თურქული პრესა 03.10.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

581620
თურქული პრესა 03.10.2016

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაკში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის ჩრდილოეთში 24 აგვისტოდან დაწყებული ევფრატის ფარის სახელწოდების ოპერაციის დროს დეაშელებისგან გაათავისუფლა 960 კვ კმ-ის ფართობი და ახლა სურს ამ ადგილებში უსაფრთხოების ზონის შექმნა, რათა მასში, ჯერ ერთი მშვიდობიანად იცხოვრონ სირიაში დაბრუნებულმა ლტოლვილებმა, ხოლო მეორეს მხრივ თურქეთის საზღვრებიც უფრო დაცული გახდეს

ჰურრიეთის ცნობით დღეს ანკარის პრეზიდენტის სასახლეში ერდოღანის თავჯდომარეობით მინისტრთა კაბინეტის მორიგი სხდომა გაიმართება და მთავარ ყურადღებას გაამახვილებენ როგორც 15 ივლისის პუტჩის მცდელობის შემდეგ გამოცხადებული 3 თვიანი საგანგებო მდგომარეობის კიდევ 3 თვით გაგრძელებისა და ფეტოს ტერ ორგანიზაციის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის წარმოების, ასევე  PKK-ას, PYD/YPG-ს და DEAŞ-ის წინააღმდეგ ბრძოლისა და ევფრატის ფარის სახელწოდების ოპერაციის საკითხებსაც.

“მსოფლიო ენერგეტიკოსები სტამბოლში იკრიბებიან“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას საბაჰში და მასში ვკითხულობთ: 9 ოქტომბრიდან 13 ოქტომბრამდე სტამბოლი 23-ე მსოფლიო ენერგეტიკულ კონგრესს უმასპინძლებს, რომელსაც 80 ქვეყნის 250-მდე წარმომადგენელი დაესწრება. ამ კონგრესზე სიტყვით გამოვლენ თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი, პრემიერმინისტრი ილდირიმი და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ბერათ ალბაირაქი. ასეთ კონგრესს თურქეთმა პირველად 40 წლის წინ, 1977 წელს უმასპინძლა, აღნიშნავს საბაჰი

ვათანის ეკონომიკური მიმომხილველი იტყობინება, რომ განახლებადი ენერგეტიკული წყაროებისა და რესურსებისათვის ტერიტორიის გამოვლენის მიზნით პირველი მზის ენერგიის ტენდერი კონია-კარაფინარში გაიმართება. ეს ტენდერი მომავალ თვეში შესდგება და მის ფარგლებში 1.5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. 1000 მეგავატიანი ეს პროექტი თურქეთის ყველაზე უდიდესი მზის ენერგიის საინვესტიციო პროექტი იქნება, ხაზს უსვამს  ვათანის მიმომხილველი    

ჰაბერთურქი კულტურის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში იტყობინება, რომ იზმირის მახლობელ სეფერიჰისარის რაიონში გრძელდება ანტიკურ ქალაქ თეოსის არქეოლოგიური გათხრები. მის ფარგლებში აღმოჩენილია საქირავნო ხელშეკრულება, რომელიც დადებულია 2200 წლის წინ და ეს არის აქამდე მოპოვებული ყველაზე ფართის მომცველი და ყველაზე უძველესი კონტრაქტი, რომელიც 1,5 მეტრის სიმაღლის სტელაზეა დაწერილი. მასში ერთი ქველმოქმედის მხრიდან ახალგაზრდებისათვის გაჩუქებული მიწის ფართობის გამოყენების პირობებზეა საუბარი. კონტრაქტი დადებულია 1 თავდებისა და 6 მოწმის მონაწილეობით რა, მასში ქირად გაცემული მიწის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში გათვალისწინებულ ჯარიმებზეც არის საუბარი    



მსგავსი ინფორმაციები