თურქული პრეასა 06.10.2016

თურქული პრესის მიმოხილვა

584148
თურქული პრეასა 06.10.2016

თურქული გაზეთების მიმოხილვას „ჰაბერ თურქ“-ით დავიწყებთ, რომელიც აღნიშნავს, რომ ერაყის პარლამენტის მხრიდან თურქეთის ბაღდადის ელჩის გამოძახებას და თურქეთის არმიის „ოკუპანტ ძალად“ მოხსენიებას, სათანადო პასუხი გასცა ვიცე პრემიერმა ნუმან ქურთულმუშმა. აღნიშნა, რომ  არ დაუშვებენ ბაშიკაში საკამათო თემად გაიხადონ თურქი სამხედროები.

თურქეთმა როგორც ერაყის, ისე სირიის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ყველანაირი ვალდებულება შეასრულა.

გაზეთ „ჰურრიეთ“-ის ცნობით, ერაყში წინა დღეს, მეჯლისის მიერ, ქალაქ მუსულიდან 12 კილომეტრით დაცილებულ ბაშიკას რაიონში დისლოცირებული თურქი სამხედრო შენაერთის სახელმწიფოდან გაყვანის აჟიოტაჟი ისევ გრძელდება.

ვიცე პრემიერის ნუმან ქურთუმუშის განცხადებით, მაშინ როცა ამდენად არის დანაწევრებული ერაყი, ერთად-ერთ სტაბილურობის ელემენტად ქცეულ ბაშიკაში მყოფი თურქი სამხედროების თვითმყოფადობისთვის წინააღმდეგობის უფლება არავის არა აქვს.  

გაზეთ „საბაჰ“-ის ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლოს ორი ახალი წევრის რეჯაი აქიელის და იუსიფ შევქი ჰაქიემეზის ინაუგურაციის ცერემონიაზე,  მოხსენებით გამოსულმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარემ ზუჰტუ არსლანმა, აღნიშნა, რომ 15 ივლისს, თურქეთის დემოკრატიის, მომაკვდინებელი იარაღებით ხელყოფის მცდელობის დროს, მსოფლიომ ვერ ჩაატარა კარგი გამოცდა. მამა აბრამის ბატკნის როლი განასახიერეს, მათ, რომლებიც    ყოველი შესაძლებლობის შემთხვევაში დემოკრატიის ღირებულებების დამცველად გვევლინებიან. არსლანმა ისიც დაამატა, რომ თურქეთში საგანგებო მდგომარეობის აუცილებლობა საჭიროა.

გაზეთი „ვათან“-ი აღნიშნავს, რომ თურქეთის საპალატო საბირჟო ასოციაცია „Startup İstanbul“-ი, მსოფლიოს წამყვან მეწარმეებს მოუყრის თავს სტამბოლში. მიმდინარე წლის 6-19 ოქტომბერში ჩატარებულ ღონისძიებას შეუერთდება  63 ქვეყნის 1.000-დე მეწარმე.

გაზეთი „იენი შაფაკ“-ი წერს, რომ თურქეთის პირველ კერძო ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ანკას და უკრაინის ხარკოვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის შეთანხმებას, რომლითაც ორივე უნივერსიტეტი, თავიანთ წვლილს შეიტანენ ეროვნული ტანკის და შვეულმფრენის ძრავების დაპროექტების პროცესში.



მსგავსი ინფორმაციები