თურქული პრესა 24.11.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

616908
თურქული პრესა 24.11.2016

 

 

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ SABAH-ში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, ერდოღანი გუშინ სიტყვით გამოვიდა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების მუდმივმოქმედი კომიტეტის, İSEDAK-ის 32-ე შეკრებაზე და თქვა, რომ საერთაშორისო სავალუტო წნეხისაგან განთავისუფლების მიზნით საჭიროა ეროვნული ვალუტების ოქროზე ინდექსაცია მოახდინონ, რითაც ჯერ ერთი აიცდენენ ეკონომიკურ და ფინანსურ კრიზისებს, ხოლო მეორეს მხრივ სავალუტო ზეწოლასაც თავს დააღწევენ

Vatan-იც აშუქებს ერდოღანის İSEDAK-ზე გამოსვლას, სადაც მან ხაზი გაუსვა მთელს მსოფლიოში რასიზმისა და ისლამოფობიის ფართოდ გავრცელებაზე და აღნიშნა, რომ ამით დასავლეთი ისლამურ სამყაროს თავს ახვევს თავის სურვილებს და ამასთან საჭიროების შემთხვევაში თავსაც ესხმის. “ამ ბოლო ხანებში ევროპაშიც და ამერიკაშიც გახშირდა თავდასხმები მეჩეთებზეც და მუსლიმანებზე. ამიტომაც დადგა დრო, რათა მთელმა ისლამურმა სამყარომ ერთობლივად  ამოვიღოთ  და ავიმაღლოთ ხმა ასეთი თავდასხმების წინააღმდეგ“, ხაზგასმით აღნიშნა ერდოღანმა, წერს ვათანი  

Star-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით: მთავრობა რამდენიმე დღეში სასიხარულო ინფორმაციებს გაავრცელებს ეკონომიკის შესახებ და მასში ვკითხულობთ: პრემიერმინისტრ ბინალი ილდირიმის თქმით ფეტულეჰელებმა და მათ უკან ამოფარებულმა ძალებმა, როცა სამხედრო ამბოხითაც ვერ მოახერხეს თურქეთის ხელისუფლების დამხობა, ახლა მას ეკონომიკურ და ფინანსურ საბოტაჟებს უწყობენ, რის გამოც სტამბოლის საფონდო ბირჟაზე საშუალო ინდექსები მცირდება, ხოლო მის სანაცვლოდ დოლარის და ევროს ფასები კატასტროფულად იზრდება, ამიტომაც ახლა ამ მხრივაც უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები და მის ფარგლებში საგანგებო პროგრამებს ამზადებენ, რომლებითაც ბირჟებიც და სავალუტო ბაზრებიც დაწყნარდებიან. პრემიერის თქმითვე ასეთ ზომებს შორის უპირველეს ყოვლისა იქნება სახელმწიფო ბანკების მხრიდან საბანკო პროცენტების განაკვეთების შემცირებაც

“თურქ ხალხს ევროკავშირი აღარ უნდა და მის მაგივრად შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში სურს გაწევრიანება“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Yeni şafak-ი და წერს, რომ ამის შესახებ ოფიციალურმა ანკარამაც განაცხადა, რის კვალდაკვალ შეშფოთება გაჩნდა ევროპარლამენტში, სადაც დღეს კენჭი უნდა ეყაროს თურქეთთან განხილვების გაგრძელება არ გაგრძელების ბედს. ამავე სტატიით ამ თემაზე საანკეტო გამოკითხვა მოუწყეს 16 ათას კაცს და აქედან 88%-მა მხარი დაუჭირა ევროკავშირის ნაცვლად შანხაის ორგანიზაციაში გაწევრიანებას

Habertürk-ი კი იუწყება, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციამ თურქეთის გაწევრიანებისადმი თანხმობისა და ჟესტის სახით იგი 2017 წლისათვის ამ ორგანიზაციის ენერგეტიკული კლუბის როტაციულ თავჯდომარედ დანიშნა. სხვათა შორის სწორედ ანკარამ წაუყენა წინადადება ხსენებულ ორგანიზაციას, რომ როტაციული თავჯდომარეობა მიეცეს ამ ორგანიზაციის არა წევრ ქვეყნებსაც და მოსკოვის შეკრებაზე ეს წინადადება ერთხმად მიიღეს. ამით ენერგეტიკული კლუბის თავჯდომარედ პირველად იქნება შანხაის ორგანიზაციის არა წევრი ქვეყანა. ამასთან დაკავშირებით როგორც განაცხადა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ბერათ ალბაირაქმა, თურქეთის როტაციული თავჯდომარეობა ქვეყნის ენერგეტიკული სტრატეგიის ძლიერ გამოყენებას და თანამშრომლობის განვითარებას შეუწყობს ხელს. დღესდღეობით ეს ორგანიზაცია მსოფლიო ელექტროენერგიაზე მოთხოვნილების 36%-ს, ბუნებრივი აირის 23%-ს, ნავთობის 20%-ს და ქვანახშირის 60%-ს აკმაყოფილებს  



მსგავსი ინფორმაციები