრმეში გამავალი ორ სართულიანი ევრაზიის გვირაბის გახსნის ცერემონიის შემდეგ პროექტ სტამბოლის არხის ჯერი დადგა. სტამბოლის არხი, რომელსაც „გიჟურ პროექტსაც“ უწოდებენ, შავ ზღვასა და მარმარილოს ზღვას ხელოვნური არხით ერთმანეთთან დააკავშირებს. 2018 წლის 26 თებერვალს კი გაიხსნება მსოფლიოს უდიდესი აეროპორტი, რომელიც სტამბოლს მსოფლიოს ცენტრად გადააქცევს.  

გაზეთი „ჰაბერთურქი“-ს ცნობით, ოცნება ახდა და ორი კონტინენტის დამაკავშირებელი ევრაზიის გვირაბი დაგეგმილზე 8 თვით ადრე გაიხსნა. უკვე სტამბოლის ერთი სანაპიროდან მეორეზე გადასვლა ზღვის ქვეშიდან 5 წუთში იქნება შესაძლებელი. ორ სართულიან გვირაბში ავტომობილები და მიკროავტობუსები გაივლიან. გვირაბი უძლებს 9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას და მას ყოველ 600 მეტრში ერთი უსაფრთხოების ზოლი და საევაკუაციო სისტემა გააჩნია. ახალი გვირაბის გახსნით ორი კონტინეტი ერთმანეთს მეხუთედ დაუკავშირდა. გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსულმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ერთის მხრივ ბრძოლა მიდის ტერორიზმთან, მეორეს მხრივ კი აგრძელებენ გიგანტური პროექტების განხორციელებას. მისივე თქმით, ტერორი ხელს ვერ შეუშლის ახალი პროექტების ამოქმედებას.

ანკარაში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის, შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მკვლელობის შემდეგ თურქეთის საქმიანმა სამყარომ მომხდარი დაგმო - წერს გაზეთი „იენი შაფაკი“. გაზეთის ცნობით, ათობით არასამთავრობო ორგანიზაციამ და პროფკავშირმა თავდასხმას მიუღებელი უწოდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ორ მეგობარ ქვეყანას შორის გაზრდილი ახლო ურთიერთობები ტერაქტების მსხვერპლი არ გახდება.

გაზეთი „სტარი“-ს თანახმად, რუსეთის ელჩის ანკარაში, ანდრეი კარლოვის, მკვლელობის უკან მდგომი  FETÖ (ტეფულას ტერორისტული ორგანიზაცია) აღმოჩნდა, რომელმაც თვითმფრინავის კრიზისით ვერ გააფუჭა თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები და სურს ხელი შეუშალოს სირიის სამშვიდობო პროცესს. იზმირში დაკავებული იქნა FETÖ-ს ე.წ. იმამი, რომელთანაც კავშირი ჰქონდა თავდასხმის მომწყობს. ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელმა ე.წ. იმამი პოლიციის კოლეჯში სწავლის დროს გაიცნო და მასთან კავშირი არასოდეს შეუწყვეტია. ე.წ. იმამის ძმა FETÖ-ს წევრობაში ეჭვმიტანილის სახითაა დაკავებული. თავდამსხმელის დამფინანსებელი კი FETÖ-ს გამოძიების ფარგლებში ოთხი დღის წინ არის დაკავებული.   

და ბოლოს, გაზეთი „ვათანი“ იუწყება, რომ სტამბოლში ისევ აგრძელებენ ჩამოსვლას ის ტურისტები, რომლებიც ძვირადღირებულ სამოსს ყიდულობენ. წელს მომხდარი გადატრიალების მცდელობის, რუსეთის კრიზისისა და ვალუტის კურსის გაზრდის მიუხედავად, უცხოელებმა უარი არ თქვეს სტამბოლში საყიდლებზე ჩამოსვლაზე. ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი, რომელსაც უცხოელები უპირატესობას ანიჭებენ İstinyePark-ია. İstinyePark-ის გენერალურმა დირექტორმა უღურ ბერკმა განაცხადა, რომ ნოემბრის ბრუნვა წინა წლის ამავე თვესთან შედარებით 15%-ით გაიზარდა. მისივე თქმით, 2017 წელში ახალ ბრენდები გაიხსნება და დაამატა, რომ ბრენდები, რომლებმაც თურქეთში ინვესტიცია განახორციელეს, კმაყოფილები არიან და ინვესტირებას ისევ გააგრძელებენ.  

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #პრესა

მსგავსი ინფორმაციები