თურქული პრესა 07.10.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

584757
თურქული პრესა 07.10.2016

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაკში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრემიერმა ილდირიმმა გუშინ გავრცელებულ განცხადებაში გარკვევით თქვა, რომ თურქი ჯარები არ გამოვლენ ერაყის ქალაქ ბაშიკადან, რაც მათგან ერაყის მთავრობამ მოითხოვა. “დღესდღეობით ერაყში მსოფლიოს 63 ქვეყნის ჯარისკაცი მსახურობს. თურქი ჯარები ბეშიკაში ჯერ ერთი DEAŞ-ის წინააღმდეგ იბრძვიან, ხოლო მეორეს მხრივ რეგიონში დემოგრაფიულ წყობასაც იცავენ და ამიტომ რაც არ უნდა თქვას ბაღდადმა, თურქი ჯარები მაინც გააგრძელებენ ბაშიკაში მსახურობას“, განაცხადა პრემიერმა და ამასთან ერაყის მთავრობა გააკრიტიკა ქურთული ტერ ორგანიზაცია პკკ-სადმი ლმობიერი დამოკიდებულების გამო. “სჯობს ბაღდადმა თავისი ტერიტორიებიდან გარეკოს ქურთი სეპარატისტები და მოეშვას ანკარასთან ურთიერთობების გართულებას“, ხაზგასმით აღნიშნა ილდირიმმა, წერს იენი შაფაკი

საბაჰი ეკონომიკის გვერდზე ინტერვიუს აქვეყნებს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ბერათ ალბაირაქთან, რომელმაც გუშინ, ქალაქ ადანაში მონაწილეობა მიიღო ფირმა EnerjiSA-ს მხრიდან ექსპლოატაციაში გადაცემული სატელეფონო გამოძახების ცენტრის გახსნის საზეიმო ცერემონიაში და თქვა, რომ ეს ცენტრი წელიწადში 20 მილიონამდე ადამიანს მოემსახურება. მისი თქმით თურქეთში ენერგეტიკის განვითარება და ზრდა სწორი გზით მიემართება და ჩინეთის შემდეგ ყველაზე მეტად, 4,5%-ით სწორედ თურქეთის ენერგეტიკა იზრდება და მომავალში უფრო მეტად გაიზრდება, რადგან ამ სფეროში ძალიან მნიშვნელოვანი კაპიტალის დაბანდება ხდება  

ჰურრიეთი იტყობინება, რომ გუშინ, მსოფლიო გიგანტი ფირმის, Rolls Royce-ს ხელმძღვანელი უარრენ ეისტი ჯერ პრეზიდენტმა ერდოღანმა, შემდეგ კი პრემიერმა ილდირიმმა მიიღო და ეისტიმ ანკარას ერთის მხრივ თურქეთში ერთობლივი ძრავების წარმოება შესთავაზა, მეორეს მხრივ თურქული გამანადგურებლების წარმოებაში მონაწილეობის სურვილიც გამოთქვა

“TÜRKÖK-დან პირველი უცხოური ძვლის ტვინის გადანერგვა ინდოელ ბავშვზე მოხდა“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს ჰაბერთურქი და მასში ვკითხულობთ: TÜRKÖK-ის (ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების თურქული ბანკი) დახმარებით ძვლის ტვინის გადანერგვა თურქეთში 160 კაცზე მოხდა და ყველა ისინი ამჟამად ცხოვრობენ. ამჯერად TÜRKÖK-მა ასეთივე დახმარება გაუწია 2 წლის ინდოელ ბავშვს, რომელსაც იმუნური დაავადება ჰქონდა და მისთვის შესაფერისი ძვლის ტვინის მოპოვების მიზნით მსოფლიოს 57 ქვეყნიდან 22 მილიონი დონორი იქნა გასინჯული, მაგრამ, შესაფერისი ტვინი მხოლოდ საქარიაში მცხოვრებ თურქ დონორს აღმოაჩნდა და სწორედ მისი ძვლის ტვინი გადაენერგა ინდოელ ბავშვას რა, ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. TÜRKÖK-მა ასეთივე დახმარება გაუწია ბელგიელ ბავშვსაც და ახლა ასეთივე დახმარებებს ელიან 40-მდე ბერძენი, გერმანელი და ამერიკელი ბავშვი, წერს ჰაბერთურქი    

სტარი კულტურის გვერდზე იტყობინება, რომ სამხრეთ კორეის ქალაქ ჩეონანში მსოფლიო ცეკვების ფესტივალი ჩატარდა, რომელზედაც თურქეთს სტამბოლის ბოიქჩექმეჯეს რაიონის მუნიციპალიტეტის ხალხური ცეკვების ანსამბლი “Altınköprü“ წარადგენდა. მათ მიერ შესრულებულმა ცეკვებმა ჟიურისა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა და უკან ჩამოიტოვეს რა 20-მდე ქვეყნის მოცეკვავეები, პირველ ადგილს დაეუფლნენ და მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #პრესა , #მიმოხილვა , #მოკლე

მსგავსი ინფორმაციები