თურქული პრესა 22.11.2016

თურქული პრესის მიმოხილვა

615334
თურქული პრესა 22.11.2016

თურქული გაზეთების მიმოხილვას „საბაჰ“-ით დავიწყებთ, რომლის ცნობითაც პრეზიდენტმა რ.თ. ერდოღანმა, სტამბოლში საპარლამენტო ასამბლეის გენერალური საბჭოს  საშემოდგომო სხდომის მოხსენებაში, აღნიშნა, რომ საფრთხის გლობალიზაციის და ძალაუფლების ბალანსის შეცვლის ეპოქაში, საშიშროების თავიდან აცილების და შესაძლებლობების სასიკეთოდ გარდასაქმნელად საჭიროა საკითხის ყოვლისმომცველად განხილვა.  თურქეთი, ევროპის ჩათვლით, მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შორის კომპლექტს წარმოადგენს. თუ ამ ბრძოლაში თურქეთი დამარცხდება ე.ი. თუ სრული შემადგენლობა დაიშლება, ტერორიზმი, ნიაღვარივით მოედება და სისხლსა და ცეცხლში გაახვევს მსოფლიოს. ეს კომპლექტი უფრო უნდა გაძლიერდეს. საკითხთან დაკავშირებით თურქეთისთვის თითოეული ქვეყნის მხარდაჭერა, გარანტირებაში აიყვანს იმ სახელმწიფოს მომავალს-თქვა ერდოღანმა.

გაზეთი „ჰაბერ თურქ“-ი წერს, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა, 17 ნოემბერს, უზბეკეთში ვიზიტიდან დაბრუნებისას, თვითმფრინავში უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს. შანხაის ხუთეულის შემადგენლობასთან დაკავშირებით კითხვის პასუხად თქვა, რომ შანხაის გიგანტი ხუთეული სახელმწიფოები თურქეთის გაწევრიანებისთვის სასიკეთო იქნება.

რუსეთის, პარლამენტის ზედა პალატის ფედერაციის საბჭოს, თავდაცვის კომიტეტის წევრის ალექსეი პუშკოვის Twitter-ის მეშვეობით შეფასებაში აღინიშნა, რომ თურქეთის, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში  (ŞİO) გაწევრიანება ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა ერდოღანისთვის. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია განსხვავდება ევროკავშირისგან. მას ვერ შესცვლის, მაგრამ მისი წევრები სრული ჰეგემონები არიან. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველის გინგ შუანგის განცხადებით კი, თურქეთი ისედაც მათ პარტნიორად ითვლება, სურთ მასთან თანამშრომლობის გაფართოება.  

გაზეთი „ვათან“-ი ეყრდნობა რა ინგლისურ გაზეთ "Financial Times“-სს, რომელიც თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებს უთმობს ადგილს,  აღნიშნავს, რომ  FT-ის ვარაუდით, იმის გამო, რომ ანკარა არ წავიდა ტერორიზმთან ბრძოლის კანონში ცვლილებაზე, ევროკავშირმაც არ მოახდინა თურქი მოქალაქეებისთვის ვიზის ლიბერალიზაცია, რომელიც შეიძლება გარდაიქმნას გარდატეხის წერტილად. სარისკო იქნება პრეზიდენტ ერდორანის, მომავალ წელს, თურქეთის ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმზე წასვლა და ევროკავშირიდან გასვლის მოწოდება, მაგრამ  თურქეთის მგრძნობიარე ეკონომიკა დაკავშირებულია ევროკავშირთან და მასთან არის ინტეგრირებული. იგი გამოიწვევს საბაჟო პირობების განახლების და გაფართოების გაგრძელებას-წერს გაზეთი „ვათან“-ი ინგლისური გაზეთ "Financial Times“-ზე დაყრდნობით.

გაზეთი „ჰურრიეთ“-ი ყურადღებას ამახვილებს ინდოეთის „Agrotech“-ის ფორუმზე,  ჰემას ინდუსტრიული ანონიმური კომპანიის სტენდის გახსნით ცერემონიალზე ისრაელის პრეზიდენტის რევენ რივლინის სიტყვების შესახებ, რომელშიც გამოთქმულია იმედი, რომ გაფართოვდება თურქეთთან ისრაელის მეგობრობა და ურთიერთობები. სტენდის გახსნაზე, იგი მიესალმა თავის მეგობარ რ.თ. ერდოღანს და თურქ ხალხს.  შემდეგ კი, ისრაელის და ინდოეთის მედიისთვის გაავრცელა თურქი ხალხის შესახებ ებრაულ ენაზე კეთილმეგობრული სიტყვები.

მკვიდრი სასწავლო თვითმფრინავის ჰურქუშის შესახებ წერს გაზეთი „იენი შაფაკ“-ი და აღნიშნავს რომ ახლო მომავალში იწარმოება მკვიდრი სასწავლო თვითმფრინავის ჰურქუშის ახალი მოდელები. თურქული საავიაციო, კოსმოსური მრეწველობის დეპარტამენტის (SSM) ხელმძღვანელობით 10 წლის განმავლობაში წარმართული მუშაობის შემდეგ, ახლა დაიწყება ჰურქუშის შეიარაღებული მოდელის სერიული წარმოებისთვის მუშაობა.  ახალ მოდელებს შეეძლებათ, შეასრულონ საჰაერო და სახმელეთო ძალებისთვის საჰაერო მხარდაჭერა. პირველი თვითმფრინავი საჰაერო ძალების ინვენტარში შევა 2018 წელში.



მსგავსი ინფორმაციები