თურქული პრესა 11.10.2016

თურქული პრესის მიმოხილვა

587175
თურქული პრესა 11.10.2016

თურქული გაზეთების მიმოხილვას „ჰურრიეთ“-ით დავიწყებთ, რომელიც აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა რ.თ. ერდოღანმა გუშინ, სტამბოლში, მსოფლიო ენერგეტიკის 23-ე კონგრესის შემდეგ, საათის და ორმოცი წუთის განმავლობაში შეხვედრა ჩაატარა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.  

შემდეგ კი ორმა ლიდერმა პრეს-კონფერენცია გამართა ჟურნალისტებთან. როგორც გაირკვა, ორი ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრების მთავრობათაშორისო შეთანხმებით, უშუალოდ მოხდება რუსეთის გაზის თურქეთში შემოტანა, აქედან კი, სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპაში გატანა.

ამავე თემას ეხმაურება გაზეთი „ჰაბერ თურქ“-ი და აღანიშნავს, რომ რ.თ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერეს ორ სახელმწიფოს შორის, ყველაზე ყოვლის მომცველ პარტნიორობას, თურქული ნავთობსადენის პროექტს. დაჩქარდება მერსინის აქქიუს ბირთვული ელექტრო სადგურის მშენებლობა. ვიზებში პრიორიტეტი მიეცემა მეწარმეებს. რუსეთმა გააუქმა ხილ-ბოსტნეულის პროდუქციაზე შეზღუდვა. ორი ქვეყნის თავდაცვის სფეროში მოხდება თანამშრომლობა. კოსმოსური და საავიაციო თავდაცვის სისტემის ტენდერში, რუსეთიც მიიღებს მონაწილეობას. რუსეთი, ასევე ფასდაკლებას მოახდენს თურქეთისთვის მიყიდულ ბუნებრივ აირზე.

გაზეთ „ვათან“-ის ცნობით სიურპრიზული მოვლენა მოხდა სტამბოლში. მსოფლიო ენერგეტიკულ სამიტზე, სტარტი მიეცა, რუსული გაზის შავი ზღვით თურქეთში შეტანის და იქიდან ევროპაში ტრანსპორტირებისთვის დაგეგმილ თურქული გაზსადენის პროექტს.  შეთანხმებას, თურქეთის მხრიდან ხელი მოაწერა ენერგეტიკის მინისტრმა ბერათ ალბაირაკმა, რუსეთიდან კი ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ნოვაკმა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ ამის შემდეგაც გაგრძელდება ენერგეტიკული თანამშრომლობა რუსეთთან. პუტინის თქმით კი, თურქეთი გადაიქცევა ენერგო დერეფნად.

გაზეთი „საბაჰ“-ი აღნიშნავს, რომ მსოფლიო ენერგეტიკულ სამიტზე მონაწილე სტუმარმა ლიდერებმა მწვავედ დაგმეს ფეთულაჰის ტერ-ორგანიზაცია პარალელური სტრუქტურის  (FETÖ/PDY)-ს 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და თურქეთს გამოუცხადეს თანადგომა.  პუტინმა მადლობა გადაუხადა პუტჩისთვის გმირული წინააღმდეგობის გამწევ თურქ ხალხს, რომელმაც შესძლო მისთვის შეფერხების შექმნა.  წარმატებები უსურვა თურქეთს. აზერბაიჯანის სახელმწიფო მეთაურმა ილჰამ ალიევმა თურქეთის, პუტჩის წინააღმდეგ გამოსვლას, გმირობის სამაგალითო ნიმუში უწოდა. აღნიშნა, რომ თურქეთთან მათი ძმობა სამარადისოა.  მსგავსი განცხადება გაავრცელა ვენესუელას სახელმწიფო მეთაურმა ნიკოლას მადურომ და აღნიშნა, რომ მსგავს შემთხვევას ჰქონდა ადგილი მათ სახელმწიფოშიც.

გაზეთი „იენი შაფაკ“-ი ყურადღებას ამახვილებს თურქეთის, საპალატო, სასაქონლო საბირჟო ასოციაციის თავჯდომარის  რიფათ ჰისარჯიკოღლის განცხადებაზე, რომელიც გაავრცელა Startup-ის მეწარმეთა ასოციაციის კონფერენციის ფინალურ საღამოს. მისი ცნობით, სტამბოლს შეუძლია გახდეს სტარტუპთა მსხვილი კომპანიების ცენტრი არა მარტო სტამბოლში, არამედ, აზიაში, ევროპასა და აფრიკაშიც.  რიგი მრავალეროვანი კომპანიები, ერთზე მეტ სახელმწიფოში ოპერაციებს წარმართავენ სტამბოლიდან. იგი არის მსოფლიოს უდიდესი 18 ეკონომიკის ბიზნეს ცენტრი. მთლიანი საგარეო სავაჭრო მოცულობა უტოლდება 350 მილიარდ დოლარს. უშუალო უცხოური ინვესტიციის ფონდმა კი, მიაღწია 170 მილიარდ დოლარს.

 

 



მსგავსი ინფორმაციები