თურქული პრესა 04.10 2016

თურქული პრესის მიმოხილვა

582544
თურქული პრესა 04.10 2016

მიმოხილვას გაზეთ „ვათან“-ით დავიწყებთ, რომლის ცნობითაც საერთაშორისო სამეცნიერო ტექნოლოგიის კონფერენციაზე, პრეზიდენტმა რ.თ. ერდოღანმა გაეროს სტრუქტურასთან დაკავშირებით წამოაყენა წინადადება, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების რაოდენობა 5-იდან 20-დე გაიზარდოს.

აღნიშნა, რომ საბჭოს10 წევრი სახელმწიფოს ორ წელიწადში ერთხელ შეცვლის შემთხვევაში, 193 სახელმწიფოსაც შეეძლება რიგ-რიგობით, გაეროს უშიშროების საბჭოს  წევრობა.

ერდოღანმა ისიც დაამატა, რომ ამ პრობლემატური საკითხისადმი თურქეთი ამის შემდეგაც გააგრძელებს თავის პროტესტს, იმიტომ, რომ „მსოფლიო 5-ზე მეტია“. მსოფლიოს მშვიდობის შესახებ გადაწყვეტილებების გამოტანა არ შეუძლია მხოლოდ ხუთ სახელმწიფოს. მსოფლიოში არსებული უსამართლობის მოსაწესრიგებლად შექმნილი გაერო, დღეს არ ასრულებს თავის საქმეს ისე, როგორც საჭიროა.

გაზეთი „ჰაბერ თურქ“-ი აღნიშნავს, რომ მთავრობამ მკლავები აიკაპიწა ფეტულლაჰის ტერ-ორგანიზაცია პარალელური სტრუქტურის (FETÖ/PDY)-ს, 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების  მცდელობის შემდეგ სამხედრო ორგანიზაციების  ქალაქ გარეთ გაყვანის შესახებ გადაწყვეტილების ცხოვრებაში გასატარებლად. ეროვნული უსაფრთხოებისთვის ანკარის ეთიმესგუთში გაშენებული ახალი შენობა იქნება მათი ახალი შტაბი.

იმ რეგიონში მოიყრიან თავს, გენერალური სარდლობის ჩათვლით, ეროვნული თავდაცვის სამინისტრო და ძალოვანი სტრუქტურები.

უსაფრთხოების ორგანიზაციების მოქმედება მოხდება ერთი ცენტრიდან.

გაზეთი "ჰურრიეთ“-ი წერს, რომ ამერიკის ხელისუფლების, 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისადმი რეაქციის გამკრიტიკებლებს შორის არის ბარაკ ობამას ყველაზე სანდო პიროვნება ფილიპ გორდონიც. მან აღნიშნა, რომ აშშ-ის მხრიდან 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დამცირების მცდელობით, აშშ-ი, წარუმატებელი აღმოჩნდა თურქების გრძნობების გაგებაში.

გაზეთი „საბაჰ“-ი წერს, რომ ტერ-ორგანიზაცია PKK-ს ტელე-არხი, რომელიც  გადაცემებს აწყობდა ევროპიდან, გამოყვანილ იქნა საფრანგეთის სატელიტური თანამგზავრიდან გუშინ, თურქეთის დროით 11.00 საათზე.

სატელიტური კომპანიის Eutelsat-ითვის განკუთვნილი თანამგზავრიდან, სამი წლის წინ დაიწო ტერ-ორგანიზაციამ მაუწყებლობა. კომპანიის, კანონების გათვალისწინებით გადაცემების წარმართვის მოთხოვნით კი, უფრო ადრე, ორჯერ მიიღო ტერ-ორგანიზაციის არხმა გაფრთხილება.

გაზეთი „იენი შაფაკ“-ი წერს სპორტის შესახებ და აღნიშნავს, რომ პერუს დედაქალაქ ლიმაში ჩატარებულ მსოფლიოს მეათე ტაიკვანდო პოომსის ჩემპიონატში, თურქეთი, 16 მედლით მსოფლიოს რიგით მეორე გახდა. ჩემპიონატში მონაწილეობდა 55 ქვეყნის 760 სპორტსმენი.

თურქეთს წარადგენდა 20 ვაჟი და  16-ი ქალი.

თურქეთის მედლების რაოდენობამ უკანასკნელ დღეს მოპოვებული 5 ოქროს, 4 ვერცხლის და 7-ი ბრინჯაოს მედლით, მიაღწია 16-ს. სამხრეთ კორეის შემდეგ თურქეთი გავიდა მეორე ადგილზე.



მსგავსი ინფორმაციები