თურქული პრესა 13.10.2016

თურქული პრესის მიმოხილვა

589117
თურქული პრესა 13.10.2016

თურქული გაზეთების მიმოხილვას „ჰაბერ თურქ“-ით დავიწყებთ, რომელიც აღნიშნავს, რომ სამართლიანობა განვითრების პარტიის წყაროებით, საპრეზიდენტო სისტემის მომცველ საკონსტიტუციო  ცვლილების მხრივ სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს და მას საბოლოო ფორმა მიეცემა ათი დღის განმავლობაში.  

ამავე წყაროების ცნობით, პრემიერი ბინალი ილდირიმი საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ ცალ-ცალკე შეხვედრებს ჩაატარებს ლიდერებთან და დაკონკრეტება საკონსტიტუციო ცვლილების საგზაო რუკა.

სამართლიანობა განვითარების პარტიას, მეჯლისში, პრეზიდენტის გარდა, გააჩნია 316 სავარძელი.

საკონსტიტუციო ცვლილების რეფერენდუმზე გატანისთვის საჭიროა 330 ერის რწმუნებულის ხმა.

 გაზეთი „იენი შაფაკ“-ი ყურადღებას ამახვილებს სირიის მოვლენებზე და აღნიშნავს, რომ აშშ-ი, რომელმაც სირიის ჩრდილოეთში, DAEŞ-ის მომიზეზებით, ტერ-ორგანიზაცია PKK განათავსა, ამავე სცენარის გამოყენებას ითვალისწინებს ერაყის ქალაქ მუსულში.  DAEŞ-ის კონტროლში არსებული მუსულის გამოსახსნელ ოპერაციაში, სურს თამაშ გარეშე მდგომარეობაში დატოვოს თურქეთი. როგორც PKK-ს, ისე შიიტი დაჯგუფებების ხელით, გეგმავს საშიშ თამაშს. გათვალისწინებულია მუსულის მოსახლეობასთან ერთად, DAEŞ-ის ტელაფერში გადასახლება და ტერორის მომიზეზებით 450 ათასი მოსახლეობიან თურქმენულ ქალაქზე თავდასხმა.

ამავდროულად, ფელლუჯასა და თიქრითში, სუნიტებზე განხორციელებული გენოციდის მსგავსის  წარმართვა სურს მუსულშიც. მილიონზე მეტ მუსულელს აიძულებს მიატოვოს სახლ-კარი. თურქმენულ ქალაქ ტელაფერს კი, ტერორისტების ადგილ-სამყოფელის მომიზეზებით გაანადგურებს აშშ-ის და კოალიციის ძალები.

გაზეთი „საბაჰ“-ი აღნიშნავს, რომ Moody's-ის მხრიდან თურქეთის საკრედიტო რეიტინგის შემცირების მიუხედავად, უცხოელი მეწარმეების თურქეთით დაინტერესება გრძელდება. გასულ კვირას ეროვნული თვითმფრინავის პროექტში მონაწილეობისთვის ჩამოვიდა Rolls Royce-ის კომპანია. ხვალ კი, 20 კაციანი წარმომადგენლით, თურქეთს ეწვევა Boeing-ის კომპანია. შეხვედრებს ჩაატარებენ თავდაცვის და საავიაციო ფირმების გამაერთიანებელ  სტამბოლის თავდაცვის საავიაციო-კოსმოსური გაერთიანების წრის წევრ ფირმებთან.

სტამბოლის ფირმებთან დაიწყება, 6 მილიონიანი დოლარის ბიუჯეტით საერთაშორისო კონკურენციის გაფართოების პროექტის ირგვლივ შეხვედრები და დამყარდება ახალი თანმშრომლობა.

გაზეთ „ვათან“-ის ცნობით, სტამბოლი, უკანასკნელ ეტაპში განაგრძობს მნიშვნელოვანი სამიტებისთვის მასპინძლობას.

მსოფლიო ენერგეტიკის კონგრესის შემდეგ, პარასკევს ჩატარდება 100-ზე მეტი საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელის მონაწილეობით, მსოფლიო ინვესტიციური სამიტი, რომელიც ფეტოს 15 ივლისის პუტჩის მცდელობის წინააღმდეგ მიცემულ ყველაზე კარგ პასუხად მიიჩნევა.

მსოფლიოს საინვესტიციო სააგენტოების ასოციაცია (WAIPA) ეს არის 170-ზე მეტი საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენელი  ორგანიზაცია. სამიტს შეუერთდებიან მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის, ისლამური განვითრების ბანკის, OECD-ს მსგავსი ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ხელი მოეწერება მნიშვნელოვან შეთანხმებებს.

გაზეთი „სტარ“-ი წერს, რომ სტამბოლში 13-16 ოქტომბრის რიცხვებს შორის, CNR-ს ფორუმის ცენტრში, წელს პირველად, ჩატარდება ფრენჩაის სახელწოდების ფორუმი, დევიზით „გახდები ჩემი დილერი?“. “შეუერთდებიან 400-ზე მეტი ადგილობრივი და უცხოელი აღიარებული ფირმები. ფორუმის პირველ დღეს წარმოდგენილ იქნება მსოფლიოს ყველაზე გრძელი çiğköfte-ს დურუმი, რომელიც შევა გინესის რეკორდების წიგნში. ხელი მოეწერება ახალ შეთანხმებებს, თანამშრომლობებს, ფრანჩაიზინგის (ბრენდის დაქირავება) და დილერის შეთანხმებებს. თურქული ბრენდები გაეცნობა ახლო აღმოსავლეთიდან, ბალკანეთიდან, აშშ-იდან, ევროკავშირიდან და თურქული რესპუბლიკელებიდან ჩასულ ინვესტორებს.

თურქეთი, გეოგრაფიული მდებარეობით და კონტინენებს შორის წარმართული ხიდის მოვალეობის შესრულებით, ფრანჩაიზინგის (ბრენდის დაქირავება) და დილერის შესრულების მსურველი საერთაშორისო ბრენდების პირველად არჩევანად ითვლება.



მსგავსი ინფორმაციები