თურქული პრესა 02.11.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

601929
თურქული პრესა 02.11.2016

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ჰურრიეთში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის შეიარაღებული ძალების სარდალი, არმიის გენერალი ჰულუსი აქარი კრიტიკული ვიზიტით ეწვია მოსკოვს და მას ამ ვიზიტისას თან ახლავს დაზვერვის სამსახურის უფროსი ჰაქან ფიდანი. რუს მაღალჩინოსნებთან შეხვედრებზე განხილვის მთავარი თემები თურქეთის მიერ სირიაში DEAŞ-ის წინააღმდეგ წარმოებული ევფრატის ფარის ოპერაცია, ქურთული ტერ ორგანიზაციების,   PKK-სა და მისი სირიული ფრთის PYD-ს მიმართ წარმოებული ანტიტერორისტული ბრძოლა, ალეპოში და მოსულში შექმნილი მდგომარეობები იყო, წერს ჰურრიეთი

იენი შაფაკი იტყობინება, რომ აშშ-ს მხრიდან საუდის არაბეთისადმი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტზე პასუხისმგებლობის დაკისრებამ საფრთხის ქვეშ დააყენა არაბული ბიზნესმენების მხრიდან დასავლეთის ქვეყნებში ინვესტიციების დაბანდება და აქედან სარგებლიანი გამოსვლა უნდა რა თურქეთს, ამიტომაც ბაჰრეინს ოფიციალური ვიზიტით ეწვია თურქეთის საბაჟო და ვაჭრობის მინისტრი ბულენტ თუფექჩი, რომელსაც თურქ საქმოსანთა და ბიზნესმენთა მრავალრიცხოვანი დელეგაციაც ახლავს. სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების ინვესტორებთან შეხვედრაზე თუფექჩიმ მათ თურქეთში დაპროექტებულ მეგა პროექტებში კაპიტალის დაბანდებისკენ მოუწოდათ

ჰაბერთურქის ეკონომიკური მიმომხილველი ეხება რა ტურიზმის სექტორში შექმნილ მდგომარეობას, წერს, რომ რუსეთ-თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის დაწყების აქეთ გაიზარდა თურქეთში ჩამოსულ რუს ტურისტთა რაოდენობა და ოქტომბრის თვეში მარტო ანტალიაში მათმა რაოდენობამ 129 ათასს მიაღწია, რაც გასული წლის მაჩვენებელზე უფრო მეტია და ამით პირველად ეწვია არა ტურისტულ სეზონში ანტალიას ამდენი რუსი ტურისტი, აღნიშნავს  ჰაბერთურქის ეკონომიკური მიმომხილველი

საბაჰი იტყობინება, რომ სტამბოლის ბოღაზიჯის უნივერსიტეტის ფიზიკის განყოფილების ლექტორმა, დოცენტმა ბურჩინ უნლუმ და მისმა გუნდმა ხმისა და სინათლის დამაკავშირებელი “ფოტო-აკუსტიკური“ მიკროსკოპი გამოიგონეს. ამ თურქული  მიკროსკოპით კიბოს, დიაბეტის, სახსრების და  კუნთების დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა შესაძლებელი გახდება.

სტარი სპორტულ გვერდზე იტყობინება, რომ წელს ოცდა მეთვრამეტედ აიღებს სტარტს სტამბოლის საერთაშორისო საკონტინენტთაშორისო მარათონი, რომელიც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ბოსფორის სრუტეზე გადებულ 15 ივლისის შეჰიდთა სახელობის ხიდზე გაიმართება. 13 ნოემბრისათვის დანიშნული ამ მარათონში მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან 30 ათასამდე კაცი მიიღებს მონაწილეობას და მასში მონაწილეობის მიღების მიზნით რეგისტრაციები გრძელდება რა, თქვენთვის საინტერესო ინფორმაციები ამ თემაზე შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტ მისამართზე www.istanbulmarathon.org-ი, აღნიშნავს სტარი 



მსგავსი ინფორმაციები