თურქული პრესა 30.09.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

580053
თურქული პრესა 30.09.2016

 

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ სტარში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც სირიის მოსაზღვრე თურქულ რეგიონებს ეწვია თავდაცვის მინისტრი ფიქრი იშიქი და პირველი შეხვედრა იმ ცენტრში ჩაატარა, საიდანაც ხდება დეაშის წინააღმდეგ “ევფრატის ფარის“ სახელწოდების ოპერაციის მართვა. “თურქეთის დახმარებით ოპოზიციური სირიის თავისუფალი არმია წინ მიიწევს და უკვე დეაშისგან საკმარისი ტერიტორიები გაწმენდა. ამით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ დეაშის წინააღმდეგ რეგიონში ეფექტურად მარტო ქურთული ფორმირება “PYD“  არ იბრძვის. ქურთებს სირიის ჩრდილოეთში, ისევე როგორც ერაყის ჩრდილოეთში, ავტონომიის შექმნა სურთ, მაგრამ, ამას არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ანკარა“, განაცხადა თურქმა მინისტრმა, წერს სტარი

ჰურრიეთი ამერიკული ენერგეტიკული გიგანტის, General Electric-ის (GE) მხრიდან გავრცელებულ განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ამბობს, რომ სტამბოლის მახლობელ ქალაქ გებზეში მოქმედ ტრანსფორმატორების ქარხანაში ახალ ინვესტიციებს ჩადებენ და აქ წარმოებულ გაძლიერებულ ტრანსფორმატორებს ექსპორტში გაიტანენ ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში და რეგიონის სხვა ქვეყნებში. “ჩვენ უკვე 70 წელია რაც თურქეთში ვმოქმედებთ და ეს ქვეყანა ჩვენთვის მეტად საიმედოს წარმოადგენს“, აცხადებს ამერიკული ფირმის ხელმძღვანელი რეინალდო გარსია, ხაზს უსვამს ჰურრიეთი  

“თურქული ტანგო პარიზში“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს ვათანი და მასში ვკითხულობთ: პარიზში სტარტი მიეცა Motor Show-ს გამოფენას, რომლის ფარგლებში მსოფლიოს ცნობილი ავტო მწარმოებლების ახალი მარკებია გამოფენილი და იგი 16 ოქტომბრამდის გაგრძელდება. ამ გამოფენაზე განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს თურქული სტენდი, რომელშიც აქ წარმოებული Fiat-ის, Honda-ს, Hyundai-ს და Renault-ის მარკის ავტომობილების 9 ახალი მოდელია გამოფენილი. ამავე სტატიით ხსენებულმა ფირმებმა ამ ბოლო წლებში თურქეთში 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადეს, ხოლო იაპონური TOYOTA კი მიმდინარე წლის ბოლო კვარტალში 350 ევროს ოდენობის ინვესტიციას ჩადებს და ადაფაზარის ქარხანაში ახალ მოდელს, C-HR-ის წარმოებას დაიწყებს, რომლის პრეზენტაცია გაყიდვა პირველად 14 ნოემბერს სტამბოლში მოეწყობა

საბაჰის ცნობით თურქეთში წელს მომხდარი რიგი არასასიამოვნო პოლიტიკური მოვლენების გამო უცხოელი ტურისტების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო და მათ სხვა ქვეყნებს, ძირითადად ესპანეთს, პორტუგალიას და საბერძნეთს მიაშურეს, თუმცა მათ ამ ქვეყნებში მოლოდინი არ გაუმართლდათ, ამიტომაც ევროპელი ტურ ოპერატორები გეზს ისევ თურქეთისკენ აქცევენ. როგორც განაცხადა ტურისტულ ფირმა Corendon-ის ჯგუფის უფროსმა ილდირაი კარაერმა, რომელმაც 2015 წელს 500 ათასი ჰოლანდიელი, ბელგიელი და გერმანელი ტურისტი ჩამოიყვანა თურქეთში, მომავალი წლის ზაფხულისათვის ძალიან დიდ პარტიებს ჩაიყვანენ თურქეთში, რადგან, მათ კლიენტებს ევროპულმა ქვეყნებმა ნდობა არ გაუმართლეს და ისინი ისევ თურქეთში ჩამოსვლას ამჯობინებენ

იენი შაფაკის ეკონომიკური მიმომხილველი წერს, რომ ამ ბოლო წლებში მთელს მსოფლიოში თურქულ მზა ტანსაცმელთან ერთად ბრენდი ხდება თურქული წარმოების სპორტული ტანსაცმელიც. “როგორც ცნობილია აქამდე მზა ტანსაცმლის სექტორში ესპანური და იტალიური ფირმები მეწინავეობდნენ, ახლა კი თვით ამ ქვეყნების განთქმული სპორტული კლუბებიც კი თურქულ სპორტულ ტანსაცმელებს იცვამენ. წელს თურქულმა ფირმა D'S Damat-მა ჩააცვა მოსკოვის სპარტაკის, პორტუგალიის ალავესის დეპორტივოს და მაკედონიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, ხოლო მომავალ წელს ამ სიას ინგლისის მანჩესტერ სიტი და იტალიის პარმაც დაემატებიან, აღნიშნავს იენი შაფაკი



მსგავსი ინფორმაციები