თურქული პრესა 17.10.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

591048
თურქული პრესა 17.10.2016

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ საბაჰში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც  ერაყის პრემიერმინისტრმა ჰაიდარ ელ აბადიმ სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, რომ ქალაქ მოსულის დეაშისაგან განთავისუფლების ოპერაცია დაიწყო და ამიტომ ქალაქის მცხოვრებლებს ოპერაციის დასრულებამდის უსაფრთხოების ძალებთან სოლიდარობისკენ მოუწოდა. მისივე თქმით მოსულის ცენტრში მხოლოდ ერაყული ძალები შევლენ და სხვა ფორმირებების შესვლას არ დაუშვებენ, რათა იგი შემდეგში კონფესიათაშორისო ბრძოლაში არ გადაიზარდოს

ჰაბერთურქი იტყობინება, რომ ერაყთან არსებული დაძაბული ურთიერთობების დალაგების მიზნით ამ კვირას თურქეთის სამთავრობო დელეგაცია ანკარიდან ბაღდადს გაემგზავრება. ამ დელეგაციაში შევლენ როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე გენშტაბისა და დაზვერვის წარმომადგენლებიც და ისინი ერაყელ კოლეგებთან ბაშიკას სამხედრო ბაზისა  და მოსულის ოპერაციის საკითხებსაც განიხილავენ. როგორც ცნობილია მოსულის მახლობელ ბაშიკას ბაზაზე თურქი სამხედრო ინსტრუქტორები, რომლებიც ერაყის ადრინდელი მთავრობის მიწვევით შევიდნენ აქ, ერთის მხრივ ადგილობრივ ერაყელ ახალგაზრდებს სამხედრო მომზადებას ასწავლიან, ხოლო მეორეს მხრივ ქალაქ ტელაფერს იცავენ დეაშელების თავდასხმისაგან. ამ ბოლო დღეებში ერაყის პრემიერმა თურქ სამხედროებს ბაშიკას დატოვება მოსთხოვათ, რასაც უარყოფითად გამოეხმაურა ანკარა და ამით დაიწყო ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა

“დაბიკა აღებულია, ჯერი ელ ბაბზეა“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას ჰურრიეთში და მასში ვკითხულობთ: ევფრატის ფარის სახელწოდების ოპერაციის ფარგლებში ოპოზიციური სირიის თავისუფალმა არმიამ თურქული ავიაციის დახმარებით  DEAŞ-თვის სტრატეგიულად მეტად მნიშვნელოვანი დასახლება დაბიკა კონტროლზე აიყვანა. დაბიკადან გაქცეულმა ტერორისტებმა უფრო სამხრეთში მდებარე ელ ბაბის დასახლებას შეაფარეს თავი და ახლა ოპოზიცია ამ დასახლების იერიშისათვის მოემზადება, აღნიშნავს ჰურრიეთი

იენი შაფაკი აშშ-ში მოქმედი ჟურნალ Engineering News Record-იდან გადმოთარგმნილ სტატიას აქვეყნებს, რომლის სახელწოდებაა: “სტამბოლის ევრაზიის გვირაბი მსოფლიოში ყველაზე საუკეთესოა“ და მასში წერია: ამ ჟურნალმა სტამბოლის ბოსფორის სრუტის ქვეშ, 106 მეტრის სიღრმეზე გამავალი ევრაზიის სახელწოდების გვირაბი, რომლის ექსპლოატაციაში გადაცემა მიმდინარე წლის 20 დეკემბრისათვისაა გათვალისწინებული, მსოფლიოს ყველაზე საუკეთესო გვირაბად აღიარა და ამიტომ ხიდებისა და გვირაბების კატეგორიაში დაწესებული “ყველაზე საუკეთესო გლობალური პროექტის“ ჯილდო სწორედ მას გადაეცემა

სტარი ეკონომიკურ გვერდზე წერს, რომ თურქეთიდან ევროპაში პირველ ეტაპზე ყოველწლიურად  1500 ცალი თურქული წარმოების Mercedes-ის მარკის Airbus-ის ტიპის  მიკროავტობუსი გაიგზავნება ექსპორტში, მომდევნო წლებში კი ეს რიცხვი 3 ათასამდე გაიზრდება. თურქული მსუბუქი კომერციული ავტომობილის,  Mercedes-Benz-ის გაყიდვათა განყოფილების დირექტორის, ტუფან აქდენიზის განცხადებით ეს მოდელები უცხოეთში დიდი პოპულარობით სარგებლობენ და ამიტომ მათი ექსპორტი წლითიწლობით უფრო და უფრო გაიზრდება


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #პრესა , #მოკლე , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები