თურქული პრესა 18.11.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

613361
თურქული პრესა 18.11.2016

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ VATAN -ში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პაკისტანში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ერდოღანი სიტყვით გამოვიდა ამ ქვეყნის პარლამენტში და თქვა, რომ დასავლური სამყარო ისლამურ სარწმუნოებასთან არავითარი კავშირის არ მქონე ტერ ორგანიზაცია DEAŞ-ს უჭერს მხარს, რის დასტურიცაა ტერორისტების  ხელთ არსებული დასავლური წარმოების თანამედროვე იარაღები, რომლებსაც ისევ და ისევ მუსლიმანების წინააღმდეგ იყენებენ. მისივე თქმით თუ ტერორიზმი მოკლე დროში  არ განადგურდება, მაშინ ვერ დამყარდება მუსლიმანურ სამყაროში  მშვიდობა და სტაბილურობა  

SABAH-ი იტყობინება, რომ თურქეთი, FETÖ-ს ტერ ორგანიზაციის უცხოეთშიც განადგურების მიზნით აქტიურ მოქმედებაზე გადავიდა. ანკარამ მსოფლიოს 20-მდე ქვეყნის მთავრობებს ოფიციალური წერილები მისწერათ, რომლებშიც ამ ქვეყნებისგან ფეტოს ტერ ორგანიზაციის კუთვნილ ქონებაზე და საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებას ითხოვს, რათა მათ, ჯერ ერთი შეუწყდეთ ფინანსური წყაროები, ხოლო მეორეს მხრივ ვეღარ მოახდინონ შავი ფულის გათეთრება. ამავე წერილში თურქეთის მთავრობა 400-მდე ყველა იმ პირისა და ორგანიზაციის სიას აჩვენებს, რომელთაც უნდა შეეხოთ ანკარის მოთხოვნა  

“მთავრობამ უცხოელი ინვესტორების წახალისების პროგრამა მოამზადა“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას HÜRRİYET-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის მთავრობა ეკონომიკის გამოცოცხლების მიზნით აქტიურ მოქმედებაზე გადადის და ამ მიზნით უცხოელი ინვესტორების მოზიდვის მიზნით რიგ წამახალისებელ ღონისძიებებს განახორციელებს. როგორც განაცხადა ამასთან დაკავშირებით პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა, მომზადებული პაკეტი დასამტკიცებლად წარუდგინეს პარლამენტს და იგი უცხოელი ინვესტორებისათვის მოქალაქეობის მიცემასაც ითვალისწინებს და მუშაობისა და ბინადრობის უფლებასაც. ამავე სტატიით პრემიერმა ილდირიმმა ვიცე პრემიერ ნურეტტინ ჯანიქლის დაავალა, თვით დაკავდეს უცხოელი ინვესტორების სავიზო თუ სხვა პრობლემებით და უმოკლეს დროში მოაგვაროს ისინი

HABER TÜRK-ი კულტურის გვერდზე იტყობინება, რომ თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო აღმოსავლეთ ანატოლიაში მდებარე ქალაქ ანის ისტორიული და კულტურული ძეგლის,დღემდის შემორჩენილი უძველესი  ნანგრევების UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეყვანის შემდეგ, ახლა კიდევ ერთი  ასეთი ძეგლის, ქარსში მდებარე გობექლითეფეს ამ სიაში შეყვანის მიზნით მოქმედებაზე გადავიდა და მომზადებულ დოსიეს მომავალი წლის 1 თებერვალს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს წარუდგენს. გობექლითეფეს არქეოლოგიური ველი თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა ნაბი ავჯიმ გუშინ მოინახულა და თქვა, რომ აქ მოპოვებული ძეგლები ჩ.წ.-მდე 10 ათას 500 წლის წინანდელ პერიოდებს მიეკუთვნებიან  

YENİ ŞAFAK-ი სპორტულ გვერდზე წერს, რომ კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია FIBA-მ თავსაბურიან კალათბურთელ გოგონას ასე თამაშის უფლება მისცა 2017 წლის ბოლომდის, რის შემდეგ ფიბა ახლიდან შეიკრიბება და ახალ დადგენილებას მიიღებს.  2 თვის წინ, შვეციის  Huddinge-ს კლუბში თავსაბურით მოთამაშე მუსლიმან კალათბურთელ გოგონას, ნოჰა ბერჰანს აეკრძალა ასე თამაში. ასე რომ, ფიბას დადგენილებით ბერჰანი, რომელსაც გასულ წელს შეუსრულდა 18 წელი, ახლიდან გამოვა კალათბურთის მოედნებზე



მსგავსი ინფორმაციები