თურქული პრესა 28.09.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

578608
თურქული პრესა 28.09.2016

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ჰაბერთურქში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქმა ჯარებმა სირიის ჩრდილოეთში არსებული  DEAŞ-ის ობიექტები პირველად დაბომბეს სამამულე წარმოების “HGK-1“ სახელწოდების ბომბებით და 1 სამეთაურო შტაბთან და ერთ არსენალთან ერთად გაანადგურეს  მათში მყოფი ტერორისტებიც

ჰურრიეთი იტყობინება, რომ თურქეთის საზღვრების უსაფრთხოების მიზნით გრძელდება სირიის საზღვრების გასწვრივ უსაფრთხოების კედლის მშენებლობა. ამავე სტატიით 911 კმ-იანი საზღვრის 200 კმ-იანი მონაკვეთი თავდაცვის სამინისტრომ და გუბერნიებმა თვით ააშენეს, ხოლო დარჩენილ 711 კმ-იან მონაკვეთს მასობრივი ბინათმშენებლობის სამმართველო TOKİ გააშენებს, რომელიც ამ საქმეს 5 თვეში დაასრულებს და ეს 911 კმ-იანი კედელი თავისი სიგრძით მსოფლიოში ყველაზე გრძელი მესამე კედელი იქნება რა, აღკვეთავს საზღვრის უკონტროლო გადაკვეთას იქითაც და აქეთაც

სტარის ეკონომიკური მიმომხილველი წერს: მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა თურქეთს საკრედიტო რეიტინგი დაუწია, უცხოელ ინვესტორები მაინც ენდობიან თურქეთის ეკონომიკას და აგრძელებენ ინვესტიციების ჩადებას. ამას ადასტურებენ უცხოელი ფირმების წარმომადგენლებიც, რომლების განცხადებითაც, თურქეთის ფინანსურ კოეფიციენტებში რაიმე გაუარესების ნიშნებს ვერ ხედავენ და ამიტომ თურქეთის ეკონომიკის მიმართ სანდოობის დასაკარგად ისეთ რაიმე საფრთხესაც ვერ ხედავენ, რომელიც დაემუქრებოდა გარე დაფინანსებას

“კალანდას სიცივე ოსკარის კანდიდატია“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს იენი შაფაკი და მასში ვკითხულობთ: ცნობილი თურქი რეჟისორის მუსტაფა კარას ფილმი “კალანდას სიცივე“ თურქეთიდან ოსკარის კანდიდატად იქნა არჩეული და იგი წარადგენს თურქეთს ოსკარის 89-ე კონკურსის უცხოელი ფილმების ნომინაციაზე. ამ ფილმმა უკვე მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ფესტივალში და პრიზებითაც დაჯილდოვდა, აღნიშნავს იენი შაფაკი

საბაჰი თურქ კალათბურთის მოყვარულებს ახარებთ, რომ სტამბოლი წელს მესამედ უმასპინძლებს უმაღლესი დონის საკალათბურთო პაექრობას და მის ფარგლებში ევროლიგის ფინალურ ტურნირსაც სტამბოლი უმასპინძლებს, რის შესახებაც შეთანხმებას გუშინ მოაწერეს ხელი თურქეთის საკალათბურთო ლიგის სპონსორმა, თურქეთის საჰაერო ფლოტის თავჯდომარემ ილქერ აიჯიმ და ევროლიგის ხელმძღვანელმა ჯორდი ბერტომეუმ    



მსგავსი ინფორმაციები